ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი

სესხის # 3861-GEO

პროექტის # 53178-001 

დავალების სახელწოდება: საგზაო აქტივების მართვის სპეციალისტი

საიდენტიფიკაციო # SAPR/CS/ICS-01

 

საქართველომ აზიის განვითარების ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად. 

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: საგზაო აქტივების მართვის სპეციალისტი.

დავალების მიზანია:

(i) RAMS-ის გაუმჯობესება სერვერზე/ქსელზე დაფუძნებული GIS ტექნოლოგიით - განმახორციელებელი უწყების დახმარება მისი RAMS-ის გაუმჯობესებაში (1) სატრანსპორტო ნაკადის ანალიზის პროცედურის, სისტემების და საშუალებების შექმნით, შესაბამისი ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარებით, სატრანსპორტო ნაკადების მთვლელი აღჭურვილობის შერჩევითა და მის შესყიდვაში დახმარებით; (2) GIS სერვერის მუშაობის მხარდაჭერა გაუმჯობესებული მონაცემების ხელმისაწვდომობის მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის (3) 5 წლიანი გეგმის ყოველწლიურ განახლებაში დახმარება შიდასახელმწიფოებრივი საგზაო ქსელისთვის, რაც დაბალანსებული იქნება ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლებით.

(ii) აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი - განმახორციელებელი უწყების დახმარება შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის (PBM) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტირების მიზნით შესარჩევი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიისთვის ტექნიკური დავალების მომზადებაში, ზემოაღნიშნული პროცესის განმავლობაში ზედამხედველობა და შემსყიდველი ორგანიზაციის დახმარება შესყიდვის პროცესში შემოთავაზებული მეთოდოლოგიების ანალიზის გზით.

(iii) ხიდების მართვის სისტემა - ხიდების შესახებ არსებული მონაცემების მიმოხილვა, მონაცემების შეგროვების პროცესის ანალიზი, ხიდების რეაბილიტაციისა და პერიოდული რემონტის დაგეგმვისთვის რეკომენდაციებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება პრიორიტეტების განსაზღვრის გზით.

(iv) ეროვნული „თოლინგის“ (გზით სარგებლობის საფასურის გადახდა) სტრატეგია - შემდეგი პროექტების შედეგების შესწავლა: „GIF პროექტი: აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დერეფნის განვითარების პროექტი - კერძო სექტორის მონაწილეობა და გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის ვარიანტები“, „ეროვნული ელექტრონული მგზავრობის გადასახადის გადახდის სტრატეგიის შემუშავება“. განმახორციელებელი უწყების დახმარება სამოქმედო გეგმის შემუშავებაში კვლევის რეკომენდაციების, შეხვედრებისა და დისკუსიების საფუძველზე.

(v) სასწორების სისტემა - განმახორციელებელი უწყების დახმარება წონით გადატვირთვის კონტროლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, პოტენციური მდებარეობების დადგენის, მონაცემების შეგროვების, ტექნოლოგიის შერჩევის და სისტემის მოთხოვნების მომზადების ჩათვლით.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 12 თვე.

დაინტერესებულმა კონსულტანტები კონკურსში მონაწილეობის მიზნით უნდა გადავიდნენ შემდეგ ლინქზე: https://selfservice.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=165341

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდით აზიის განვითარების ბანკის „შესყიდვების რეგულაციების“ მიხედვით.  

კონსულტანტისათვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება საინჟინრო, ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან მსგავს სფეროში;
  • მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება საგზაო აქტივების მართვის პროექტებსა და სისტემებში, რაც მოიცავს მრავალწლიან დაგეგმარებას, პროექტისა და პროგრამის ეკონომიკურ ანალიზს;
  • შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტების (PBM) გამოცდილება (მსოფლიო ბანკის OPBRC კონტრაქტების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • ძლიერი ზეპირი და წერილობითი უნარები ქართულ და ინგლისურ ენებში და კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • კომპიუტერული უნარები: კომპიუტერული პროგრამების ცოდნა რაც მოიცავს MS OFFICE, GIS, DATABASE MODELLING, HDM-4.
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: