ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო 

დავალების დასახელება: თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო გზის თბილისი-სართიჭალა (ლოტი 1) და სართიჭალა-საგარეჯოს (ლოტი 2) მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა.

კონტრაქტის/ RFP No: GOG/CS/QCBS-01

  1. საქართველოს მთავრობამ გამოყო სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის გარკვეული ნაწილი, რათა დააფინანსოს ორი ახალი საავტომობილო გზის: თბილისი-სართიჭალასა (ლოტი 1) დაახლოებით 18.2 კმ სიგრძის და სართიჭალა-საგარეჯოს (ლოტი 2) დაახლოებით 16.8 კმ სიგრძის საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობა.
  2. საპროექტო გზები მდებარეობს კახეთის რეგიონში, საქართველოს ერთ – ერთ მთავარ ისტორიულ, ეკონომიკურ და კულტურულ რეგიონში. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის საზღვარი) საერთაშორისო გზის ეს მონაკვეთები აკავშირებს თბილისსა და კახეთის რეგიონს და წარმოადგენს აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონის მთავარი სატრანზიტო დერეფნის ნაწილს. საპროექტო გზის მონაკვეთები გადის მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში და კვეთს ვაზიანის, სართიჭალას, პატარძეულის, წყაროსთავის, ნინოწმინდის, გიორგიწმინდის, თოხლიაურისა და საგარეჯოს დასახლებებს. პროექტი ითვალისწინებს თითო მიმართულებით ორ ზოლიანი გზის მშენებლობას, რომელიც გამოყოფილი იქნება ნიუ – ჯერსის ბარიერებით გზის მთელ მონაკვეთზე. გზა არის 4 x 3.75 მ სიგანის, გვერდულის სიგანით 2.5 მ. გზის სიგანე გვერდულიდან გვერდულამდე არის 30,5 მ. გზის კონფიგურაცია აგებულია ცემენტ-ბეტონის საფარით. საპროექტო სიჩქარეა 120 კმ /საათში. საერთო ჯამში, ლოტი 1-სა და ლოტ  2-ს აქვს 4 გზაჯვარედინი და 41 ხიდი (მათ შორის 4 ცალმხრივი სარკინიგზო ხიდი, 13 საავტომობილო ხიდი, 3 ესტაკადა და 2 ხიდი ადგილობრივ გზებზე), სხვადასხვა ზომის 155 ბოქს კონსტრუქცია ჰიდრავლიკური და მიწისქვეშა მიზნებისათვის.
  3. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო გზის თბილისი-სართიჭალა (ლოტი 1) და სართიჭალა-საგარეჯოს (ლოტი 2) მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას.
  4. საკონსულტაციო მომსახურების ძირითადი მიზნებია: (ა) დეტალური პროექტის განხილვა; (ბ) ინჟინრის ფუნქციების შესრულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად (FIDIC წითელი წიგნი, მეორე გამოცემა 2017); (გ) პროექტის განხორციელებისას კონტრაქტორის მიერ ჩატარებული აქტივობების ყოვლისმომცველი ზედამხედველობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნახაზებთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებთან და კონტრაქტის შემადგენელ სხვა დოკუმენტებთან შესაბამისობა, ზედამხედველობასა და სამუშაოების შესრულებაში ხარისხის უზრუნველყოფის მაღალი სტანდარტებით; (დ) რეკომენდაციების მიცემა დამსაქმებლისთვის კონტრაქტების მართვასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე და დამსაქმებლისთვის დახმარების გაწევა  სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული ხარჯებით დასრულებისთვის.
  5. კონსულტანტი, მოსალოდნელია, რომ უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად 594 კაც-თვეს: 474 ძირითადი ექსპერტების და 120 არა-ძირითადი ექსპერტების. მომსახურების ხანგრძლივობა იქნება 56 თვე (მათ შორის 2 თვე პროექტის განხილვისთვის, 30 თვე მშენებლობის ზედამხედველობა, 24 თვე დეფექტების შეტყობინების პერიოდი). მომსახურების დაწყება მოსალოდნელია 2021 წლის მეორე კვარტალში.
  6. მეტი დეტალებისთვის, გთხოვთ იხილოთ დავალების ტექნიკური დავალება, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ ბმულზე:   

https://www.dropbox.com/sh/w2bnz622spyv4s2/AABek2Nz6Ay-cnaQXKgYH60Ma?dl=0

7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად ზემოხსენებული საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად. დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქვთ მოთხოვნილი კვალიფიკაცია და შესაბამისი გამოცდილება მომსახურების შესასრულებლად.

 

კონსულტანტის შერჩევისთვის განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ზოგადი გამოცდილება

 

გამოცდილება საგზაო ინფრასტრუქტრულ პროექტებში.

 

 

 

 

მსგავსი გამოცდილება

მინიმუმ 2 პროექტი, რომელთა მინიმალური ღირებულების 4 800 000 აშშ დოლარის ექვივალენტია, დაკავშირებულია მაგისტრალის/ ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობასთან (სარეაბილიტაციო პროექტების ზედამხედველობა არ განიხილება) შესრულებულია FIDIC წითელი წიგნის ან FIDIC MDB ჰარმონიზებული ვერსიის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და წარმატებით განხორციელდა 01.01.2013 წლიდან ინტერესთა გამოხატვის მიღების ბოლო ვადამდე, როგორც  მითითებულია მე-12 პუნქტში.

წარმოდგენილი პროექტი ან სრულად უნდა იყოს დასრულებული (საბოლოო გადახდის ჩათვლით) ან უნდა იყოს გაცემული სამუშაოების დასრულების სერტიფიკატი.

ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში:

-       ერთიანი სუბიექტი: უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნას;

-       ყველა პარტნიორი ერთობლივად: უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნას*

-       ერთობლივი საწარმოს თითოეული პარტნიორი: უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნის მინიმუმ  25 %-ს (მინიმუმ 1 მსგავსი პროექტი, მინიმალური ღირებულებით  4 800 000 აშშ დოლარის 25%, (ე.ი. 1 200 000 აშშ დოლარის ექვივალენტი),

-       ერთი პარტნიორი: არაა განსაზღვრული;

 

* ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში, მისი წევრების მიერ დადებული ხელშეკრულებების ღირებულება არ დაჯამდება იმის დასადგენად, დაკმაყოფილებულია თუ არა მსგავსი ხელშეკრულების მინიმალური ღირებულების მოთხოვნები. ამის ნაცვლად, თითოეული წევრის მიერ შესრულებული ცალკეული ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს მსგავსი ხელშეკრულების მოთხოვნების მინიმალურ ღირებულებას.

ძირითადი ექსპერტები მოკლე სიის ეტაპზე არ შეფასდებიან. საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი ცნობები და გამოიყენოს მოპოვებული ინფორმაცია შეფასების მიზნებისთვის.

8. დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის „შესყიდვების რეგულაციები სესხის ამღებთათვის“ 2016 წლის ივლისი, გადახედილი 2017 წლის ნოემბერსა და 2018 წლის აგვისტოში (შესყიდვების რეგულაციები) მე-2 ნაწილის 3.14, 3.16 და 3.17 პარაგრაფებს, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. დამატებით, გთხოვთ იხილოთ შემდეგი სპეციფიკური ინფორმაცია ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით ამ დავალებისთვის: კონსულტანტმა დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურება უნდა მიიღოს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს.

9. კონსულტანტებს შეუძლიათ ასოცირდნენ სხვა ფირმებთან მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მაგრამ უნდა მიუთითონ შესაბამის ფორმაში ამ ასოცირების სახე: ერთობლივი საწარმოს წევრი ან/და ქვე-კონსულტი. ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში, საწარმოს ყველა პარტნიორი უნდა იყოს ერთად და ცალცალკე  პასუხისმგებელი კონტრაქტის შესრულებაზე მათი შერჩევის შემთხვევაში. კომპანიის გამოცდილების შეფასებისას ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული. დავალების შესაბამის პროექტებში გამოცდილება უნდა იქნეს წარმოდგენილი სპეციალური ფორმის შესაბამისად, რომელიც ატვირთულია ტექნიკურ დავალებსთან ერთად.

10. კონსულტანტების შერჩევა მოხდება ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია შესყიდვების რეგულაციებით.

11. დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელ-ფოსტით: info@georoad.ge

12. ინტერესის გამოხატვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად  წარმოდგენილ უნდა იქნას ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმით ან ნაბეჭდი ვერსიის სახით ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2020 წლის 16 ნოემბრის 17:00 საათისა.

საკონტაქტო პირი: ლევან კუპატაშვილი

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ. ფოსტა: info@georoad.ge     

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: