ტენდერები

საქართველო

ჩრდილო-სამხრეთის დერეფანი (ქვეშეთი-კობის) გზის პროექტი

სესხი 3803-GEO 

კონტრაქტი: KKRP/CS/ICS-03

დავალების სახელწოდება: მრჩეველი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, გარემოსა და სოციალურ საკითხებში (საერთაშორისო ექსპერტი). 

საქართველომ აზიის განვითარების ბანკისაგან მიიღო დაფინანსება ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის (ქვეშეთი-კობის) გზის პროექტის განხორციელებისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყოდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.  

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატავად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: მრჩეველი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, გარემოსა და სოციალურ საკითხებში (საერთაშორისო ექსპერტი). 

დავალების ხანგრძლივობაა 18 თვე.

შერჩევა განხორციელდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად Procurement Regulations for ADB Borrowers, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: https://www.adb.org/sites/default/files/procurement-regulations-adb-borrowers.pdf.

ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იქნას ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის: https://selfservice.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=162888

მეშვეობით, არაუგვიანეს 2020 წლის 9 სექტემბრისა.  

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: