ტენდერები

სატენდერო მოწვევა

საქართველო

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტი (SLRP III)  

კონტრაქტის დასახელება: იმერეთისა და აჭარის რეგიონებში საავტომობილო გზებზე არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი სამუშაოები

სატენდერო მოწვევა: SLRP III/CW/NCB-37

1. საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე (SLRP III) პროექტისთვის.  აღნიშნული პროექტის  დანაზოგიდან გარკვეული თანხა გამოყენებული იქნება კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ასანაზღაურებლად. კონტრაქტის დასახელებაა: ,,იმერეთისა და აჭარის რეგიონებში საავტომობილო გზებზე არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი სამუშაოები“

 2. პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვემდებარეობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი სამუშაოების განხორციელების პერიოდია 3 თვე.

3. სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 5,082,655 ლარი ყველა გადასახადის, ბაჟის და სახელმწიფო მოსაკრებლის ჩათვლით. შეთავაზების ავტორმა უნდა წარმოადგინოს შეთავაზება არსებული საბაზრო ფასების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს შეთავაზებული სამუშაოების ფასწარმოქმნაზე.

4. პრეტენდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიარონ საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

ა. პრეტენდენტის მხრიდან წარმოდგენილ უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების (გარდა ავანსის თანხისა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს კონტრაქტის ფარგლებში) ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 1,695,000 ლარის ოდენობით, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების გამოკლებით (დამკვეთი იტოვებს უფლებას დააზუსტოს თუ საკრედიტო ხაზის შესახებ წარმოდგენილი წერილი იქნება ბანკის მხრიდან რაიმე პირობის გათვალისწინებით);

 ბ.  უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2017; 2018 და 2019) საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 5,082,655 ლარის ოდენობით, რომელიც დაითვლება მიმდინარე ან/და დასრულებული კონტრაქტებიდან მიღებული დადასტურებული გადახდებისგან, გაყოფილი 3 წელზე;

გ. ძირითადი კონტრაქტორის, ერთობლივი საწარმოს წევრის, მენეჯმენტ კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის ზოგადი სამშენებლო გამოცდილება უნდა მოიცავდეს ბოლო 3 წელს 2017 წლის 1 იანვრიდან; 

დ. ძირითადი კონტრაქტორის, ერთობლივი საწარმოს წევრის, მენეჯმენტ კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის სამშენებლო გამოცდილება უნდა მოიცავდეს 2017 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადამდე პერიოდში ერთ (1) საფარიანი გზის მშენებლობის/ რეკონსტრუქციის/ რეაბილიტაციის/ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების/ პერიოდული შეკეთების კონტრაქტს ღირებულებით არანაკლებ 4,066,000 ლარი ან ორ (2) საფარიანი გზის მშენებლობის ან რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის ან გზის უსაფრთხოების გაუმჯობესების ან პერიოდული შეკეთების კონტრაქტს თითოეულის ღირებულებით არანაკლებ 2,033,000 ლარი, რომლებიც წარმატებით განხორციელდა და არსებითად დასრულებულია (სამუშაოების 80% ან მეტი  დასრულებულია) და წინამდებარე სატენდერო მოწვევით გათვალისწინებული სამუშაოების ანალოგიურია;

ე. მინიმალური გამოცდილება შემდეგ ძირითად აქტივობებში:

•           2017 წლის 1 იანვრიდან განცხადების მიღების თარიღამდე 28 კმ ზღუდარის მოწყობის  სამუშაოები.

სატენდერო დოკუმენტების სრული პაკეტის ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმატით ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ.

  1. სატენდერო წინადადებები უნდა აიტვირთოს ელექტრონულად, 22.1 პუნქტის შესაბამისად. დაგვიანებით წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები არ დაიშვება. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა მითითებულია შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული პროცედურები არ ვრცელდება აღნიშნულ შესყიდვაზე.
  2. ტენდერში მონაწილეებმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა მიუთითონ ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. სატენდერო წინადადების ფასის არ მითითება ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში გამოიწვევს სატენდერო წინადადების დისკვალიფიკაციას.
  3. სატენდერო წინადადებების წარმოდგენა და ტენდერის გახსნა მოხდება ელექტრონულად საქართველოს სახელმწიფო ელექტრონული შესყიდვის სისტემის გამოყენებით, რომელშიც გარკვეული ცლილებები იქნა შეტანილი. საქართველოს სახელმწიფო ელექტრონული შესყიდვის სისტემაში შეტანილი ძირითადი ცლილებებია:

ა) ელექტრონული სარეზერვო აუქციონის 3 რაუნდი აღარ გამოიყენება. რაუნდები აღნიშნული შესყიდვისთვის არ გამოიყენება.

ბ) კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება ცხადდება ელექტრონული შესყიდვების სისტემაში, რაც ტენდერის მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას თავად წარმოადგინონ სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივი საბაზრო ფასებს და, აგრეთვე, გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ შემოთავაზებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრაზე.

გ) გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ სამუშაოების შესყიდვა ჩატარდება ეროვნული ტენდერის (NCB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშაოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი, განახლებული 2014 წლის ივლისში)”. გთხოვთ, ინფორმაციის დასაზუსტებლად შეკითხვები ატვირთოთ ელექტრონული შესყიდვების სისტემაში. ყველა შეკითხვის პასუხი ასევე აიტვირთება ელექტრონული შესყიდვების სისტემაში.

  1. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია ძალაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში. ერთობლივი საწარმოს მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს ინსტრუქციის 19.8 პუნქტს, რადგან ხსენებულ პუნქტთან შეუსაბამობა შესაძლოა სატენდერო წინადადების უარყოფის საფუძველი გახდეს.
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: