ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტი

სესხის/კრედიტის # IBRD 85470

პროექტის #: P149952

დავალების დასახელება: ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების დამოუკიდებელი აუდიტი

კონტრაქტის ნომერი: EWHCIP/CS/ICS-01

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს კონსულტანტის მიერ დამქირავებლის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემების დამოუკიდებელ აუდიტს. დავალების მიზანია, რომ (1) შეფასდეს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შერჩეული საგზაო/ავტომაგისტრალის ხელშეკრულებებში ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, (2) განისაზღვროს აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭირო რეკომენდაციები, (3) განისაზღვროს დამქირავებელის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში  ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების მონიტორიგის გასაუმჯობესებლად საჭირო რეკომენდაციები, (4) ხელი შეუწყოს დამქირავებლის თანამშრომლების ცნობიერების დონის ამაღლებას ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების საკითხებში. დავალების ხანგრძლივობაა 8 კვირა. დავალების მიმდინარეობისას კონსულტანტი უნდა იმყოფებოდეს საქართველოში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ ინდივიდუალურ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად ზემოხსენებული საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად.  

კორონავირუსთან (კოვიდ-19) დაკავშირებული სასაზღვრო შეზღუდვების გამო, დამქირავებელი გეგმავს ამჟამად საქართველოში მყოფი ადგილობრივი ან საერთაშორისო კონსულტანტის დაქირავებას.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება დავალებისთვის საჭირო კვალიფიკაცია და შესაბამისი გამოცდილება. კანდიდატების მოკლე ბიოგრაფია (CV) უნდა მოიცავდეს ზემოხსენებულ ინფორმაციას.

კონსულტანტის შერჩევისთვის განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამოქალაქო ინჟინრის, პროექტის მენეჯერის, ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების ან სხვა შესაბამის სფეროში ხარისხი/კვალიფიკაცია;
  • საგზაო და ავტომაგისტრალის პროექტებში, რომელიც მოიცავს დიდ ხიდებს და გვირაბებს, ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სისტემების შეფასების დადასტურებული ცოდნა და გამოცდილება;
  • ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილების სიღრმისეული ცოდნა;
  • შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის. 

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია მის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება მსოფლიო ბანკის “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპების” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში) შესაბამისად ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდის გამოყენებით.

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ იმეილზე: info@georoad.ge

ინტერესის გამოხატვა კონსულტანტის მოკლე ბიოგრაფიასთან (CV) ერთად დაბეჭდილი სახით ან ელექტრონული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2020 წლის 21 აგვისტოს, 17:00 საათისა.

საკონტაქტო პირი: ალექსანდრე თევდორაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ. ფოსტა: info@georoad.ge     

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

 

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: