ტენდერები

საქართველო

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი

სესხი: 3520-GEO

დავალების სახელწოდება: ბაკურციხე-წნორის გზის მონაკვეთის მშენებლობის ზედამხედველობა

BBRP/CS/QCBS-03

საქართველომ აზიის განვითარების ბანკისა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისაგან მიიღო დაფინანსება ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელებისათვის. აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების  გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოხსენებული კონტრაქტის ფარგლებში გადახდების განსახორციელებლად.

აზიის განვითარების ბანკი წარმოადგენს პროექტის წამყვან დამფინანსებელ პარტნიორს და ახორციელებს მის ადმინისტრირებას არსებული თანა-დამფინანსებლის სახელითაც. თანადამფინანსებლის (AIIB) წესდება ითვალისწინებს უნივერსალურ შესყიდვას და მასზე არ ვრცელდება შეზღუდვა მონაწილეთა ეროვნების მიხედვით. თუმცა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, თავი VII -ით გათვალისწინებული, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის ფირმები, რომელთა ქვეყანაშიც შემსყიდველის ქვეყნიდან აკრძალულია საქონლის იმპორტი, ან სამუშაოსა და მომსახურების კონტრაქტის გაფორმება ან პირთა მიმართ გადახდების განხორციელება აღნიშნული ქვეყნიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატავად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: ბაკურციხე-წნორის გზის მონაკვეთის მშენებლობის ზედამხედველობა

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 48 თვე. (24 თვე + 24 თვე დეფექტების შეტყობინების პერიოდი).  

შერჩევა განხორციელდება ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული  შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად Guidelines on The Use of Consultants by Asian Development Bank and Its Borrowers, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: http://www.adb.org/documents/guidelines-use-consultants-asian-development-bank-and-its-borrowers

ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იქნას ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის: https://selfservice.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=162068  მეშვეობით, არაუგვიანეს 2020 წლის 1 სექტემბრისა.    

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: