ტენდერები

სატენდერო მოწვევა

საქართველო

ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი (BARP)

დავალების სახელწოდება:  ბათუმი (ანგისა) – ახალციხის (შ-1) შიდასახელმწიფოებრივი გზის ხულო – ზარზმას მონაკვეთის (ლოტი 1 ხულო-გოდერძის უღელტეხილი კმ5+195 – კმ29+732; ლოტი 2 გოდერძის უღელტეხილი - ზარზმა კმ0+000 - კმ 17+380) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

სატენდერო მოწვევა: BARP/CW/ICB-01

  1. საქართველომ არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდისგან მიიღო დაფინანსება ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის პროექტისთვის, რომელიც გამოყენებული იქნება კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ასანაზღაურებლად. კონტრაქტის დასახელებაა „ბათუმი (ანგისა) – ახალციხის (შ-1) შიდასახელმწიფოებრივი გზის ხულო – ზარზმას მონაკვეთის (ლოტი I - ხულო-გოდერძის უღელტეხილი კმ5+195 – კმ29+732; ლოტი II - გოდერძის უღელტეხილი - ზარზმა კმ0+000 - კმ 17+380) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები„  
  2. პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. სამუშაოების განხორციელების პერიოდია 730 დღე.
  3. პრეტენდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიარონ საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

ა. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების (გარდა ავანსის თანხისა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს კონტრაქტის ფარგლებში) ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 2,800,000 აშშ დოლარის ოდენობით ლოტი I-სთვის, ხოლო 1,600,000 აშშ დოლარის ოდენობით ლოტი II-სთვის, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების გამოკლებით (დამკვეთი იტოვებს უფლებას დააზუსტოს თუ საკრედიტო ხაზის შესახებ წარმოდგენილი წერილი იქნება ბანკის მხრიდან რაიმე პირობის გათვალისწინებით);

ბ.  უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2017, 2018 და 2019) საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 11,200,000 აშშ დოლარის ოდენობით ლოტი I-ზე ხოლო, 6,500,000 აშშ დოლარის ოდენობით ლოტი II-ზე, რომელიც დაითვლება მიმდინარე ან/და დასრულებული კონტრაქტებიდან მიღებული დადასტურებული გადახდებისგან, გაყოფილი 3 წელზე;

გ. ძირითადი კონტრაქტორის, ერთობლივი საწარმოს წევრის, მენეჯმენტ კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის ზოგადი სამშენებლო გამოცდილება უნდა მოიცავდეს ბოლო 5 წელს 2015 წლის 1 იანვრიდან; 

დ. ძირითადი კონტრაქტორის, ერთობლივი საწარმოს წევრის, მენეჯმენტ კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის მიერ შესრულებული მსგავსი კონტრაქტების მინიმალური რაოდენობა, რომელიც წარმატებით და არსებითად დასრულებულია 2015 წლის 1-ლი იანვრიდან სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადამდე:

  • ლოტი I: ერთი (1) ხელშეკრულება ღირებულებით არანაკლებ 11,200,000 აშშ დოლარისა ან არაუმეტეს სამი (3) ხელშეკრულება ჯამური ღირებულებით არანაკლებ 13,500,000 აშშ დოლარისა, რომლებიც წარმატებით განხორციელდა და არსებითად დასრულებულია (სამუშაოების 80% ან მეტი  დასრულებულია) და წინამდებარე სატენდერო მოწვევით გათვალისწინებული სამუშაოების მსგავსია:
  • ლოტი II: ერთი (1) ხელშეკრულება ღირებულებით არანაკლებ 6,500,000 აშშ დოლარისა ან არაუმეტეს სამი (3) ხელშეკრულება ჯამური ღირებულებით არანაკლებ 7,800,000 აშშ დოლარისა, რომლებიც წარმატებით განხორციელდა და არსებითად დასრულებულია (სამუშაოების 80% ან მეტი  დასრულებულია) და წინამდებარე სატენდერო მოწვევით გათვალისწინებული სამუშაოების მსგავსია;

ე. ძირითადი კონტრაქტორის, ერთობლივი საწარმოს წევრის, ან ქვე-კონტრაქტორის მინიმალური სამშენებლო გამოცდილება შემდეგ ძირითად სამუშაოებში, რომლებიც შესრულებულია 2015 წლის 1-ლი იანვრიდან სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადამდე პერიოდში ნებისმიერი უწყვეტი 2 წლის განმავლობაში::

  • ლოტი I

1. 85,000 მ2  ასფალტის საფარის სამუშაოები;

2. ჯამურად 5,000 გრძივი მეტრისაყრდენი კედლების მოწყობის  სამუშაოები;

3. ჯამურად 700 გრძივი მეტრი მილების მოწყობის სამუშაოები.

  • ლოტი II

1. 60,000 მ2  ასფალტის საფარის სამუშაოები;

2. ჯამურად 650 გრძივი მეტრი საყრდენი კედლების მოწყობის   სამუშაოები;

3. ჯამურად 550 გრძივი მეტრი მილების მოწყობა.

სატენდერო დოკუმენტაციის სრული პაკეტის ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმატით გამოთხოვა შესაძლებელია უფასოდ.

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ - 2020 წლის 10 აპრილის 15:00 საათამდე. დაგვიანებით წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები არ განიხილება.

ტენდერის გახსნა მოხდება: 2020 წლის 10 აპრილს 15:15 საათზე. 

დამკვეთის მისამართი: საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ალ. ყაზბეგის გამზირი 12, 0160 თბილისი, საქართველო.

ლევან კუპატაშვილი,

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი 12

ქალაქი: თბილისი 0160  

ქვეყანა: საქართველო

ელ. ფოსტა: info@georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: