ტენდერები

საქართველო 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი

სესხის # 3861-GEO

დავალების სახელწოდება: განსახლების გარე მონიტორინგის კონსულტანტი

საიდენტიფიკაციო # SAPR/CS/ICS-01

საქართველომ აზიის განვითარების ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად. 

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: განსახლების გარე მონიტორინგის კონსულტანტი.

დავალების მიზანია:

(i) განსახლების პროცესის წინასწარ დამტკიცებული განსახლების გეგმის (სამოქმედო გეგმებისა და გეგმის დანართების ჩათვლით) შესაბამისად განხორციელების კონტროლი;

(ii) ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მათი საცხოვრებელი პირობებისა და სტანდარტების აღდგენის უზრუნველყოფა;

(iii) პროექტის მოწყვლად ჯგუფებზე ზეგავლენის განხილვა და მისი სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება;

(iv) საჯარო კონსულტაციების და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ეფექტურობის შეფასება და საჩივრებზე რეაგირების პროცესის მართვა.

დავალების მიზნების მისაღწევად განსახლების გარე მონიტორინგის კონსულტანტი განახორციელებს შემდეგს:

(i) ყველა საკომპენსაციო შემთხვევის განხილვა და ყველა ზეგავლენის ქვეშ მყოფი პირის განსახლების გეგმასა და ამ პირებთან გაფორმებულ კონტრაქტებში ასახული თანხების შესაბამისად კომპენსირების კონტროლი;

(ii) გაცემული კომპენსაციების ადეკვატურობისა და ზეგავლენის ქვეშ არსებული პირების საცხოვრებელი პირობების, შემოსავლებისა და ცხოვრების დონის განხილვა;

(iii) ზეგავლენის ქვეშ არსებული პირების (განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების) კონსულტირების ადეკვატურობისა და ეფექტურობის შეფასება საჩივრების განხილვის პროცედურისა და ამ პირების უფლებების დაცვის ადეკვატურობისა და ეფექტურობის ჩათვლით.

(iv)  განსახლების გეგმის საჯარო განხილვის და ამ პროცესის განსახლების გეგმის შესაბამისად წარმართვის, ისევე როგორც, ზეგავლენის ქვეშ არსებული პირების საინფორმაციო კამპანიით კმაყოფილების დონის შეფასება;

(v) ზეგავლენის ქვეშ არსებული პირების კმაყოფილების დონის შეფასება ველზე 30%-იანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც ასევე მოიცავს განსახლების მიზნების მიღწევის შეფასებასაც;

(vi) 30%-იანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ზეგავლენის ქვეშ არსებული პირების მიერ დარეგისტრირებული საჩივრებისა და მათზე რეაგირების პროცესის კვლევა განსახლების გეგმის დებულებების შესაბამისად;

(vii) ლეგალიზაციის პროცესის განხილვა და მისი ეფექტურობის შეფასება;

(viii) მკვეთრი ზეგავლენის ქვეშ მყოფი და მოწყვლადი პირების რეაბილიტაციის პროგრამის შეფასება;

(ix) მიღებული გამოცდილების, რეკომენდაციებისა და გაუმჯობესების ღონისძიებების აღწერა და საბოლოო ჯამში, განსახლების გეგმის განხორციელების პროცესის შეფასება.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 3 თვე.

დაინტერესებულმა კონსულტანტები კონკურსში მონაწილეობის მიზნით უნდა გადავიდნენ შემდეგ ლინქზე: https://selfservice.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=157965

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდით აზიის განვითარების ბანკის „შესყიდვების რეგულაციების“ მიხედვით.  

კონსულტანტისათვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

- მოწინავე ხარისხი სოციოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერებების, იურიდიულ, გეოგრაფიულ, ურბანული დაგეგმარების, საინჟინრო, მიწის მართვის ან მსგავს სპეციალობაში.

-  არანაკლებ 3 (უმჯობესია 5 წელი) წლის გამოცდილება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახლების გეგმების განხორციელებაში, რაც მოიცავს გზების რეაბილიტაციის ან რეკონსტრუქციის პროექტებს (კატეგორია ა - არანებაყოფლობითი განსახლება დადგენილი აზიის განვითარების ბანკის/მსოფლიო ბანკის მიერ);

-  გამოცდილება განსახლების პროცესის გარე მონიტორინგში განვითარების პროექტებისთვის;

-  აზიის განვითარების ბანკის  უსაფრთხოების პოლიტიკის დებულების 2009 წ (Safeguard Policy Statement 2009) და მსოფლიო ბანკის არანებაყოფლობითი განსახლების პოლიტიკის (Involuntary Resettlement Policy (OP 4.12)) ცოდნა;

-  საქართელოს მიწის ადმინისტრაციული/მართვის კანონმდებლობის, რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნა;

-  ქართული და ინგლისური ენების (ზეპირი და წერილობითი) კარგი ცოდნა და კომუნიკაციის კარგი უნარი;

- საზოგადოებასთან პირდაპირი მუშაობის გამოცდილება და მონაწილეობრივი მეთოდებისა და საკონსულტაციო პრაქტიკების ცოდნა;

- კომპიუტერის ცოდნა: სტანდრტული აპლიკაციების ცოდნა Word, Excel და ელექტრონული ფოსტის გამოყენების ცოდნის ჩათვლით.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: