ტენდერები

სატენდერო მოწვევა 

დამკვეთი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

პროექტის დაფინანსება: მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა

კონტრაქტის სახელი: გურიის რეგიონში გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის (OPRC) ფარგლებში

ქვეყანა: საქართველო

სესხის ნომერი: IBRD 8599-GE

პროექტის დასახელება: შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP)

პროექტის ნომერი: P149953

სატენდერო მოწვევა: No:SRAMP/CW/ICB-01


გურიის რეგიონში გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის (OPRC) ფარგლებში


1.  საქართველოს მთავრობამ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება კონტრაქტის - ,,გურიის რეგიონში გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის (OPRC) ფარგლებში“ სამუშაოების ასანაზღაურებლად.


2. პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. 

3. სამუშაოების შესყიდვა ჩატარდება საერთაშორისო ტენდერის (ICB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშაოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი, განახლებული 2014 წლის ივლისში)”. გთხოვთ, ინფორმაციის დასაზუსტებლად შეკითხვები ატვირთოთ შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. ყველა შეკითხვის პასუხი ასევე აიტვირთება შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

4. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს   120,600,321.34 ლარს ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებელის ჩათვლით, როგორც ეს წარმოდგენილია სატენდერო დოკუმენტაციის ტენდერში მონაწილეთათვის განკუთვნილი   ინსტრუქციის 14.7 ქვეთავში. თუმცა, ტენდერში მონაწილის პასუხმისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივი საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ღირებულებაზე.  სამუშაოების განხორციელების პერიოდია 5 წელი.

5. სატენდერო დოკუმენტების სრული პაკეტის ინგლისურ  ენაზე ელექტრონული ფორმატით ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ შემდეგ ბმულზე:  https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=310685&lang=en

6. სატენდერო წინადადებები უნდა აიტვირთოს ელექტრონულად, 22.1 პუნქტის შესაბამისად. დაგვიანებით წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები არ დაიშვება. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა მითითებულია შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული პროცედურები არ ვრცელდება აღნიშნულ შესყიდვაზე. სატენდერო წინადადებების გახსნის ოქმი აიტვირთება სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

7. პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიაროს საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

ა. ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში  და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; ყველა მიმდინარე სასამართლო/საარბიტრაჟო პროცესი არ უნდა წარმოადგენდეს პრეტენდენტის წმინდა ღირებულების ოც პროცენტზე მეტს (20%), ამავდროულად ყველა მიმდინარე დავა ჩაითვლება როგორც გადაწყვეტილი პრეტენდენტის წინააღმდეგ.

ბ. უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში (2014, 2015, 2016, 2017 და 2018) მინიმალური საშუალო წლიური ბრუნვა 3,600,000 (სამი მილიონ ექვსასი ათასი) აშშ. დოლარის ოდენობით, რომელიც დაითვლება მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ფარგლებში მიღებული გადახდებიდან;

გ. ლიკვიდური აქტივები და/ან საკრედიტო საშუალებები, სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და ნებისმიერი სახის წინასწარი გადახდების გამოკლებით,  უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2,300,000 (ორი მილიონ სამასი ათასი) აშშ დოლარს. 

დ. ერთობლივი საწარმოს წევრის, კონტრაქტორის, მენეჯმენტ-კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის სახით ზოგადი გამოცდილება  უკანასკნელი ხუთი (5) წლის განმავლობაში (2014, 2015, 2016, 2017 და 2018) თითოეულ წელს არანაკლებ 9 თვის აქტივობით. 

ე. ერთობლივი საწარმოს წევრის, კონტრაქტორის, მენეჯმენტ კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის სახით მონაწილეობის მიღება მინიმუმ ერთი (1) გზის რეაბილიტაციის ან რეკონსტრუქციის ან მშენებლობის  კონტრაქტში უკანასკნელი ხუთი (5) წლის განმავლობაში (2014, 2015, 2016, 2017 და 2018), ღირებულებით არანაკლებ 9,400,000 (ცხრა მილიონ ოთხასი ათასი) აშშ. დოლარი

ან

არაუმეტეს სამი (3) გზის რეაბილიტაციის ან რეკონსტრუქციის ან მშენებლობის  კონტრაქტში უკანასკნელი ხუთი (5) წლის განმავლობაში (2014, 2015, 2016, 2017 და 2018) ჯამური ღირებულებით არანაკლებ 9,400,000 (ცხრა მილიონ ოთხასი ათასი) აშშ. დოლარი, სადაც 1-ის (ერთი) ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4,400,000 (ოთხი მილიონ ოთხასი ათასი) აშშ. დოლარს, რომლებიც წარმატებით განხორციელდა და ძირითადად დასრულდა და წინამდებარე სატენდერო მოწვევით გათვალისწინებული სამუშაოების და მომსახურების ანალოგიურია.

ვ. მინიმალური გამოცდილება შემდეგ ძირითად აქტივობებში:

  • 100,000 მ2 გზის ასფალტის საფარის სამუშაოები უკანასკნელი 5 წლიდან (2014, 2015, 2016, 2017 და 2018) რომელიმე ერთი წლის განმავლობაში;

8. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია თანხით 2,400,000 ლარი (ორი მილიონ ოთხასი ათასი). იმ შეთხვევაში, თუ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილია სხვა ვალუტაში, გათვალისწინებული უნდა იქნას წინადადების წარმოდგენის ბოლო თარიღამდე 28 დღით ადრე, საქარველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე www.nbg.ge მითითებული გაცვლითი კურსი.  სატენდერო წინადადების  უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დედანი უნდა იქნას წარმოდგენილი  სატენდერო წინადადებების წარმოდგენის თარიღის გასვლიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში შემდეგ მისამართზე:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -  საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი წერეთელი

მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი N12, 0160 თბილისი, საქართველო

ქალაქი: თბილისი

საფოსტო ინდექსი: 0160

ქეყანა: საქართველო

შენიშვნა: დაგვიანებულად წარმოდგენილი  სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია  სატენდერო წინადადების უარყოფის საფუძველია.

9. თანხმლები ინფორმაცია:

  • შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ინსტრუქციები შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=hQak4jPorj4&feature=youtu.be
  • შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში  ინსტრუქციები ტენდერში მონაწილეთათვის შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9O3W8_WiDgg&feature=youtu.be
  • შესაბამისი სახელმძღვანელოები შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://procurement.gov.ge/ELibrary/Manuals.aspx?lang=en-US

 

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: