ტენდერები

საქართველო

ჩრდილო-სამხრეთის დერეფანი (ქვეშეთი-კობის) გზის პროექტი

სესხის No: 51257-001 GEO

კონტრაქტი: KKRP/CS/ICS-01

დავალების სახელწოდება: მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის გარე მონიტორინგის ადგილობრივი სპეციალისტი

(განმეორებითი გამოცხადება)

საქართველომ აზიის განვითარების ბანკისაგან მოითხოვა დაფინანსება ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის (ქვეშეთი-კობის) გზის პროექტის განხორციელებისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყოდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატავად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის გარე მონიტორინგის ადგილობრივი სპეციალისტი

დავალების ხანგრძლივობაა 12 თვე.

შერჩევა განხორციელდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად Procurement Regulations for ADB Borrowers, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: https://www.adb.org/sites/default/files/procurement-regulations-adb-borrowers.pdf.

ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იქნას ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის: https://selfservice.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=152749

მეშვეობით, არაუგვიანეს 2019 წლის 7 ივლისისა.  

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: