საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტენდერები

საქართველო

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის

(შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი F4) გაუმჯობესების პროექტი

დავალების სახელწოდება:

E-60 ავტომაგისტრალის F4 შორაპანი-არგვეთას გზის მონაკვეთის

მშენებლობის ზედამხედველობა

# SARP/CS/QCBS-01

საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან მიიღებს დაფინანსებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის) გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებულ იქნება მოცემული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების  და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებალად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: „E-60 ავტომაგისტრალის F4 შორაპანი-არგვეთას გზის მონაკვეთის მშენებლობის ზედამხედველობა“.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობა: 60 თვე

შერჩევა განხორციელდება ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით „Procurement Regulations for ADB Borrowers“ (რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: https://www.adb.org/documents/procurement-regulations-adb-borrowers).

ინტერესის გამოხატვა შესაძლებელია აზიის განვითარების ბანკის საკონსულტაციო მართვის სისტემის მეშვეობით (ADB Consultant Management System) შემდეგ ბმულზე: https://selfservice.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=152270

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: