ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო 

შიდასახელმწიფოებრივი  და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი (SLRP II)

კრედიტი No. 5078-GE 

სესხის No. 8143-GE

პროექტის No. P122204

დავალების სახელწოდება: კახეთის რეგიონში არსებულ გზებზე ზეგავლენის შეფასების კვლევა შედეგსა და შესრულებაზე დაფუძვნებული კონტრაქტის (OPRC) ფარგლებში

კონტრაქტი/ RFP No:  SLRPII/CS/CQS-08

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება „შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მეორე პროექტისთვის“. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (შემდგომში „კონსულტანტები“) ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: „კახეთის რეგიონში არსებულ გზებზე ზეგავლენის შეფასების კვლევა შედეგსა და შესრულებაზე დაფუძვნებული კონტრაქტის (OPRC) ფარგლებში“. 

დავალების მიზანია შედეგსა და შესრულებაზე  დაფუძვნებული კახეთის გზის რეაბილიტაციის კონტრაქტის ფარგლებში, გზის მომხმარებელთა შეფასება, კომფორტულობის, კეთილმოწყობის, უსაფრთხოების და საიმედოობის დონის განსაზღვრის მიზნით.

კვლევის მიზანია:

-         გზების სხვადასხვა მომხმარებელთა მოსაზრებების გამოვლენა მომსახურების  დონეზე;

-         მათი მოსაზრებების დოკუმენტებში ასახვა, რომელიც მოსახერხებელი იქნება შემდგომი შედარებისთვის; და

-         კვლევის შედეგის წარდგენა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მმართველი გუნდისთვის და საზოგადოებისათვის. 

კვლევა ჩატარდება ორ ეტაპად: 1. გზის მომხმარებელთა შეფასება კომფორტულობის, კეთილმოწყობის, უსაფრთხოების და საიმედოობის დონის განსაზღვრის მიზნით იმ გზებზე, რომლებსაც იყენებენ ან რომლის გასწვრივაც არიან მაცხოვრებლები კონტრაქტის დაწყებამდე  - აპრილი, 2016 წელი. 2. გზების მომხმარებელთა აღქმის კვლევა კონტრაქტის დაწყების შემდგომ.

მომსახურება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • დეტალური ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავება, მათ შორის, საგზაო მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსის, სტრატეგიის და კვლევის ვადების განსაზღვრა;
  •  კითხვარების მომზადება კვლევისთვის,  მათი გამოცდა და ადგილობრივ დამკვირვებელთა მომზადება; და
  • პროექტის განხორციელების და კონტროლის არეალში გზების მომხმარებელთა შეხედულებების გამოკვლევა  შემუშავებული ჩარჩო-დოკუმენტის მეშვეობით და კვლევის შედეგების წარმოდგენა ანგარიშის სახით.

აღნიშნული მომსახურების ტექნიკური დავალება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://www.dropbox.com/sh/1i0yofk2cwyd8rc/AABD80npYFvx7-kHTvMp034Ma?dl=0

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რომ მათ აქვთ საჭირო გამოცდილება ზემოაღნიშნული მომსახურების უზრუნველსაყოფად. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ: პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილებით, კომპანიის ზოგადი პერსონალის შესაძლებლობებით, კორპორატიული პროფილით.

მოკლე სიაში შეყვანის კრიტერიუმებია:

  • კომპანიის ზოგადი გამოცდილება
  • მსგავსი გამოცდილება -  მსგავსი დაველებების (ზემოქმედების შეფასება და / ან საბაზისო კვლევები და/ან შედეგების კვლევები) განხორციელების გამოცდილება ინფრასტრუქტურულ პროექტებში ბოლო 5 წლის განმავლობაში (2014 წელს შესრულებული ან/და მას შემდეგ დასრულებული) 

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 80 დღე.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – „მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში („კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.          

კონსულტანტებს კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით შეუძლიათ გაერთიანდნენ (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე). ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე

www.georoad.ge შემდეგ ბმულზე: http://www.georoad.ge/?lang=eng&act=tenders&func=menu&uid=1490604057

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება კონსულტანტის კვალიფიკაციის საფუძველზე (CQS მეთოდი)  მსოფლიო ბანკის შესყიდვის სახელმძღვანელოში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში).            

ინტერესის გამოხატვის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2019 წლის 14 მარტი 17:00 საათისა.

სახელი: გიორგი წერეთელი

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი 0160, საქართველო

ელ.ფოსტა: info@georoad.ge  

ვებ–გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: