ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი

სესხის # 3715-GEO

პროექტის # 49257-001

დავალების სახელწოდება: განსახლების გარე მონიტორინგის კონსულტანტი

საიდენტიფიკაციო # KUPR/CS/ICS-01

საქართველომ აზიის განვითარების ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად. 

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: განსახლების გარე მონიტორინგის კონსულტანტი.

დავალების მიზანია:

  • განსახლების პროცესის წინასწარ დამტკიცებული განსახლების გეგმის (სამოქმედო გეგმებისა და გეგმის დანართების ჩათვლით) შესაბამისად განხორციელების კონტროლი;
  • ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მათი საცხოვრებელი პირობებისა და სტანდარტების აღდგენის უზრუნველყოფა;
  • პროექტის მოწყვლად ჯგუფებზე ზეგავლენის განხილვა და მისი სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება;
  • საჯარო კონსულტაციების და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ეფექტურობის შეფასება და საჩივრებზე რეაგირების პროცესის მართვა.

დავალების მიზნების მისაღწევად განსახლების გარე მონიტორინგის კონსულტანტი განახორციელებს შემდეგს:

  • ყველა საკომპენსაციო შემთხვევის განხილვა და ყველა ზეგავლენის ქვეშ მყოფი პირის განსახლების გეგმასა და ამ პირებთან გაფორმებულ კონტრაქტებში ასახული თანხების შესაბამისად კომპენსირების კონტროლი;
  • გაცემული კომპენსაციების ადეკვატურობისა და ზეგავლენის ქვეშ არსებული პირების საცხოვრებელი პირობების, შემოსავლებისა და ცხოვრების დონის განხილვა;
  • ზეგავლენის ქვეშ არსებული პირების (განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების) კონსულტირების ადეკვატურობისა და ეფექტურობის შეფასება საჩივრების განხილვის პროცედურისა და ამ პირების უფლებების დაცვის ადეკვატურობისა და ეფექტურობის ჩათვლით.
  • განსახლების გეგმის საჯარო განხილვის და ამ პროცესის განსახლების გეგმის შესაბამისად წარმართვის, ისევე როგორც, ზეგავლენის ქვეშ არსებული პირების საინფორმაციო კამპანიით კმაყოფილების დონის შეფასება;
  • ზეგავლენის ქვეშ არსებული პირების კმაყოფილების დონის შეფასება ველზე 30%-იანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც ასევე მოიცავს განსახლების მიზნების მიღწევის შეფასებასაც;
  • 30%-იანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ზეგავლენის ქვეშ არსებული პირების მიერ დარეგისტრირებული საჩივრებისა და მათზე რეაგირების პროცესის კვლევა განსახლების გეგმის დებულებების შესაბამისად;
  • ლეგალიზაციის პროცესის განხილვა და მისი ეფექტურობის შეფასება;
  • მკვეთრი ზეგავლენის ქვეშ მყოფი და მოწყვლადი პირების რეაბილიტაციის პროგრამის შეფასება;
  • მიღებული გამოცდილების, რეკომენდაციებისა და გაუმჯობესების ღონისძიებების აღწერა და საბოლოო ჯამში, განსახლების გეგმის განხორციელების პროცესის შეფასება.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 3 თვე.

დაინტერესებულმა კონსულტანტები კონკურსში მონაწილეობის მიზნით უნდა გადავიდნენ შემდეგ ლინქზე: https://selfservice.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=148321

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდით აზიის განვითარების ბანკის „შესყიდვების რეგულაციების“ მიხედვით.  

კონსულტანტისათვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • მოწინავე ხარისხი სოციოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერებების, იურიდიულ, გეოგრაფიულ, ურბანული დაგეგმარების, საინჟინრო, მიწის მართვის ან მსგავს სპეციალობაში.
  • არანაკლებ 3 (უმჯობესია 5 წელი) წლის გამოცდილება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახლების გეგმების განხორციელებაში, რაც მოიცავს გზების რეაბილიტაციის ან რეკონსტრუქციის პროექტებს (კატეგორია ა - არანებაყოფლობითი განსახლება დადგენილი აზიის განვითარების ბანკის/მსოფლიო ბანკის მიერ);
  • გამოცდილება განსახლების პროცესის გარე მონიტორინგში განვითარების პროექტებისთვის;
  • აზიის განვითარების ბანკის  უსაფრთხოების პოლიტიკის დებულების 2009 წ (Safeguard Policy Statement 2009) და მსოფლიო ბანკის არანებაყოფლობითი განსახლების პოლიტიკის (Involuntary Resettlement Policy (OP 4.12)) ცოდნა;
  • საქართელოს მიწის ადმინისტრაციული/მართვის კანონმდებლობის, რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების (ზეპირი და წერილობითი) კარგი ცოდნა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • საზოგადოებასთან პირდაპირი მუშაობის გამოცდილება და მონაწილეობრივი მეთოდებისა და საკონსულტაციო პრაქტიკების ცოდნა;
  • კომპიუტერის ცოდნა: სტანდრტული აპლიკაციების ცოდნა Word, Excel და ელექტრონული ფოსტის გამოყენების ცოდნის ჩათვლით.
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: