ტენდერები

განაცხადი მომსახურების შესყიდვის შესახებ 

მოთხოვნა ინტერესის გამოხატვის შესახებ 

(საიდენტიფიკაციო კოდი: GTC/CS/ICS-04) 

პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტი 

 

დაფინანსების წყარო:

საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი

FI N °86.379

Serapis N° 2016-0404

დამკვეთი ორგანო: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 

ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესახებ 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა. დეპარტამენტის პასუხისმგებლობაში შედის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების მართვა და ადმინისტრირება.

 

პროექტის აღწერილობა 

“საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი” (GTC) მოიცავს საქართველოს საგზაო ქსელის დაახლოებით 250 კმ სიგრძის ძირითადი და შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობას და რეაბილიტაციას, რომელიც დაფინანსდება ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივი საგზაო კავშირები. Aათი ინდივიდუალური სქემა იქნა წინასწარ იდენტიფიცირებული, რომლებიც ჩართულია სესხის ფარგლებში და რომელთაგან შვიდის დაფინანსება შემოთავაზებულიაEEევროპის საინვესტიციო ბანკისთვის (EIB). საავტომობილო გზების დეპარტამენტს აქვს საერთო პასუხისმგებლობა ამ პროექტების განხორციელებაზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს რომ სესხის ნაწილი გამოიყენოს პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტის (შემდგომში “კონსულტანტი”) მომსახურების დასაფინანსებლად იმისათვის, რომ გაზარდოს შესყიდვების, კონტრაქტ მენეჯმენტის, მონიტორინგის და შეფასების ეფექტურობა და ეფექტიანობა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებულ Gთჩ პროექტზე.

დავალების სავარაუდო ხანგძლივობაა 1 წელი, კონტრაქტის ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია 1 წლის ვადით.

კონსულტანატის მოვალებები:

  • ზედამხედველობის ინჟინრის მიერ წარდგენილი ანგარიშების და სხვა მსგავსი ინფორმაციის სისტემატიური შეგროვება;
  • ზედამხედველი ინჟინრის მიერ წარდგენილი ანგარიშების რეესტრის წარმოება;
  • ინჟინრის და კონტრაქტორის მეირ წარმოდგენილი ინფორმაციის შეჯამება და ანალიზი, დამკვეთისთვის წარსადგენად;
  • მონიტორინგის აქტივობების ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
  • მონიტორინგის შედეგების მიხედვით ზედამხედველისთვის შედეგების შეტყობინება;
  • ხელშეკრულების ცვლილებების მომზადება;
  • მისაღები დოკუმენტაციის მოწოდების მონიტორინგი;
  • ჩამორიცხვების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციის მომზადება;
  • დეპარტამენტის დახმარება ჩამორიცხვების პროცედურებში.

პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტი პასუხისმგებელი იქნება კვარტალური და დასრულების ანგარიშების მომზადებაზე, რომლებიც უნდა ფარავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • ტექნიკური აღწერილობა, არსებითი ცვლილებების შედარება სამუშაოების საწყის მოცულობასთან, ასევე მიზეზები რაიმე ცვლილების შესახებ;
  • პროექტის თვითოეული ძირითადი კომპონენტის დასრულების ვადის შესახებ ინფორმაციის განახლება, მათ შორის მიზეზები შესაძლო დაგვიანების შესახებ;
  • პროექტის ღირებულების შესახებ ინფორმაციის განახლება, მათ შორის მიზეზები ფასის შესაძლო გაზრდაზე საწყის ღირებულებასთან მიმართებით;
  • განსახლებასთან დაკავშირებული აქტივობები;
  • ფინანსური საკითხები;
  • გარემოზე ზემოქმედების ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის აღწერა;
  • შესყიდვების პროცედურების განახლება (ევროკარვშირის ფარგლებს გარეთ);
  • პროექტის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის განახლება და კომენტარები;
  • ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი რაც მოხდა და ნებისმიერი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პროექტის მიმდინარეობაზე.
  • ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს პროექტთან მიმართებით;

ზემოხსენებული ანგარიშების მომზადებისას, პროექტის განმახორციელებელმა კონსულტანმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან  და ანგარიშვალდებული  იქნება თავნჯდომარის მოადგილის წინაშე.

პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტი პასუხისმგებელი იქნება EIB–ს მიერ დაფინანსებული Gთჩ პროექტის ფარგლებში შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით დეპარტამენტის დახმარებაზე. ყველა სახის შესყიდვა უნდა განხორციელდეს EIB –ს შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით. პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტი ვალდებულია დეპარტამენტს დახმარება გაუწიოს ყველა სახის საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვების პროცედურებში. კერძოდ:

•     უნდა უზრუნველყოს, რომ შესყიდვები განხორციელდება ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით;

•     მოამზადოს შესყიდვების განაცხადები;

•     განიხილოს და დაამტკიცოს სატენდერო დოკუმენტაცია;

•     სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ბანკიდან შესაბამისი დამტკიცების მიღება;

•     შესყიდვების გრაფიკის მომზადება და შენარჩუნება;

•     ზედამხედველობა გაუწიოს სატენდერო წინადადებების მონიტორინგს და შეფასებას;

•     საჭიროების მიხედვით მასალების და მანქანა მექანიზმების შესყიდვების განხორციელება;

•     სატენდერო წინადადებების შეფასების ანგარიშის მომზადება;

•     სატენდერო დოკუმენტაციის დაგზავნა;

პროექტების განმახორციელებელი კონსულტანტი იქნება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გუნდის წევრი და იმუშავებს სხვადასხვა სამსახურთან, რათა დაეხმაროს მათ შესყიდვების, მონიტორინგის და მენეჯმენტის სისტემების დეტალებში გასარკვევად.

პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტის აქტივობები ასევე უნდა მოიცავდეს E EIB B-ს მისიების დახმარებას და სხვა.

სავარუადო ბიუჯეტი გადასახადების გარეშე, ხელფასისა და ანაზღაურებადი ხარჯების ჩათვლით: 36,000 ევრო (ოცდათექვსმეტი ათასი)

შერჩევის პროცესში გამოყენებული იქნება ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელო-  GUIDE TO PROCUREMENT for projects financed by the EIB Updated version of June 2011.

შერჩევაში მონაწილეობის მიღების უფლება განისაზღვრება ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოსა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება. კანდიდატების CV - ები უნდა მოიცავდეს პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოცდილებას.

დავალების მოსალოდნელი დაწების თარიღია 2019 წლის იანვარი და მისი ხანგრძლივობა კი 1 წელი. იმ შემთხვევაში თუ იქნება დამკვეთის მხრიდან აღნიშნული პოზიციის შემდგომი საჭიროება და კონსულტანტის მხრიდან დამაკმაყოფილებელი მუშაობის შედეგი, კონტრაქტი შესაძლოა გაგრძელდეს მომდევნო 1 წლის ვადით.

შერჩევის პროცესი:

ინდივიდუალური კონსულტანტი იქნება შერჩეული მათი გამოცდილების, კვალიფიკაციის და შესაძლებლობების საფუძველზე. კანდიდატები წარმოადგენენ თავფურცელს და CV -ს რომელსაც დამკვეთი შეაფასებს შემდგები კრიტერიუმების თანახმად: განათლება და ენების ცოდნა (კი/არა კრიტერიუმი), ზოგადი გამოცდილება (20%), შესაბამისი ანალოგიური გამოცდილება (80%). შერჩევა განხორციელდება არანაკლედ სამი (3) კანდიდატის შედარების საფუძველზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებას იტოვებს გაესაუბროს კანდიდატებს რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამასთან, დეპარტამენტი უფლებამოსილია გადაამოწმოს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო ინფორმაცია და მიღებული ცნობები გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.

პირები, რომელთაც გააჩნიათ ქვემოთ მოცემული გამოცდილება და კვალიფიკაცია ჩაითვლებიან საუკეთესო კანდიდატებად. საკონტრაქტო მოლაპარაკებები, რომელზეც განხილული იქნება ხელფასი და სხვა ანაზღაუებადი ხარჯები, გაიმართება უმაღლესი ქულის მქონე კანდიდატთან. იმ შემთხვევაში, თუ საკონტრაქტო მოლაპარაკებები უმაღლესი შეფასების მქონე კონსულტანტთან ვერ მოხერხდა/ჩაიშალა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საკონტრაქტო მოლაპარაკებებს გამართავს შემდეგ, მეორე უმაღლესი ჯამური ქულის მქონე კანდიდატთან.

კონსულტანტის საკვალიფიკაციო კრიტერიუმები:

სავალდებულო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ხარისხი  სოციალურ მეცნიერებებში, სამართალში ან სხვა მსგავს დისციპლინებში;
  • ინგლისური და ქართული ენების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;

ზოგადი გამოცდილება:

  • არანაკლებ 8 წლისა;

სპეციფიური გამოცდილება:

  • არანაკლებ 5 წლის გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვაში;
  • არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების მართვაში;
  • არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება ანგარიშგებაში;
  • FIDIC MDB Harmonized contract - ზე მუშაობის გამოცდილება;
  • EIB -ს მიერ დაფინანსებულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ტრეინინგები პროექტების მართვაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების რეგულაციებზე და FIDIC-ის ტიპის კონტრაქტებზე.

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელ.ფოსტაზე: info@georoad.ge

თავფურცლისა და CV - ს წარდგენა უნდა მოხდეს ინგლისურ ენაზე დამკვეთ ორგანოსთან არა უგვიანეს 2018 წლის 26 დეკემბრისა, 15:00 საათზე ადგილობრივი დროით:

• გამოაგზავნეთ ელექტრონულად (ელექტრონული ფოსტით): 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ბატონი ლევან კუპატაშვილი, თავჯდომარის მოადგილე

ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge

• ან ხელზე ჩააბარეთ დამკვეთ ორგანოს (საფოსტო მომსახურებების ჩათვლით) მისამათზე:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ბატონი ლევან კუპატაშვილი, თავჯდომარის მოადგილე

საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის №12

შენიშვნა: მომსახურების შესახებ ინგლისურ და ქართულ განაცხადებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება განაცხადის ინგლისურ ვერსიას.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: