ტენდერები

საქართველო 

შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი ( SRAMP)

კრედიტი/სესხი IBRD 8599-GE

პროექტის No. P149953

დავალების სახელწოდება:  “შეფასება, დეტალური პროექტის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება რაჭის რეგიონში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგზაო ქსელის კლიმატური მდგრადობის ღონისძიებების (სამუშაოების) განსახორციელებლად“.

კონტრაქტი/ RFP No:  SRAMP/CS/CQS-04

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის“. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (შემდგომში „კონსულტანტები“) ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: “შეფასება, დეტალური პროექტის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება რაჭის რეგიონში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგზაო ქსელის კლიმატური მდგრადობის ღონისძიებების (სამუშაოების) განსახორციელებლად“. 

დავალების მიზანია რაჭის რეგიონში  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგზაო ქსელის კლიმატური პირობებით გამოწვეული შედეგების მიმართ მდგრადობის გაზრდა.

მსოფლიო ბანკმა Global Facility for Disaster Reduction and Recovery (GFDRR)-ის საგრანტო დაფინანსებით ჩაატარა კვლევა და მოამზადა სამუშაო პროგრამა რაჭის ადგილობრივი მნიშვნელობის საგზაო ქსელისთვის კლიმატური ცვლილებების შედეგებით გამოწვეული პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. ამ პროგრამის ნაწილი განხორციელდა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით. პროგრამის დარჩენილი ნაწილი განსაზღვრულია განცხორციელდეს და დაფინანსდეს მსოფლიო ბანკის „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის“ ფარგლებში.

კონსულტანტის მომსახურების სფერო მოიცავს შემდეგს: გადახედოს ჩატარებულ კვლევას, რომლის სახელია  „საქართველოს რაჭის რეგიონის საგზაო ქსელის კლიმატური მდგრადობის გაზრდა“ და მოამზადოს პრაქტიკული დეტალური გადაწყვეტილებები განსახორციელებლად. აღნიშნული გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს წყლის ნაკადების გადაკვეთისა და სადრენაჟო სისტემების ჰიდროლოგიურ კვლევასა და მოჭრილ ფერდობებსა და ყრილებში ნიადაგის ფენის გეოლოგიურ კვლევას, რათა განისაზღვროს სტაბილიზაციის მოთხოვნები და შეფასდეს ქვათა ცვენის რისკები.

აღნიშნული მომსახურების ტექნიკური დავალება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.dropbox.com/s/vd5mzjdy43g9t0s/TOR%20final.doc?dl=0 

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს: შესაბამისი გამოცდილება პროექტის ღონისძიებებთან მიმართებაში, ძირითადი პერსონალის კვალიფიკაცია, კორპორატიული პროფილი.

მოკლე სიაში შეყვანის კრიტერიუმებია:

  • ზოგადი გამოცდილება - დეტალური დიზაინის მომზადების გამოცდილება;
  • მსგავსი გამოცდილება - ბოლო 5 წლის განმავლობაში (2013 წელს  ან/და მას შემდეგ დასრულებული დავალებები) გზების რეაბილიტაციის, მდინარის ნაპირის გამაგრება, წყალდიდობის, მეწყრული ზონების, ქვათაცვენის და ფერდობის სტაბილიზაციის სამუშაოების დეტალური დიზაინის მომზადების გამოცდილება.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 180 დღე.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – „მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში („კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით შეუძლიათ გაერთიანდნენ (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე). ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე

www.georoad.ge შემდეგ ბმულზე: http://www.georoad.ge/?lang=eng&act=tenders&func=menu&uid=1490604057.

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება კონსულტანტის კვალიფიკაციის საფუძველზე (CQS მეთოდი)  მსოფლიო ბანკის შესყიდვის სახელმძღვანელოში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში).              

ინტერესის გამოხატვის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2018 წლის 23 ოქტომბრის 17:00 საათისა.

სახელი: გიორგი წერეთელი

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი 0160, საქართველო

ელ.ფოსტა: info@georoad.ge  

ვებ–გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: