ტენდერები

შეტყობინება მომსახურების შესყიდვის შესახებ

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

(Ⴑაიდენტიფიკაციო კოდი: GTC/CS/ICS-02)

საკონსულტაციო მომსახურება

გარე მონიტორინგის კონსულტანტი

დაფინანსების წყარო:

საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი 

FI N °86.379

Serapis N° 2016-0404

დამკვეთი ორგანო: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესახებ

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა. დეპარტამენტის პასუხისმგებლობაში შედის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების მართვა და ადმინისტრირება.

პროექტის აღწერილობა

ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და ეროვნული გზების მშენებლობის და რეაბილიტაციისთვის. საავტომობილო გზების დეპარტამენტს აქვს საერთო პასუხისმგებლობა ამ პროექტების განხორციელებაზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს რომ დაიქირავოს გარე მონიტორინგის კონსულტანტი ევროპის საინვესტიციო ბანკის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც მოითხოვს რომ განხორციელდეს გარე მონიტორინგი განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების (RAP) პარალელურად რაც დასრულდება განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელებითა და შესაბამისობის ანგარიშის მომზადებით. შესაბამისობის მისაღები ანგარიში წარმოადგენს სამუშაოების დაწყების პირობას.

მოცემული ფაზის განმავლობაში კონსულტანტი განახორციელებს  (1) წინასწარ კვლევას მეორე ფაზის აქტივობებისათვის საჭირო ინდიკატორებს დასადგენად და (2) მონიტორინგს გაუწევს განსახლების სამოქმედო გეგმების განხორციელებას. განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი მოიცავს შემდეგ დავალებებს: (ა) განსახლების სამოქმედო გეგმის/საინფორმაციო ბროშურის გასაჯაროვების განხილვა; (ბ) განმახორციელებლის აქტივობების განხილვა ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების კომპენსირების თაობაზე. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აღნიშნულის შესაბამისობას განსახლების გეგმით გათვალისწინებულ პროცედურებთან; (გ) კომპენსაციების ოდენობების განხილვა; (დ) გაფორმებული ხელშეკრულებების და განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით   გადამოწმება იმისა, განხორციელდა თუ  არა კომპენსაციების გადახდა  ზემოქმედების არეალში მოქცეული ყველა პირისათვის; (ე) შეფასდეს ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების კმაყოფილების ხარისხი საინფორმაციო კამპანიისა წარმართვისა და მათთვის შეთავაზებული კომპენსირების/რეაბილიტაციის პაკეტებთან მიმართებაში; (ვ) ლეგალიზაციის პროცესის განხილვა და მისი ეფექტიანობის შეფასება; (ზ) საჩივრების შემთხვევების განხილვა; (თ) ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების კმაყოფილების კვლევა აღნიშნული პირების 20%-ის შერჩევით.

ტექნიკური დავალების გადმოწერა შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ლინკიდან:

https://www.dropbox.com/s/ur8nv1fx1r96u6d/ToR-External%20Minitoring%20Consultant.docx?dl=0

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობა არის 12 თვე. ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო 12 თვის ვადით. აღნიშნული დამოკიდებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესზე.

გარე მონიტორინგის კონსულტანატის მოვალეობები:

(1)   კომპენსირების პროცესის ჩატარების შეფასება განსახლების პროცედურებით განსაზღვრულ პირობებთან მიმართებაში;

(2)   დადასტურება, იმისა რომ ზემოქმედების არეალში მოქცეულმა  ყველა პირმა მიიღო  ჩარჩოდოკუმენტსა და განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაცია;

(3)   საჩივრების შემთხვევების  და მათი გადაჭრის გზების  განხილვა;

(4)   სარეაბილიტაციო პროგრამის შეფასება ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოწყვლადი  პირებისათვის;

(5)   ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების კმაყოფილების ხარისხის შეფასება;

(6)   მიღებული მიგნებების  წარმოჩენა ისე რომ, აღნიშნული გამოცდილება გამოყენებული იყოს შემდეგ პროექტებში, და;

(7)   განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების  შეფასება და რეკომენდაციები ევროპის საინვესტიციო ბანკს სამშენებლო სამუშაოების დაწყების ნებართვის გაცემის უზრუნველყოფის მიზნით.

სავარუადო ბიუჯეტი გადასახადების გარეშე, ხელფასისა და ანაზღაურებადი ხარჯების ჩათვლით: 70,000 ლარი (სამოცდაათი ათასი ლარი)

შერჩევის პროცესში გამოყენებული იქნება ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელო- GUIDE TO PROCUREMENT for projects financed by the EIB Updated version of June 2011:

http://www.eib.org/attachments/strategies/procurement_en.pdf

შერჩევაში მონაწილეობის მიღების უფლება განისაზღვრება ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოსა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება. კანდიდატების CV- ები უნდა მოიცავდეს პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოცდილებას.

დავალების მოსალოდნელი დაწების თარიღია 2018 წლის ოქტომბერი.

შერჩევის პროცესი:

შერჩევა წარიმართება ტექნიკური და ფინანსური წინადადებების შეფასების საფუძველზე. ტექნიკურ წინადადებას ექნება მთლიანი ქულის 80%-ის წონა, ხოლო ფიანნსურს - 20%-ის წონა. გამარჯვებულად გამოცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს უმაღლეს კომბინირებულ ქულას. დეტალები მოცემულია ინგლისური განაცხადის ტექსტში.

კონსულტანტის საკვალიფიკაციო კრიტერიუმები - უნდა დაკმაყოფილდეს პრეტენდენტის მიერ CV-ში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე:

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) გარემოსდაცვით და სოციალურ უსაფრთხოების პოლიტიკის და მსოფლიო ბანკის არანებაყოფლობითი განსახლების პოლიტიკის (OP 4.12)  მოთხოვნების მიმართებაში მუშაობის გამოცდილება;
  • სამუშაო გამოცდილება საქართველოში მიწის ადმინისტრირება/მართვის კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან და სტანდარტებთან დაკავშირებით;
  • ინგლისური და ქართული ენების ძალიან კარგად ცოდნა;

ზოგადი გამოცდილება:

  • მინიმუმ 8 წლიანი ზოგადი გამოცდილება;

ანალოგიური გამოცდილება:

  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში განსახლების სამოქმემედო გეგმების/მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით, მათ შორის გზების რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის A კატეგორიის პროექტებისათვის, რომლებიც მომზადებულია WB ან/და WB/EIB-ის არანებაყოფლობითი განსახლებისათვის სტანდარტების მიხედვით;
  • სამშენებლო პროექტებისთვის განსახლების გარე მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების გამართვის და კონსულტაციის გაწევის გამოცდილება, განსაკუთრებით ფართო საზოგადოებასთან.

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელ.ფოსტაზე: info@georoad.ge

თავფურცლისა, CV- ს, ტექნიკური წინადადების და ფინანსური წინადადების (რომელიც უნდა იყოს მოთავსებული ცალკე კონვერტში) წარდგენა უნდა მოხდეს ინგლისურ ენაზე დამკვეთ ორგანოსთან არა უგვიანეს 2018 წლის 5 ოქტომბრისა, 15:00 საათზე ადგილობრივი დროით:

• ჩააბარეთ დამკვეთ ორგანოს (საფოსტო მომსახურებების ჩათვლით) მისამათზე:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 

ბატონი ლევან კუპატაშვილი, თავჯდომარის მოადგილე 

საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის №12

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: