ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო 

პროექტის დასახელება: შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი (SLRP II)

კრედიტი #5078-GE, სესხი #8143–GE

პროექტის ნომერი: P122204

დავალების სახელწოდება: პროექტების/კონტრაქტების მენეჯერის ასისტენტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზებისთვის

კონტრაქტის ნომერი: SLRPII/CS/ICS-06

საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის (SLRP II) განსახორციელებლად, რომლის მიზანია პროექტის გზებზე გადაადგილების ხარჯების შემცირება და მდგრადობის გაუმჯობესება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი არის პროექტის განმახორციელებელი უწყება და დამქირავებელი აღნიშნული დავალებისთვის. ტექნიკური დავალება აღწერს კონსულტანტის მიერ გასაწევ მომსახურებას, განსაზღვრავს დავალების მიზნებს, ძირითად პრინციპებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

ტექნიკური დავალება ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:    

https://www.dropbox.com/s/l0l5txm9gym70y5/ToR_SLRPII_CS_ICS-06-as%20issued.doc?dl=0

პროექტების/კონტრაქტების მენეჯერის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები იქნება  პროექტების/კონტრაქტების მენეჯერის დახმარება  (ა) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მეორე (SLRP-II), (ბ) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე (SLRP-III) და (გ) შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის (SRAMP) პროექტებში მიმდინარე საავტომობილო გზების სამშენებლო და საზედამხედველო კონტრაქტების მართვაში და მსოფლიო ბანკთან ანგარიშგებაში.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ მოკლე ბიოგრაფია (CV), რომელიც დაადასტურებს, რომ მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება ზემოხსენებული დავალების შესასრულებლად.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

-           კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიაში, მენეჯმენტში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში და/ან სამართალში;

-           სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო ინჟინერიაში, პროექტის მართვაში, და/ან შესყიდვებში;

-           სასურველია, კანდიდტს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში;

-           ქართული და ინგლისური ენების (C1) სრულყოფილი ცოდნა (წერა, კითხვა და მეტყველება);

-           პროფესიული და სპეციალიზებული კომპიუტერულ პროგრამებში, მათ შორის საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;

-           კომუნიკაბელურობა.

დავალების ხანგრძლივობა შეადგენს პერიოდს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 30 ივნისამდე (SLRP-II პროექტის დასრულებამდე), შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, (“კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის  მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება, 2011 წლის იანვარის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში http://www.worldbank.org/en/projects-operations/products-and-services/brief/procurement-policies-and-guidance#Guidelines

ინტერესის გამოხატვა და კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემების (CV) ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2018 წლის 07 სექტემბრის 17:00 საათისა.

სახელი და გვარი: ირაკლი ქარსელაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

მისამართი: ალ. ყაზბეგის #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: