ტენდერები

სატენდერო მოწვევა

საქართველო

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტი (SLRP III)  

კონტრაქტის დასახელება: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის „(შ-33) მარნეული-თეთრიწყარო-წაკლის საავტომობილო გზის კმ42-კმ47  (ალექსეევკა-მენკალისა)“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 

სატენდერო მოწვევა: SLRPIII/CW/NCB-24

1. საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტისთვის (SLRP III). აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის „(შ-33) მარნეული-თეთრიწყარო-წაკლის საავტომობილო გზის კმ42-კმ47  (ალექსეევკა-მენკალისა)“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ასანაზღაურებლად.

2. პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვემდებარეობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების პერიოდია  9 თვე.

3. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 4,211,290  ლარს, ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებელის ჩათვლით, როგორც ეს წარმოდგენილია სატენდერო დოკუმენტაციის ტენდერში მონაწილეთათვის განკუთვნილი   ინსტრუქციის  14.7 ქვეთავში. თუმცა, ტენდერში მონაწილის პასუხმისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს წინასწარ ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივი საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე.

4. პრეტენდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიარონ საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

ა. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2015, 2016 და 2017) საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 4,200,000 ლარის ოდენობით, რომელიც დაითვლება მიმდინარე ან/და დასრულებული კონტრაქტებიდან მიღებული დადასტურებული გადახდებისგან, გაყოფილი 3 წელზე;

ბ. ძირითადი კონტრაქტორის, ერთობლივი საწარმოს წევრის, მენეჯმენტ კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის სამშენებლო გამოცდილება უნდა მოიცავდეს 2015 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადამდე პერიოდში მინიმუმ ერთ (1) საფარიანი გზების რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის/მშენებლობის კონტრაქტს, რომელიც ანალოგიური ხასიათისაა და სამუშაოები ძირითადად დასრულებულია, ღირებულებით არანაკლებ 3,370,000 ლარის ოდენობით ან მინიმუმ ორ (2) კონტრაქტს თითოეული ღირებულებით არანაკლებ 1,685,000 ლარის ოდენობით;

გ. ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

დ. პრეტენდენტის მხრიდან წარმოდგენილ უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების, გარდა ავანსის თანხისა რომელიც შეიძლება განხორციელდეს კონტრაქტის ფარგლებში, ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 935,000 ლარის ოდენობით.

ე. დამატებითი საკვალიფიკაციო კრიტერიუმის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის (I ტომი, ნაწილი II)  - III ნაწილში – სატენდერო დოკუმენტაციის შეფასებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმი.

5. სატენდერო დოკუმენტების სრული პაკეტის ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმატით ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ.

6. სატენდერო წინადადებები უნდა აიტვირთოს ელექტრონულად, სატენდერო დოკუმენტაციის ტენდერში მონაწილეთათვის განკუთვნილი ინსტრუქციის  25.1 პუნქტის შესაბამისად. დაგვიანებით წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები არ დაიშვება. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა: როგორც მითითებული სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული პროცედურები არ ვრცელდება აღნიშნულ შესყიდვაზე.

სატენდერო წინადადებების წარმოდგენა და ტენდერის გახსნა მოხდება ელექტრონულად საქართველოს სახელმწიფო ელექტრონული შესყიდვის სისტემის გამოყენებით, რომელშიც გარკვეული ცლილებები იქნა შეტანილი. საქართველოს სახელმწიფო ელექტრონული შესყიდვის სისტემაში შეტანილი ძირითადი ცლილებებია:

  • ელექტრონული სარეზერვო აუქციონის 3 რაუნდი აღარ გამოიყენება. რაუნდები აღნიშნული შესყიდვისთვის არ გამოიყენება.
  • კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება ცხადდება ელექტრონული შესყიდვების სისტემაში, რაც ტენდერის მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას თავად წარმოადგინონ სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივი საბაზრო ფასებს და, აგრეთვე, გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ შემოთავაზებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ სამუშაოების შესყიდვა ჩატარდება ეროვნული ტენდერის (NCB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - „მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშაოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი, განახლებული 2014 წლის ივლისში)”.

 გთხოვთ, ინფორმაციის დასაზუსტებლად შეკითხვები ატვირთოთ ელექტრონული შესყიდვების სისტემაში. ყველა შეკითხვის პასუხი ასევე აიტვირთება ელექტრონული შესყიდვების სისტემაში.

7. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია ძალაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში (ანუ 90 დღე +28 დღე=118 დღე). ერთობლივი საწარმოს მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციის ტენდერში მონაწილეთათვის განკუთვნილი ინსტრუქციის    19.8 პუნქტს, რადგან ხსენებულ პუნქტთან შეუსაბამობა შესაძლოა სატენდერო წინადადების უარყოფის საფუძველი გახდეს.

8. დამკვეთის მისამართი: საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი:

ლევან კუპატაშვილი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი 12

ქალაქი: თბილისი 0160  

ქვეყანა: საქართველო

ტელეფონი: +995 322 370508

ელ. ფოსტა: info@georoad.ge

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: