ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატად 

საქართველო 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი - ფაზა II (EWHIPII) 

კრედიტის/სესხის № TBD

თარიღი: 26.07.2018

დავალების სახელწოდება: “E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის F4: ლოტი F4-A კმ0+000 – კმ 5+650; ლოტი F4-B: კმ5+650 – კმ14+708 მშენებლობის ზედამხედველობა”

კონტრაქტი/ RFP № EWHIPII/CS/QCBS-01

საქართველომ მიმართა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს  (JICA) აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) დაფინანსების თხოვნით. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება „E-60 ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის - F4: ლოტი F4-A კმ0+000 – კმ 5+650; ლოტი F4-B: კმ5+650 – კმ14+708“ მშენებლობის ზედამხედველობის” საკონსულტაციო მომსახურების ასანაზღაურებლად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს, გამოხატონ თავიანთი ინტერესი წინადადების წარმოდგენის მიზნით შემდეგი მომსახურების გაწევის შესახებ: „აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) ფარგლებში E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის - F4: ლოტი F4-A კმ0+000 – კმ 5+650; ლოტი F4-B: კმ5+650 – კმ14+708 მშენებლობის ზედამხედველობა“.  

დაინტერესებულ კონსულტანტებს უნდა ჰქონდეთ სათანადო გამოცდილება ზემოხსენებული საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება, ძირითადი პერსონალის რესურსი და კვალიფიკაცია.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობა არის 60 თვე (36 თვე მშენებლობისათვის + 24 თვე დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი ლოტი F4-A-სა და F4-B-სთვის).

დაახლოებით 14.7 კმ. ორზოლიანი, ორსავალნაწილიანი ახალი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 12 გვირაბსა და 14 ხიდს.

ხელშეკრულების სახე: დროზე დაფუძნებული.

შერჩეულმა კონსულტანტმა უნდა უზრუნველყოს საზედამხედველო მომსახურების გაწევა სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტით განსაზღვრულ სამშენებლო სამუშაოებზე - ზოგადი პირობებით, რომლებიც შეესაბამება MDB-ს კონსულტანტ ინჟინერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ მომზადებულ და საავტორო უფლებებით დაცული კონტრაქტის პირობების ჰარმონიზებულ გამოცემას (Fédération Internationale des Ingénieurs-Conseils, или FIDIC), FIDIC 2010 ყველა უფლება დაცულია.

მონაწილეობის პირობები:

1.    უფლებამოსილება

შერჩევის პროცესი ღიაა ყველა კონსულტანტისთვის, რომელიც აკმაყოფილებს უფლებამოსილების შემდეგ კრიტერიუმებს:

(i)        მთავარი კონსულტანტი ან, ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში, წამყვანი პარტნიორი და სხვა პარტნიორები, განხილული როგორც იაპონელი პარტნიორები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

-            წილთა უმრავლესობას უნდა ფლობდნენ იაპონიის მოქალაქეები ან იურიდიული პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან იაპონიაში;

-            სრულ განაკვეთზე მომუშავე დირექტორების უმრავლესობა უნდა იყვნენ იაპონიის მოქალაქეები; და

-            ასეთი ფირმები დაფუძნებული და რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ იაპონიაში.

(ii)     პარტნიორები, გარდა ერთობლივი საწარმოს  იაპონელი პარტნიორებისა, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

-            წილთა უმრავლესობას უნდა ფლობდნენ იაპონიის ან საქართველოს მოქალაქეები, ან იურიდიული პირები, რომლებიც დაფუძნებული და რეგისტრირებულნი არიან იაპონიაში ან საქართველოში;

-            სრულ განაკვეთზე მომუშავე დირექტორების უმრავლესობა უნდა იყვნენ იაპონიის ან საქართველოს მოქალაქეები; და

-            ასეთი ფირმები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ იაპონიაში ან საქართველოში.

კანდიდატების რაოდენობა მოკლე სიაში მოსახვედრად

მიღებულ განაცხადებზე დაყრდნობით, დეტალური შეფასების შემდეგ არანაკლებ 7 კანდიდატი იქნება მოწვეული წინადადების წარმოსადგენად.

შესარჩევი კრიტერიუმი:

კონსულტანტებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი პირობები, რათა მოხვდნენ მოკლე სიაში:

(01)     კონსულტანტებს უნდა ჰქონდეთ სათანადო საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების გამოცდილება, რომელიც ეხება ზედამხედველობას, კერძოდ, ავტომაგისტრალის მშენებლობის ზედამხედველობას;

(02)     უპირატესობა მიენიჭება იაპონიის ODA სესხის ფარგლებში პროექტებში მონაწილეობის გამოცდილებას;

(03)     ზოგადი გამოცდილება საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში;

(04)     ბოლო 5 წლის (დავალება დასრულდა 2013 წელს ან მას შემდეგ) განმავლობაში ავტომაგისტრალის მშენებლობის ზედამხედველობის მსგავსი გამოცდილება.

დავალების შესაბამის პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება უნდა წარმოადგინონ  N1 ფორმის სახით, რომელიც ატვირთულია www.georoad.ge საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე,  შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=eng&act=tenders&func=menu&uid=1532505594

კონსულტანტების შერჩევა მოხდება ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის მიხედვით, რომელიც აღნიშნულია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) სახელმძღვანელოში: კონსულტანტების დასაქმების სახელმძღვანელო იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარების სესხის ფარგლებში, დათარიღებული 2012 წლის აპრილით („კონსულტანტების სახელმძღვანელო“).

დაინტერესებულ კონულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე: info@georoad.ge

ინტერესის გამოხატვა წერილობითი სახით წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2018 წლის 10 აგვისტოს 15:00 საათისა.

სახელი: ლევან კუპატაშვილი

პოზიცია: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზირი №12

ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: