ტენდერები

სატენდერო მოწვევა 

თარიღი: 20 ივლისი, 2018

სესხი #. და სახელწოდება: არ არის განსაზღვრული: ხევი-უბისას გზის პროექტი

კონტრაქტის ნომერი და სახელწოდება: KURP/CW/OCB-01: E60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას გზის მონაკვეთის მშენებლობა

სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 7 სექტემბერი, 2018, 16:00 სთ (ადგილობრივი დროით)

1.საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისაგან მოითხოვა დაფინანსება ხევი-უბისა გზის პროექტისათვის აღნიშნული დაფინანსების ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთქმული კონტრაქტის ფარგლებში გადახდების განსახორციელებლად. ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვთ კომპანიებს აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან.

2.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (,,დამკვეთი“) გიწვევთ, წარმოადგინოთ დალუქული სატენდერო წინადადება E60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას გზის მონაკვეთის მშენებლობისათვის კონტრაქტი მოიცავს ბეტონის საფარის მქონე 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობას მთლიანი სიგრძით 12.2 კმ. ასევე, კონტრაქტით გათვალისწინებულია 35 ხიდის მშენებლობა მთლიანი კომბინირებული სიგრძით 8.3 კმ და 20 გვირაბის მშენებლობა, რომელთა მთლიანი კომბინირებული სიგრძე შეადგენს 9.5 კმ-ს.   

3.საერთაშორისო ტენდერი ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთ-კონვერტიანი სატენდერო პროცედურის თანახმად

4.უფლებამოსილი მონაწილეები, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს/კრიტერიუმებს (ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში, ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები დაზუსტებულია სატენდერო დოკუმენტაციაში):

მიმდინარე სასამართლო დავა: ყველა მიმდინარე სასამართლო დავა ჩაითვლება გადაწყვეტილად და ზემოხსენებული დავების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მონაწილის წმინდა კაპიტალის ორმოცდაათ (50) პროცენტს, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს განსხვავებას მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის.

ფინანსური მდგომარეობა:

  • მონაწილის წმინდა კაპიტალი ბოლო წლისათვის უნდა იყოს დადებითი, რაც გამოანგარიშებული იქნება სხვაობით მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის.
  • მონაწილის მინიმალური ყოველწლიური საშუალო სამშენებლო ბრუნვა ბოლო სამი (3) წლის[1] განმავლობაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 175, 000,000 (ასსამოცდათხუთმეტ მილიონ აშშ დოლარს), რაც დაანგარიშდება მთლიანი სერტიფიცირებული გადახდებიდან მიმდინარე და დასრულებული კონტრაქტების ფარგლებში.  
  • მონაწილემ უნდა აჩვენოს, რომ სხვაობა მისთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ რესურსებსა და ფინანსურ ვალდებულებებს შორის მიმდინარე საკონტრაქტო ვალდებულებებისათვის უტოლდება ან აჭარბებს მოცემული კონტრაქტის მოთხოვნას 29 000 000 (ოცდაცხრა მილიონი) აშშ დოლარს

მშენებლობის გამოცდილება:

ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში, მონაწილეობა ერთ (1) კონტრაქტში როგორც კონტრაქტორი, ერთობლივი საწარმოს პარტნიორი ან ქვეკონტრაქტორი რომელიც მოცემულ შემოთავაზებულ სამუშაოთა მსგავსია და წარმატებით ან არსებითად განხორციელდა. აღნიშნულ მსგავს კონტრაქტებში  მონაწილის წილი უნდა აღემატებოდეს 245, 000, 000 (ორას ორმოცდახუთ მილიონ) ამერიკულ დოლარს.  მონაწილის მიერ განხორციელებული მსგავსი სამუშაო შეფასდება შემდეგზე დაყრდნობით: წარმოდგენილი პროექტი, ავტომაგისტრალის მშენებლობის გამოცდილება, რომელიც მოიცავს გვირაბებს.

მშენებლობის გამოცდილება შემდეგ ძირითად ღონისძიებებში:

მშენებლობის მინიმალური გამოცდილება შემდეგ ძირითად ღონისძიებებში:

  • არანაკლებ 50.000 მ2 სატრანსპორტო ხიდის მშენებლობა (გზის ან სარკინიგზო) სამი თანმიმდევრული წლის განმავლობაში ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში
  • გვირაბების მშენებლობა მთლიანი კომბინირებული სიგრძით არანაკლებ 5000 მ ბურღვა-აფეთქების მეთოდოლოგიის გამოყენებით  სამი თანმიმდევრული წლის განმავლობაში ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში. მინიმუმ 1 გვირაბი უნდა წარმოადგენდეს გზის გვირაბს მინიმალური სიგრძით 1,000 მ. 
  • ბეტონის საფარის მქონე გზის მშენებლობა მოცულობით არანაკლებ 40 000 მ2  ნებისმიერი ერთი წლის განმავლობაში ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში.
  • მიწის სამუშაოები მოცულობით არანაკლებ 500, 000 მ3 ნებისმიერი ორი (2) წლის განმავლობაში ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში.

5.დამატებითი ინფორმაციისა და სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად, გთხოვთ მოგვმართოთ::

ბატონი ლევან კუპატაშვილი

მისამართი: ალ. ყაზბეგის 12,. 0160 თბილსი, საქართველო

ტელ: (+995 32) 2 37 05 08 

ფაქსი: (+995 32) 2 37 66 03

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

6.სატენდერო დოკუმენტაციის შესაძენად ინგლისურ ენაზე, მონაწილეებმა უნდა განახორციელონ შემდეგი:

  • წარმოადგინონ წერილობითი მოთხოვნა სატენდერო დოკუმენტაცის მისაღებად KURP/CW/OCB-01: E60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას გზის მონაკვეთის მშენებლობა
  • მონაწილეები სატენდერო დოკუმენტაციას მიიღებენ ელექტრონული ფორმით, ელ-ფოსტის საშუალებით, უფასოდ. დამკვეთი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევისათვის, თუკი ადრესატი ვერ მიიღებს დოკუმენტაციას.

7.გთხოვთ თქვენი სატენდერო წინადადება წარმოადგინოთ:

  • შემდეგ მისამართზე;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ალ. ყაზბეგის 12

სართული/ოთახის ნომერი: მე-4 სართული, კანცელარია

ქალაქი: 0160 თბილისი

ქვეყანა: საქართველო

  • არაუგვიანეს ზემოთ მითითებული დროისა 
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიასთან ერთად. 

8.სატენდერო წინადადებები საჯაროდ გაიხსნება მათი წარმოდგენის ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ მონაწილეთა წარმომადგენლების თანდასწრებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შემდეგ მისამართზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მისამართი: ალ. ყაზბეგის 12,.

სართული/ოთახის ნომერი: მე-2 სართული, საკონფერენციო დარბაზი

ქალაქი: 0160 თბილისი

ქვეყანა: საქართველო

აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ინგლისურენოვანი სატენდერო მოწვევის არა-ოფიციალურ თარგმანს. შესაბამისად, უზუსტობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სატენდერო მოწვევის ინგლისურ ვერსიას. 


[1] 2014,2015,2016

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: