საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტენდერები

სატენდერო მოწვევა

თარიღი: 11 ივლისი, 2018

სესხი #. და სახელწოდება: არ არის განსაზღვრული: ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზის პროექტი

კონტრაქტის ნომერი და სახელწოდება: KKRP/CW/CP-01: ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობა (გვირაბი)

სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 29 აგვისტო, 2018, 16:00 სთ (ადგილობრივი დროით)

1.საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისაგან მოითხოვა დაფინანსება ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზის პროექტისათვის აღნიშნული დაფინანსების ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთქმული კონტრაქტის ფარგლებში გადახდების განსახორციელებლად.

2.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (,,დამკვეთი“) გიწვევთ, წარმოადგინოთ დალუქული სატენდერო წინადადება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისათვის (გვირაბი).  მშენებლობის პერიოდი შეადგენს ორმოცდარვა (48) თვეს.  

3.საერთაშორისო ტენდერი ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთ-კონვერტიანი სატენდერო პროცედურის თანახმად და მასში მონაწილების მიღება შეუძლია ყველა პრეტენდენტს, გარდა გარდა იმ პრეტენდენტებისა, რომლებზეც ვრცელდება ITB 4.7 -ით გათვალისწინებული შეზღუდვები

4.უფლებამოსილი მონაწილეები, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს/კრიტერიუმებს (ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში, ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები დაზუსტებულია სატენდერო დოკუმენტაციაში):

მიმდინარე სასამართლო დავა: ყველა მიმდინარე სასამართლო დავა ჩაითვლება გადაწყვეტილად, ზემოხსენებული დავების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მონაწილის წმინდა კაპიტალის ორმოცდაათ (50) პროცენტს, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს განსხვავებას მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის.

ფინანსური მდგომარეობა:

  • მონაწილის წმინდა კაპიტალი ბოლო წლისათვის უნდა იყოს დადებითი, რაც გამოანგარიშებული იქნება სხვაობით მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის.
  • მონაწილის მინიმალური ყოველწლიური საშუალო სამშენებლო ბრუნვა ბოლო სამი (3) წლის[1] განმავლობაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 130, 000,000 (ასოცდაათ მილიონ აშშ დოლარს), რაც დაანგარიშდება მთლიანი სერტიფიცირებული გადახდებიდან მიმდინარე და დასრულებული კონტრაქტების ფარგლებში.  
  • მონაწილემ უნდა აჩვენოს, რომ სხვაობა მისთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ რესურსებსა და ფინანსურ ვალდებულებებს შორის მიმდინარე საკონტრაქტო ვალდებულებებისათვის უტოლდება ან აჭარბებს მოცემული კონტრაქტის მოთხოვნას 22 000 000 (ოცდაორი მილიონი) აშშ დოლარს

მშენებლობის გამოცდილება: ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში, მონაწილეობა ერთ (1) კონტრაქტში როგორც კონტრაქტორი, ერთობლივი საწარმოს პარტნიორი ან ქვეკონტრაქტორი რომელიც მოცემულ შემოთავაზებულ სამუშაოთა მსგავსია და წარმატებით ან არსებითად განხორციელდა. აღნიშნულ მსგავს კონტრაქტებში  მონაწილის წილი უნდა აღემატებოდეს 244, 000, 000 (ორას ორმოცდაოთხი მილიონ) ამერიკულ დოლარს.  მონაწილის მიერ განხორციელებული მსგავსი სამუშაო შეფასდება შემდეგზე დაყრდნობით:

1. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა გვირაბებით.

მშენებლობის გამოცდილება შემდეგ ძირითად ღონისძიებებში:

მშენებლობის მინიმალური გამოცდილება შემდეგ ძირითად ღონისძიებებში:

  • გვირაბის მშენებლობა კლდეში გვირაბის საბურღი  (TBM) მოწყობილობის გამოყენებით, სადაც თითოეული გვირაბის სიგრძე არანაკლებ 6კმ-ია. კონტრაქტის მინიმუმ 80% განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში
  • გზისა და რკინიგზის გვირაბების მშენებლობა გვირაბის კომბინირებული მინიმალური სიგრძით 12 კმ ბოლო 7 წლის განმავლობაში

5.დამატებითი ინფორმაციისა და სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად, გთხოვთ მოგვმართოთ::

ბატონი ლევან კუპატაშვილი

მისამართი: ალ. ყაზბეგის 12,. 0160 თბილსი, საქართველო

ტელ: (+995 32) 2 37 05 08 შიდა:311

ფაქსი: (+995 32) 2 37 66 03

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

6.სატენდერო დოკუმენტაციის შესაძენად ინგლისურ ენაზე, მონაწილეებმა უნდა განახორციელონ შემდეგი:

  • წარმოადგინონ წერილობითი მოთხოვნა სატენდერო დოკუმენტაცის მისაღებად KKRP/CW/CP-01: ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობა (გვირაბი)
  • მონაწილეები სატენდერო დოკუმენტაციას მიიღებენ ელექტრონული ფორმით, ელ-ფოსტის საშუალებით, უფასოდ. დამკვეთი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევისათვის, თუკი ადრესატი ვერ მიიღებს დოკუმენტაციას.

7.გთხოვთ თქვენი სატენდერო წინადადება წარმოადგინოთ:

  • შემდეგ მისამართზე;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ალ. ყაზბეგის 12

სართული/ოთახის ნომერი: მე-4 სართული, კანცელარია

ქალაქი: 0160 თბილისი

ქვეყანა: საქართველო

  • არაუგვიანეს ზემოთ მითითებული დროისა 
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიასთან ერთად. 

სატენდერო წინადადებები საჯაროდ გაიხსნება მათი წარმოდგენის ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ მონაწილეთა წარმომადგენლების თანდასწრებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შემდეგ მისამართზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მისამართი: ალ. ყაზბეგის 12,.

სართული/ოთახის ნომერი: მე-2 სართული, საკონფერენციო დარბაზი

ქალაქი: 0160 თბილისი

ქვეყანა: საქართველო

აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ინგლისურენოვანი სატენდერო მოწვევის არა-ოფიციალურ თარგმანს. შესაბამისად, უზუსტობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სატენდერო მოწვევის ინგლისურ ვერსიას. 

 

[1] 2014,2015,2016


ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: