საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტენდერები

სატენდერო მოწვევა

თარიღი: 15.06.2018

სასესხო ხელშეკრულების N: TBD 

სატენდერო მოწვევა: EWHIPII/CW/ICB-01

 1.საქართველომ მიმართა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს  (JICA) აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) დაფინანსების თხოვნით. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება „E-60 ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის - F4: ლოტი F4-A კმ0+000 – კმ 5+650; ლოტი F4-B: კმ5+650 – კმ14+708“- სამუშაოების ასანაზღაურებლად.

2. პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს „E-60 ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის - F4: ლოტი F4-A კმ0+000 – კმ 5+650; ლოტი F4-B: კმ5+650 – კმ14+708“ სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები.

3.პრეტენდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიარონ შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

ა. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2015, 2016, 2017) საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ: ლოტი F4-A 100,000,000 აშშ დოლარი; ლოტი F4-B – 90,000,000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც დაითვლება მიმდინარე ან/და დასრულებული კონტრაქტებიდან მიღებული დადასტურებული გადახდებისაგან, გაყოფილი 3-ზე;

ბ. პრეტენდენტის მხრიდან წარმოდგენილ უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების, ვალდებულებებით დაუტვირთავი აქტივების, საკრედიტო ხაზის ან/და სხვა ფინანსურ საშუალებებზე (ნებისმიერი სახელშეკრულებო ავანსისგან დამოუკიდებლად) ხელმისაწვდომობის დასტური, რომელიც აკმაყოფილებს სამშენებლო ფულადი ნაკადების შემდეგ მოთხოვნებს:

  • ლოტი F4-A - 17,000,000 აშშ დოლარი პრეტენდენტის სხვა ვალდებულებებისაგან დამოუკიდებლად;
  • ლოტი F4-B - 15,000,000  აშშ დოლარი პრეტენდენტის სხვა ვალდებულებებისაგან დამოუკიდებლად.

გ. მონაწილეობა:

  • ლოტი F4-A: ბოლო 5 წლის განმავლობაში (დაწყებული 2013 წლის 1 იანვრიდან) მთავარი კონტრაქტორის (დამოუკიდებელი კომპანია ან ერთობლივი საწარმოს წევრი), მენეჯმენტ-კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის როლში მინიმუმ 1 (ერთი) დამაკმაყოფილებლად ან არსებითად დასრულებული მსგავსი ხელშეკრულება, რომელშიც პრეტენდენტის წილი უნდა აღემატებოდეს 150 მლნ აშშ დოლარს,

            ან

           ბოლო 5 წლის განმავლობაში (დაწყებული 2013 წლის 1 იანვრიდან) სამი ან სამზე ნაკლები მსგავსი ხელშეკრულება ჯამური ღირებულებით 150 მლნ აშშ დოლარი, რომელთაგანაც მინიმუმ ერთი ხელშეკრულების ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 105 მლნ აშშ დოლარს. ერთობლივი საწარმოს წევრის მიერ წარმოსადგენი მსგავსი ერთი ხელშეკრულების ღირებულება უნდა       

           შეადგენდეს არანაკლებ 23 მლნ აშშ დოლარს.   

  • ლოტი F4-B: ბოლო 5 წლის განმავლობაში (დაწყებული 2013 წლის 1 იანვრიდან) მთავარი კონტრაქტორის (დამოუკიდებელი კომპანია ან ერთობლივი საწარმოს წევრი), მენეჯმენტ-კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის როლში მინიმუმ 1 (ერთი) დამაკმაყოფილებლად ან არსებითად დასრულებული მსგავსი ხელშეკრულება, რომელშიც პრეტენდენტის წილი უნდა აღემატებოდეს 145 მლნ აშშ დოლარს,

           ან

           ბოლო 5 წლის განმავლობაში (დაწყებული 2013 წლის 1 იანვრიდან) სამი ან სამზე ნაკლები მსგავსი ხელშეკრულება ჯამური ღირებულებით 145 მლნ აშშ დოლარი, რომელთაგანაც მინიმუმ ერთი ხელშეკრულების ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 მლნ აშშ დოლარს. ერთობლივი საწარმოს წევრის მიერ წარმოსადგენი მსგავსი ერთი ხელშეკრულების ღირებულება უნდა

           შეადგენდეს არანაკლებ 22 მლნ აშშ დოლარს.  

დ) მინიმალური გამოცდილება შემდეგ ძირითად საქმიანობაში:

ლოტი F4-A:

  • 2013 წლის 1 იანვრიდან დაწყებული ბოლო 5 (ხუთი) წელიწადში ნებისმიერი ზედიზედ 3 (სამი) წლის განმავლობაში ხიდების მშენებლობა, რომელთა მთლიანი კომბინირებული საავტომობილო გზის ხიდის მალის ნაშენის რკინა-ბეტონის გამაერთიანებელი ფილის ფართობი მინიმუმ უნდა იყოს 20,000 მ2;
  • გვირაბების მშენებლობა, რომლის საერთო კომბინირებული სიგრძეა მინიმუმ 2,000 მეტრი ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, ნებისმიერი 3 (სამი) წლიანი პერიოდით. სულ მცირე 1 (ერთი) საგზაო გვირაბი (ღია წესით გვირაბის გაყვანის გარდა) არანაკლებ ორი ზოლით და მინიმალური სიგრძით 1,000 მ;
  • 2013 წლის 1 იანვრიდან დაწყებული ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ნებისმიერ  1 (ერთი) წელში ბეტონის გზის საფარის მოწყობა სულ მცირე 30 000 მ2 მოცულობით;
  • 2013 წლის 1 იანვრიდან დაწყებული ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ნებისმიერ 1 (ერთი) წელიწადში მიწის სამუშაოები მინიმუმ 500,000 მ3 მოცულობით.

ლოტი F4-B:

  • 2013 წლის 1 იანვრიდან დაწყებული ბოლო 5 (ხუთი) წელიწადში ნებისმიერი ზედიზედ 3 (სამი) წლის განმავლობაში ხიდების მშენებლობა, რომელთა მთლიანი კომბინირებული საავტომობილო გზის ხიდის მალის ნაშენის რკინა-ბეტონის გამაერთიანებელი ფილის ფართობი უნდა იყოს მინიმუმ 10,000 მ2;
  •  გვირაბების მშენებლობა, რომლის საერთო კომბინირებული სიგრძეა მინიმუმ 2,000 მეტრი ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, ნებისმიერი 3 (სამი) წლიანი პერიოდით. სულ მცირე 1 (ერთი) საგზაო გვირაბი (ღია წესით გვირაბის გაყვანის გარდა) არანაკლებ ორი ზოლით და მინიმალური სიგრძით 1,000 მ;
  • 2013 წლის 1 იანვრიდან დაწყებული ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ნებისმიერ  1 (ერთი) წელში ბეტონის გზის საფარის მოწყობა სულ მცირე 80,000 მ2;
  • 2013 წლის 1 იანვრიდან დაწყებული ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ნებისმიერ 1 (ერთი) წელიწადში მიწის სამუშაოები მინიმუმ 500,000 მ3.

ე) დამატებითი საკვალიფიკაციო კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია III ნაწილში - სატენდერო დოკუმენტაციის შეფასება და საკვალიფიკაციო კრიტერიუმები.

4.  ტენდერი ჩატარდება იაპონიის ODA სესხების (STEP პირობების) ფარგლებში შესყიდვების შესაბამისი სახელმძღვანელოების მიხედვით და ღიაა ყველა პრეტენდენტისთვის უფლებამოსილი ქვეყნებიდან, რომელიც განსაზღვრულია სასესხო ხელშეკრულების პირობებში.

5.  პრეტენდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ერთ ან რამდენიმე კონტრაქტში, როგორც შემდგომში განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციაში. პრეტენდენტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ წარმოადგინონ ფასდაკლება, იმ შემთხვევაში თუ ისინი მიიღებენ ერთზე მეტ ხელშეკრულებაში მონაწილეობას, აქვთ უფლება განახორციელონ აღნიშნული. ამგვარი ფასდაკლებების შემოთავაზება უნდა იყოს აღნიშნული სატენდერო წინადადებაში.

6. დაინტერესებულ უფლებამოსილ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტაცია და დამატებითი ინფორმაცია ტენდერთან დაკავშირებით შეუძლიათ მიიღონ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფისში - საერთაშორისო შესყიდვებისა და დონორებთან ანგარიშგების სამსახურში, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი N12, თბილისი, საქართველო, ელ.ფოსტა: info@georoad.ge.

7. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო დოკუმენტაციის სრული კომპლექტი შეუძლიათ შეიძინონ წერილობითი განაცხადის წარდგენისა და 200 (ორასი) ლარის ან მისი ექვივალენტის აშშ დოლარში, რომელიც დაბრუნებას არ ექვემდებარება, გადახდის შემდეგ. გადახდის მეთოდი იქნება დეპოზიტზე პირდაპირ თანხის შეტანით შემდეგ ანგარიშზე: 

  • ლარის გადარიცხვისთვის:

მიმღების დასახელება: სახაზინო ანგარიში

სახაზინო ანგარიში № 200 122 900

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

ბანკის ძველი კოდი (220 101 222)

საბიუჯეტო შემოსავლის მაძიებელი კოდი: 302 007 800

საერთაშორისო ვალუტა: No 001 189 362

• აშშ დოლარის გადარიცხვისთვის:

შუამავალი:

ნიუ იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი, აშშ

SWIFT კოდი: FRNYUS33

მიღება აგენტი:

ACC.NO: 0D

ბანკის საერთაშორისო ანგარიშები (BIS), BASLE (აშშ დოლარი)

SWIFT კოდი: BISBCHBB

ბენეფიციარის ბანკი: საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი

SWIFT კოდი: BNLNGE22

ბენეფიციარი: საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

IBAN: GE65NB0331100001150207

გადახდის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის „E-60 ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის“ მშენებლობისათვის.

8. პრეტენდენტებისათვის ინსტრუქციის და ხელშეკრულების ზოგადი პირობების დებულებები არის სამუშაოების შესყიდვისათვის იაპონიის ODA სესხების სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის დებულებები.

სატენდერო წინადადება უნდა გაიგზავნოს ზემოაღნიშნულ მისამართზე არაუგვიანეს 2018 წლის 13 სექტემბრის 15:00 საათისა და რომელსაც უნდა ერთვოდეს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია შემდეგი ოდენობით:

• ლოტი F4- A: 5.000,000.00 ლარი (ხუთი მილიონი ლარი);

• ლოტი F4-B: 5.000,000.00 ლარი (ხუთი მილიონი ლარი).

9. სატენდერო წინადადებები გაიხსნება პრეტენდენტების წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გამოთქვავენ სურვილს დასწრებაზე,  2018 წლის 13 სექტემბრს 15:00 საათზე საქართველოს დროით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფისში, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი N12, თბილისი, საქართველო.   

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ლევან კუპატაშვილი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის

თავმჯდომარის მოადგილე

ალ. ყაზბეგის გამზ. N12, თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: