ტენდერები

მოწვევა წინასაკვალიფიკაციო შერჩევისათვის 

 

თარიღი:

01 ივნისი 2018

სესხის/გრანტის ნომერი და სახელწოდება:

 

 

არ არის განსაზღვრული: ჩრდილო-სამხრეთის დერეფანი (ქვეშეთი-კობი) გზის პროექტი

კონტრაქტის ნომერი და სახელწოდება

KKRP/CW/CP-02: ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობა

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა;

თარიღი: 18 ივლისი 2018

დრო: 14:00 სთ ადგილობრივი დროით

1. აღნიშნული მოწვევა წინასაკვალიფიკაციო შერჩევისათვის შეესაბამება ზოგად შეტყობინებას შესყიდვის შესახებ, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 28 მაისს. წინასაკვალიფიკაციო შერჩევასა და სატენდერო პროცედურაში მონაწილეობის უფლება აქვთ კომპანიებს აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან.

2. საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისაგან მიიღო დაფინანსება ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზის პროექტსათვის.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი(,,დამკვეთი“) გეგმავს კომპანიების წინასაკვალიფიკაციო შერჩევას შემდეგი კონტრაქტისათვის აღნიშნული პროექტის ფარგლებში:

  • CP-02 - ქვეშეთი კობის გზის მონაკვეთის მშენებლობა;

სიგრძე: 12.72 კმ

მშენებლობის პერიოდი: 36 თვე + 2 წელი დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი

ხიდები: 6 ხიდი (რაც მოიცავს 426მ სიგრძის თაღოვან ხიდს)

გვირაბები: 4 გვირაბი

საფარის ტიპი: ასფალტ-ბეტონი

4. სატენდერო მოწვევის გამოქვეყნება დაგეგმილია 2018 წლის მესამე მეოთხედში.

5. შემდგომი ინფორმაციისა და წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტაციის მოსაპოვებლად დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ: 

ბატონი ლევან კუპატაშვილი

მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი 12,  0160 თბილისი, საქართველო

ტელ: (+995 32) 2 37 05 08 შიდა;.311

ფაქსი: (+995 32) 2 37 66 03

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

6. წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტაციის მოსაპოვებლად ინგლისურ ენაზე დაინტერესებულმა პირებმა უნდა განახორციელონ შემდეგი:

  • მოგვმართონ წერილით ზემოთ მითითებულ მისამართზე წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტაციის მოთხოვნით KKRP/CW/CP-02: ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობა; 
  • წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტაციას დაინტერესებული პირები მიიღებენ ელექტრონული ფორმით, უსასყიდლოდ.  

დოკუმენტის მოწოდება განხორციელდება ელ-ფოსტის საშუალებით. დამკვეთი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევისათვის, თუკი ადრესატი ვერ მიიღებს დოკუმენტაციას.

7. გთხოვთ თქვენი განაცხადი წარმოადგინოთ:

  • ზემოთ მითითებულ მისამართზე
  • არაუგვიანეს: 18 ივლისი 2018; 14:00 ადგილობრივი დროით 

დამკვეთი უფლებას იტოვებს მიიღოს დაგვიანებული განაცხადები ან უარი თქვას მათ მიღებაზე.

8. დამკვეთი არ იღებს პასუხისმგებლობას მონაწილის მიერ განაცხადების მომზადებასა და მოწოდებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე.

9. დამკვეთი წერილობით შეატყობინებს ყველა მონაწილეს  იმ მონაწილეთა სახელებს რომლებიც შეირჩევიან წინასაკვალიფიკაციო შერჩევის შედეგად.

აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ინგლისურენოვანი წინასაკვალიფიკაციო შერჩევის მოწვევის არა-ოფიციალურ თარგმანს. შესაბამისად, უზუსტობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება წინასაკვალიფიკაციო შერჩევის მოწვევის ინგლისურ ვერსიას.  

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: