ტენდერები

განაცხადი მომსახურების შესყიდვის შესახებ

მოთხოვნა ინტერესის გამოხატვის შესახებ

(Ⴑაიდენტიფიკაციო კოდი: GTC/CS/ICS-01)

საკონსულტაციო მომსახურება

ტექნიკური კონსულტანტი

დაფინანსების წყარო:

საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი 

FI N °86.379

Serapis N° 2016-0404

დამკვეთი ორგანო: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 

ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესახებ 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა. დეპარტამენტის პასუხისმგებლობაში შედის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების მართვა და ადმინისტრირება.

 

პროექტის აღწერილობა 

ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და ეროვნული გზების მშენებლობის და რეაბილიტაციისთვის. საავტომობილო გზების დეპარტამენტს აქვს საერთო პასუხისმგებლობა ამ პროექტების განხორციელებაზე.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს რომ დაიქირაოს ტიქნიკური კონსულტანტი რათა გაზარდოს თავისი საინჟინრო შესაძლებლობები, ასევე შესაბამისი სამშენებლო სამსახურის ეფექტურობა და ეფექტიანობა, ისევე როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე მომუშავე გუნდის პოტენციალი.

 

დავალების სავარაუდო ხანგძლივობაა 2 წელი, კონტრაქტის ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია 2 წლის ვადით.

 

ტექნიკური კონსულტანატის მოვალებები:

. სამუშაოების პროგრამის განხილვა კონტრაქტორთან და ინჟინერთან ერთად და შესაბამის ცვლილებებზე მუშაობა პროექტის განხორციელების გაუმჯობესების მიზნით.

. პროექტის მართვის შესაბამისი მეთოდოლოგიის დანერგვა და შემდგომი გამოყენება, რაც მოიცავს შიდა ანგარიშგებას და დოკუმენტაციის მართვის სისტემას. დავალების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ხარისხის კონტროლის შესაბამისი სისტემების გამოყენება და ანგარიშგება კონტრაქტორების და ინჟინრების მხრიდან რაც მათი ვალდებულების ნაწილია, ანგარიშგების და ხარისხის კონტროლის ღონისძიებების შესრულების შემოწმება.

. დახმარება პროექტის ფარგლებში გაფორმებული კონტრაქტების მართვაში რაც მოიცავს შემდეგს: 1. თითოეული კონტრაქტის ფარგლებში წარმოსადგენი ანგარიშების ხარისხის და მათი წარმოდგენის ვადების კონტროლი; 2. მონაწილეობა კონტრაქტების ფარგლებში წარმოქმნილი დავების და საჩივრების განხილვაში.

. სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური მართვა, რაც მოიცავს კომუნიკაციას კონტრაქტორებსა და კონსულტანტებთან, სამშენებლო მოედნის რეგულარული დათვარელება, კვლებებისა და შესაბამისი ღონისძიებების ხარისხის კონტროლი, საინჟინრო და ტექნიკური საკითხების განხილვა და საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა, ევროპის საინვესტიციო ბანკის მისიების ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა და მისიებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

. გამოსასწორებელ ღონისძიებების განხორციელების კონტროლი და კონტაქტორის შესაბამისი მიდგომათა მონიტორინგი.

. კომუნიკაცია კონტრაქტორისა და კონსულტანტის სამშენებლო მოედნის მართვის გუნდებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომლებთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და საჭიროების შემთხვევაში სხვა მხარეებთან.

. მგრადი პროგრესის უზრუნველყოფა განხორციელების გრაფიკისა და შესრულების ინდიკატორების თანახმად.

. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დახმარება დავებისა და საჩივრების განხილვაში და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დახმარება პროექტის განხილვის პროცესში.

. შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ვარიაციების მომზადებასა და პროექტის ცვლილების შემთხვევებში.

. პროექტის განხორციელების პროცესში ეთიკური სტანდარტებისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა.

. პროქტის განხორციელების კონსულტანტისათვის დახმრების გაწევა შესყიდვებისა და კონტრაქტების მართვის საკითხებში.

. კონტრაქტორების, კონსულტანტებისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისათვის გასაგზავნი კორესპონდენციის მომხადება.

. ინჟინრისა და კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვა, ანალიზი და კომენტარების მომზადება საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმების საფუძველზე.

. განხორცილებების კონსულტანტისათვის დახმარების გაწევა პროქტის პროგრესის ანგარიშების მომზადებაში.

. განხორცილებების კონსულტანტისათვის დახმარების გაწევა მოსალოდნელი ჩამორიცხვების გათვლაში.

 

სავარუადო ბიუჯეტი გადასახადების გარეშე, ხელფასისა და ანაზღაურებადი ხარჯების ჩათვლით: 225,000 ლარი (ორას ოცდახუთი ათასი)

 

შერჩევის პროცესში გამოყენებული იქნება ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელო- GUIDE TO PROCUREMENT for projects financed by the EIB Updated version of June 2011:

http://www.eib.org/attachments/strategies/procurement_en.pdf

 

შერჩევაში მონაწილეობის მიღების უფლება განისაზღვრება ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოსა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება. კანდიდატების CV- ები უნდა მოიცავდეს პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოცდილებას.

 

დავალების მოსალოდნელი დაწების თარიღია 2018 წლის მაისი და მიდი ხანგრძლივობა კი 2 წელი. იმ შემთხვევაში თუ იქნება დამკვეთის მხრიდან აღნიშნული პოზიციის შემდგომი საჭიროება და კონსულტანტის მხრიდან დამაკმაყოფილებელი მუშაობის შედეგი, კონტრაქტი შესაძლოა გაგრძელდეს მომდევნო 2 წლის ვადით.

 

შერჩევის პროცესი:

 

ინდივიდუალური კონსულტანტები იქნებიან შერჩეული მათი გამოცდილების, კვალიფიკაციის და შესაძლებლობების საფუძველზე. კანდიდატები წარმოადგენენ თავფურცელს და CV-ს რომელსაც დამკვეთი შეაფასებს შემდგები კრიტერიუმების თანახმად: განათლება და ენების ცოდნა (კი/არა კრიტერიუმი), ზოგადი გამოცდილება (20%), შესაბამისი ანალოგიური გამოცდილება (60%) და დამატებითი გამოცდილება რომლის ქონაც  ჩაითველბა უპირატებოსად (20%). შერჩევა განხორციელდება არანაკლედ სამი (3) კანდიდატის შედარების საფუძველზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებას იტოვებს გაესაუბროს კანდიდატებს რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამასთან, დეპარტამენტი უფლებამოსილია გადაამოწმოს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო ინფორმაცია და მიღებული ცნობები გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.

 

პირები, რომელთაც გააჩნიათ ქვემოთ მოცემული გამოცდილება და კვალიფიკაცია ჩაითვლებიან საუკეთესო კანდიდატებად. საკონტრაქტო მოლაპარაკებები, რომელზეც განხილული იქნება ხელფასი და სხვა ანაზღაუებადი ხარჯები, გაიმართება უმაღლესი ქულის მქონე კანდიდატთან. იმ შემთხვევაში, თუ საკონტრაქტო მოლაპარაკებები უმაღლესი შეფასების მქონე კონსულტანტთან ვერ მოხერხდა/ჩაიშალა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საკონტრაქტო მოლაპარაკებებს გამართავს შემდეგ, მეორე უმაღლესი ჯამური ქულის მქონე კანდიდატთან.

 

კონსულტანტის საკვალიფიკაციო კრიტერიუმები:

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ინჟინერის მაგისტრის ხარისხი  ან ექვივალენტი;
  • ინგლისური და ქართული ენების კარგი ცოდნა;

 

ზოგადი გამოცდილება: 

  • არანაკლებ 8 წლისა;

 

სპეციფიკური გამოცდილება:

  • არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ავტომაგისტრალის მშენებლობაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში;
  • არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება ბანკების მიერ ჰარმონიზებული FIDIC-ის ვერსიაზე;
  • AutoCAD - ის ცოდნა

 

უპირატესობები:

  • FIDIC კონტრაქტების ფარგლებში საჩივრების მართვის გამოცდილება;
  • FIDIC ტრენინგები;

 

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელ.ფოსტაზე: info@georoad.ge

 

თავფურცლისა და CV- ს წარდგენა უნდა მოხდეს ინგლისურ ენაზე დამკვეთ ორგანოსთან არა უგვიანეს 2018 წლის 16 აპრილსა, 16:00 საათზე ადგილობრივი დროით:

 

• გამოაგზავნეთ ელექტრონულად (ელექტრონული ფოსტით): 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 

ბატონი ლევან კუპატაშვილი, თავჯდომარის მოადგილე 

ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge 

 

• ან ჩააბარეთ დამკვეთ ორგანოს (საფოსტო მომსახურებების ჩათვლით) მისამათზე:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 

ბატონი ლევან კუპატაშვილი, თავჯდომარის მოადგილე 

საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის №12

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: