ტენდერები

საქართველო

 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი (EWHIP-4)

კრედიტი/სესხი IDA 5245-GE, IBRD 8263-GE

პროექტის No.: P130413

დავალების სახელწოდება: “საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიის მიმოხილვის განახლება“

კონტრაქტი/ RFP No:  EWHIP-4/CS/CQS-09

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისთვის (EWHIP-4). აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (შემდეგში „კონსულტანტები“) ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: “საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიის მიმოხილვის განახლება“

დავალების მიზანია:

I. შეფასდეს ადგილობრივი კონტრაქტორების განვითარებისთვის 2013 წლის  კვლევის რეკომენდაციების განხორციელების შედეგად მიღებული ზეგავლენა და პროგრესი. აღნიშნული ასევე მოიცავს ადგილობრივი კონტრაქტორების  შეფასებას ბაზარზე;

II. გაზარდოს ადგილობრივი კონტრაქტორების ჩართულობა საქართველოს გზების მშენებლობის, რეაბილიტაციის და მოვლა-შენახვის სამუშაოებში ძირითადი შემაფერხებელი გარემოებების იდენტიფიცირებით და საქართველოს მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავებით, რაც მიმართული იქნება ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მეტად მოსახერხებელი გარემოს შესაქმნელად;

III. გაზარდოს ადგილობრივი კონტრაქტორების კომერციული ცნობიერება სპეციფიურ ფინანსურ და ბიზნეს მენეჯმენტის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მათ  ჩართულობას ახალ საპილოტე კონტრაქტებში.

დამატებითი ინფორმაცია დავალების შესახებ იხილეთ ტექნიკურ დავალებაში შემდეგ ბმულზე: 

https://www.dropbox.com/s/ap9ctq49ae0m4vv/TOR_%20Georgia%20Construction%20Industry%20Study%20_D4.docx?dl=0 

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს:

•  კომპანიის კორპორატიული პროფაილი;

კომპანიის გამოცდილება განხორციელებული პროექტის შესახებ დავალების მიმართებაში (წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1490604057); 

•  კომპანიის პერსონალის შესახებ ზოგადი ინფორმაცია.

მოკლე სიაში შეყვანის კრიტერიუმებია:

• ზოგადი გამოცდილება;
• სპეციფიური გამოცდილება: მსგავსი განხორციელებული დავალებები (სამშენებლო ინდუსტრიის მიმოხილვაში/შეფასებაში) ბოლო 5 წლის განმავლობაში (დასრულებული 2013 წელს  ან/და მას შემდეგ).
დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 5.5 თვე 
დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – „მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში („კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.
კონსულტანტებს კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით შეუძლიათ გაერთიანდნენ (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე). ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. 
კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რომლის გვერდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს.
კონსულტანტის შერჩევა მოხდება კონსულტანტის კვალიფიკაციის საფუძველზე (CQS) შესყიდვის მეთოდი მსოფლიო ბანკის შესყიდვის სახელმძღვანელოში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში).  
ინტერესის გამოხატვის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2018 წლის 5 აპრილის 17:00 საათისა. 
სახელი: ნუგზარ გასვიანი
თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი 0160, საქართველო
ელ.ფოსტა: info@georoad.ge   
ვებ–გვერდი: www.georoad.ge

 

 

 

·         კომპანიის კორპორატიული პროფილი;

კომპანიის გამოცდილება განხორციელებული პროექტის შესახებ დავალების მიმართებაში (წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1490604057);

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: