ტენდერები

2 თებერვალი, 2018 წელი

საქართველო

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტი

ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის შესყიდვა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კორიდორისათვის

სესხის №. IBRD 8547-GE

მოწვევის No:  IBRD/EWHCIP/G/ICB-01

1. მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შეესაბამება ზოგად შეტყობინებას შესყიდვის შესახებ (GPN) ამ პროექტისათვის, რომელიც გამოცემულია ელექტრონულად UNDB-ში 2015 წლის 28 ივლისს.  

2. საქართველომ მიიღო სესხი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან (IBRD) აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი მოხმარდება  ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ამ მოწვევის №IBRD/EWHCIP/G/ICB-01 შედეგად დადებული კონტრაქტის დაფინანსებას.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, როგორც პროექტის განმახორციელებელი უწყება, იწვევს   უფლებამოსილ პრეტენდენტებს დალუქული სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის მოწოდება-მონტაჟზე საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორისათვის. 

4. ტენდერი ჩატარდება საერთაშორისო საკონკუსრო ვაჭრობის (ICB) პროცედურების თანახმად, რომლებიც გასაზღვრულია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში: მსოფლიო ბანკის მსესხებლების მიერ საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში (გამოცემული 2011 წლის იანვარს, რედაქტირებული 2014 წელს). ტენდერი ღიაა ამ სახელმძრვანელოთი განსაზღვრული ყველა უფლებამოსილი პრეტენდენტისათვის, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: 

(a) პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს დოკუმენტური დადასტურება შემდეგი ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად:

     (i) პრეტენდენტის საშუალო წლიური ბრუნვა ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში (2016, 2015, 2014) არ უნდა იყოს 2,000,000.00 (ორი მილიონი) აშშ დოლარზე ან ექვივალენტურ თანხაზე ნაკლები. ერთობლივი საწარმოს შემთვევაში, საწარმოს ყველა პარტნიორმა ერთად უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნა, ამასთან თითოეულმა პარტნიორმა უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნილი ბრუნვის მინიმუმ 40%.

     (ii) მინიმუმ 450,000.00 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ან ექვივალენტური თანხის ლიკვიდური აქტივების (მაგ. ნაშთი საბანკო ანგარიშზე, ლიკვიდური ფინანსური ინსტრუმეტები, მოქმედი საკრედიტო ხაზი) ხელმისაწვდომობა.  

(b) ტექნიკური მოთხოვნები:

     (i) პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს განხორციელებული მსგავსი ხასიათის და სირთულის, მინიმუმ 100კმ სიგრძის, ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის მიწოდება, მონტაჟი, კონფიგურირება და ექსპლუატაციაში გაშვება.  ზემოაღნიშნულის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულოა. 

     (ii) ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის მონტაჟის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება.   აღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა მოიცავდეს კონტრაქტების ჩამონათვალს, ინფორმაციას ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემისა და პროექტების წარმატებით განხორციელების შესახებ. ჩამონათვალი ასევე უნდა მოიცავდეს შემსყიდველების საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის და ფაქსის ნომრებს, მისამართებს, ელექტრონულ ფოსტას და საფოსტო მისამართს). 

5. წინასატენდერო შეხვედრა, რომელზეც პრეტენდენტებს შეუძლიათ დასწრება, ჩატარდება 2018 წლის 22 თებერვალს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე ადგილობრივი დროით.  

6. დაინტერესებულ პრეტენდენტებს სრული სატენდერო პაკეტის ინგლისურ ენაზე მოთხოვნა შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი განაცხადის წარდგენის საფუძველზე.

    მოთხოვნის შემთხვევაში, სატენდერო პაკეტი გაეგზავნება პრეტენდენტს კურიერის საშუალებით პრეტენდენტის ხარჯზე.

7. პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინონ ქვემოთ მითითებულ მისამართზე 2018 წლის 22 მარტის 15:00 საათამდე ადგილობრივი დროით. სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიასთან ერთად. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია უნდა იყოს 17,500.00 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი. დაგვიანებული სატენდერო წინადადებები იქნება უარყოფილი. სატენდერო წინადადებები გაიხსნება ქვემოთ მითითებულ მისამართზე 2018 წლის 22 მარტის 15:15 საათზე ადგილობრივი დროით სატენდერო წინადადებების გახსნაზე დასწრების მსურველი პრეტენდენტების წარმომადგენლების თანდასწრებით.

 

8. პრეტენდენტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ  შემდეგს: (i) პრეტენდენტებმა თავიანთ სატენდერო წინადადებებში უნდა დაასაბუთონ, რომ ყველა პროგრამული უზრუნველყოფა ლიცენზირებულია (მოქმედი ლიცენზიით) ან წარმოებულია პრეტენდენტის მიერ და, (ii) რომ   გადახრები ჩაითვლება თაღლითობად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფლებამოსილების შეწყვეტა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული კონტრაქტების მისანიჭებლად.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ალ. ყაზბეგის გამზ. #12, თბილისი, 0160 საქართველო

ტელ/ფაქსი:  (+995 322) 37-05-08

ფაქსი: + (995 322) 31-30-34

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

გიორგი სეთურიძე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: