ტენდერები

საქართველო

საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა

კრედიტის/სესხის No: 2843-GEO

დავალების სახელწოდება: პროექტის განხილვის საერთაშორისო კონსულტანტი

კონტრაქტი/RFP No:  RCIP/CS/ICS-14

საქართველომ აზიის განვითარების ბანკისაგან მიიღო დაფინანსება საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის განხორციელებისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყოდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: პროექტის განხილვის საერთაშორისო კონსულტანტი.

კონსულტანტის მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოცემულია აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდზე: cms.adb.org.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 12 თვე.

შერჩევა განხორციელდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად Guidelines on The Use of Consultants by Asian Development Bank and Its Borrowers, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: http://www.adb.org/documents/guidelines-use-consultants-asian-development-bank-and-its-borrowers

ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იქნას ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის cms.adb.org მეშვეობით, არაუგვიანეს 2017 წლის 19 სექტემბრისა.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: