ტენდერები
სატენდერო მოწვევა
საქართველო
იაპონიიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს  (JICA) დაფინანსებით  აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (II) 
 JICA LOAN No.: GRG-P3   
კონტრაქტის დასახელება: ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთზე, ჭიშურას ფერდობის დამცავი სამუშაოების განხორციელება.
სატენდერო მოწვევა: EWHIP /CW/NCB-05
განცხადების ნომერი: DEP170000053

სატენდერო მოწვევა


საქართველო

იაპონიიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს  (JICA) დაფინანსებით  აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (II)  

JICA LOAN No.: GRG-P3  

 კონტრაქტის დასახელება: ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთზე, ჭიშურას ფერდობის დამცავი სამუშაოების განხორციელება.

სატენდერო მოწვევა: EWHIP /CW/NCB-05

განცხადების ნომერი: DEP170000053

1. საქართველომ მიიღო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს  (JICA)  დამატებითი დაფინანსება JICA LOAN No.  GRG-P3   აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (II)  ფარგლებში  ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთზე ჭიშურას ფერდობის დამცავი სამუშაოების განხორციელების მიზნით.

 

2. პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები.  სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პერიოდია 6 თვე.

 

3. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 5,719,257.29 ლარს, ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებელის ჩათვლით, როგორც ეს წარმოდგენილია ინსტრუქციის 14.7 ქვეთავში. თუმცა, ტენდერში მონაწილის პასუხმისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს წინასწარ ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივი საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე.

 

4. პრეტენდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიაროს საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

 . უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2014, 2015 და 2016 ) საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 3 000 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაითვლება მიმდინარე ან/და დასრულებული კონტრაქტებიდან მიღებული დადასტურებული გადახდებისგან, გაყოფილი 3 წელზე;

ბ. პრეტენდენტის მხრიდან წარმოდგენილ უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების, გარდა ავანსის თანხისა რომელიც შეიძლება განხორციელდეს კონტრაქტის ფარგლებში, ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 800 000 ლარის ოდენობით.

გ. ძირითადი კონტრაქტორის, ერთობლივი საწარმოს წევრის, მენეჯმენტ კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის სამშენებლო გამოცდილება უნდა მოიცავდეს 2012 წლის 1 იანვრიდან და სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადამდე პერიოდში მინიმუმ ერთ ობიექტზე ანალოგიური ხასიათისა და სირთულის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს (სამუშაოები ძირითადად დასრულებული უნდა იყოს) ღირებულებით () 1 (ერთი) კონტრაქტი არანაკლებ  3 000 000 ლარის ოდენობით.

დ. დამატებითი საკვალიფიკაციო კრიტერიუმის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია III ნაწილშისატენდერო დოკუმენტაციის შეფასებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმი.

5. სატენდერო დოკუმენტების სრული პაკეტის ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმატით ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ.

6. სატენდერო წინადადებები უნდა აიტვირთოს ელექტრონულად, 25.1 პუნქტის შესაბამისად. დაგვიანებით წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები არ დაიშვება. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა მითითებულია შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული პროცედურები არ ვრცელდება აღნიშნულ შესყიდვაზე. სატენდერო წინადადებების წარმოდგენა და ტენდერის გახსნა მოხდება ელექტრონულად საქართველოს სახელმწიფო ელექტრონული შესყიდვის სისტემის გამოყენებით, რომელშიც გარკვეული ცლილებები იქნა შეტანილი. საქართველოს სახელმწიფო ელექტრონული შესყიდვის სისტემაში შეტანილი ძირითადი ცლილებებია:

· ელექტრონული სარეზერვო აუქციონის 3 რაუნდი აღარ გამოიყენება. რაუნდები აღნიშნული შესყიდვისთვის არ გამოიყენება.

· კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება ცხადდება ელექტრონული შესყიდვების სისტემაში, რაც ტენდერის მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას თავად წარმოადგინონ სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივი საბაზრო ფასებს და, აგრეთვე, გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ შემოთავაზებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრაზე.

· გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ სამუშაოების შესყიდვა ჩატარდება ეროვნული ტენდერის (NCB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშაოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი, განახლებული 2014 წლის ივლისში)”. გთხოვთ, ინფორმაციის დასაზუსტებლად შეკითხვები ატვირთოთ ელექტრონული შესყიდვების სისტემაში. ყველა შეკითხვის პასუხი ასევე აიტვირთება ელექტრონული შესყიდვების სისტემაში.

7. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია ძალაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში (ანუ 90 დღე +28 დღე=118 დღე). ერთობლივი საწარმოს მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს ინსტრუქციის 19.8 პუნქტს, რადგან ხსენებულ პუნქტთან შეუსაბამობა შესაძლოა სატენდერო წინადადების უარყოფის საფუძველი გახდეს.

 

8. დამკვეთის მისამართი:

ბატონი ნუგზარ გასვიანი, თავმჯდომარის მოადგილე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მისამართი:   ალ. ყაზბეგის 12,. 0160 თბილისი, საქართველო.                                 

ტელ:              (+995 32) 37 05 08.

ელ-ფოსტა:    info@georoad.ge.


 

 

 

 

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: