ტენდერები

საქართველო

ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი (BARP)

სესხის ნომერი.                             962 

დავალების სახელწოდება:      პროექტის მენეჯერი

კონტრაქტის ნომერი:                 BARP/CS/ICS-01

საქართველომ მიიღო სესხი ქუვეითის არაბთა ეკონომიკური განვითარების ფონდისაგან ბათუმი-ახალციხის გზის პროექტის განსახორციელებლად (ხულო-გოდერძის მონაკვეთი). აღნიშნული სესხის ნაწილი მოხმარდება პროექტის ფარგლებში  საქონლის, სამუშაოების და საკონსულტაციო მომსახურეობის შესყიდვას, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს ინდივიდუალ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: „პროექტის მენეჯერი“. 

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 2 წელი, ვადის გაგრძელების პერსპექტივით პროექტის განხორციელების პროგრესის მიხედვით. მოსალოდნელია რომ საერთაშორისო კონსულტანტი იმუშავებს საქართველოში 10 კალენდარული დღით ყოველ კვარტალში, რაც ჯამში შეადგენს 40 სამუშაო დღეს კალენდარულ წელიწადში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ყველა საჭირო ინფორმაცია რომელიც დაადასტურებს მათ დავალების შესასრულებლად საჭირო გამოცდილებას და კვალიფიკაციას. კანდიდატების რეზიუმე უნდა მოიცავდეს მსგავსი განხორციელებული პროექტების ჩამონათვალს და მოკლე აღწერილობას.

კონსულტანტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო მშენებლობაში (უპირატესობა მიენიჭება უფრო მაღალ ხარისხს);
  • კომპიუტერული პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა, მათ შორის Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Project, Autodesk Autocad და electronic mail.
  • მინიმუმ 15 წლიანი გამოცდილება საგზაო სექტორში;
  • მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება გზების მშენებლობის KFAED - ის მიერ დაფინანსებულ დიდ პროექტებში;
  • FIDIC საზედამხედველო და სამშენებლო კონტრაქტების, ასევე საკონტრაქტო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ხარისხის კონტროლის პროცედურების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
  • ქართული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.  

 

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელ–ფოსტის მეშვეობით: info@georoad.ge.

 

ინტერესის გამოხატვის და მასზე თანდართული შრომითი ბიოგრაფიებისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე, არაუგვიანეს: 2017 წლის 16 სექტემბერი, 17:00 საათი.

 

სახელი:         ნუგზარ გასვიანი

პოზიცია:       საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

მისამართი:   ალ.ყაზბეგის გამზირი №12, თბილისი, 0160, საქართველო.

ელ.ფოსტა:    info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: