ტენდერები
მდებარეობა: საქართველო
საკონსულტაციო მომსახურება E-60 ავტომაგისტრალის გრიგოლეთი ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის ზედამხედველობა

1. დამკვეთი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მისამართი:

ალ ყაზბეგის გამზირი 12 0160, თბილისი, საქართველო

ტელეფონი: +995 32 2 37 05 08

ელ-ფოსტა: info@georoad.ge, cc: n.papunidi@gmail.com

კონტრაქტის სპეციფიკაცია

2. კონტრაქტის აღწერილობაევროპის საინვესტიციო ბანკი გამოყოფს თანხას საქართველოს მთავრობისათვის  გრიგოლეთი-ქობულეთის ოთხ ზოლიანი გზისთვის კმ 0-000 + კმ 14 - 000. ზედამხედველობის მომსახურება წარიმართება სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტში ასახული ვალდებულებების მიხედვით.

3. მაქსიმალური ბიუჯეტი

კონტრაქტის ტიპი: დროზე დაფუძნებული

EUR 5,000,000.00 NET


მონაწილეობის პირობები

4. შესაბამისობაინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იურიდიულ პირს ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით (EIB Guide to Procurement) http://www.eib.org/projects/publications/guide-to-procurement.htm

5. მონაწილეთა რაოდენობა

 ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ არ შეიძლება წარმოდგენილ იქნას ერთ განაცხადზე მეტი მონაწილეობის ფორმის მიუხედავად (როგორც ინდივიდუალური იურიდიული პირი ან როგორც წამყვანი ან განაცხადის წარმდგენი კონსორციუმის წევრი). თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი წარმოადგენს ერთ განაცხადზე მეტს, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იქნება მიღებული.  

6. მოკლე სიაში მოხვედრილ პირთა გაერთიანება დაუშვებელია

იმ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი წინადადებები, რომლებიც არ შედიან მოკლე სიაში არ განიხილება აღნიშნული სატენდერო პროცედურისას. კანდიდატებს, რომლებიც შედიან მოკლე სიაში არა აქვთ უფლება გაერთიანდნენ ან ქვე-კონტრაქტები გააფორმონ ერთმანეთთან აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში. 

7. საფუძველი უარისათვის მონაწილეობის მიღებაზე

კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ხელმოწერილი დეკლარაცია, რომელიც განაცხადის სტანდარტული ფორმის ნაწილია (იხ პუნქტი 15 ქვემოთ), და ადასტურებს რომ მათზე არ ვრცელდება არც ერთი ჩამოთვლილი შემთხვევა, რომელთა გამოც მათ, შესაძლებელია, უარი მიიღონ მონაწილეობის მიღებაზე. 

8. ქვე-კონტრაქტის გაფორმებაქვე-კონტრაქტის გაფომება

შესაძლებელია თავდაპირველი საკონტრაქტო ღირებულების მაქსიმუმ 20%ზე. 

9. მოკლე სიაში შესულ კანდიდატთა რაოდენობა

მიღებული განაცხადების საფუძველზე, 4-8 კანდიდატი იქნება მოწვეული დეტალური წინადადებების წარმოსადგენად აღნიშნული კონტრაქტისათვის. თუ იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებიც მოთხოვნებს აკმაყოფილებს, 4 ზე ნაკლებია, უფლებამოსილ პირს შეუძლია მოიწვიოს კანდიდატები რომლებიც მოთხოვნებს აკმაყოფილებენ წინადადებების წარმოსადგენად.

სავარაუდო განრიგი


10. ტენდერის გამოცხადების სავარაუდო თარიღი
      აგვისტო 2017


11. კონტრაქტის დაწყების სავარაუდო თარიღი
       ნოემბერი 2017


12.  დავალებათა შესრულების თავდაპირველი პერიოდი და კონტრაქტის  შესაძლო გაგრძელება

კონტრაქტის განხორციელების თავდაპირველი ვადა იქნება 24 თვე. აღნიშნული ვადა შესაძლებელია, გაგრძელდეს დამკვეთის წინასწარი თანხმობით. შენიშვნა: მომსახურეობის ხანგრძლივობა დაკონკრეტდება წინადადებების წარმოდგენის მოთხოვნის (RFP) ეტაპზე. ხანგრძლივობა ნათელი გახდება სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცების შემდეგ (მშენებლობის პერიოდი + დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი). 

შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების კრიტერიუმები

13. შერჩევის კრიტერიუმები

გამოყენებული იქნება შერჩევის შემდეგი კრიტერიუმები. თუ აპლიკაცია წარმოდგენილია კონსორციუმის მიერ, შერჩევის აღნიშნული კრიტერიუმები გამოყენებული იქნება კონსორციუმის თითოეული წევრის მიმართ. 

 1) კანდიდატის ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობა (განაცხადისფორმის ნაწილი 3-ის თანახმად), თუ კანდიდატი საჯარო პირია, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ინფორმაცია.

 (ა) კანდიდატის წლიური ბრუნვა (ინდივიდუალური კომპანია ან კონსორციუმის თითოეული წევრი) უნდა იყოს მინიმუმ EUR 800,000 ბოლო სამი წლის განმავლობაში თითოეული წლისათვის. შენიშვნა კანდიდატებისათვის: განაცხადის ფორმაში მიუთითეთ წელი რომლისთვისაც წარმოადგენთ ინფორმაციას. 

2) კანდიდატის პროფესიონალური შესაძლებლობა (განაცხადის ფორმის 4 და 5 ნაწილების თანახმად)

 (ა) კანდიდატის მუდმივი თანამშრომლების რაოდენობა (ინდივიდუალური კომპანია ან კონსორციუმის თითოეული წევრი), რომლებიც ახლა მუშაობენ იმ სფეროში, რომელიც შეესაბამება ქვემოთ მოცემულ ტქნიკურ კრიტერიუმს, უნდა იყოს მინიმუმ 30, ბოლო სამი წლის განმავლობაში თითოეული წლისათვის (2015, 2016, 2017). შენიშვნა კანდიდატებისათვის: განაცხადის ფორმაში მიუთითეთ წელი რომლისთვისაც წარმოადგენთ ინფორმაციას.

(ბ) ბოლო სამი წლის განმავლობაში თითოეული წლისათვის (2015, 2016, 2017) კანდიდატის თანამშრომლების 50% არის მუდმივი (ინდივიდუალური კომპანია ან კონსორციუმის თითოეული წევრი). შენიშვნა კანდიდატებისათვის: განაცხადის ფორმაში მიუთითეთ წელი, რომლისთვისაც წარმოადგენთ ინფორმაციას. 

3) კანდიდატის ტექნიკური შესაძლებლობა (განაცხადის ფორმის 4 და 5 ნაწილების თანახმად)

(ა) კანდიდატმა (ინდივიდუალურმა კომპანიამ თუ კონსორციუმის თითოეულმა წევრმა) ბოლო 5 წლის განმავლობაში (2012 წლიდან აპლიკაციის მიღების ბოლო ვადამდე, რომელიც მოცემულია ქვემოთ - ნაწილში 14), წარმატებით განახორციელა მინიმუმ 2 პროექტი, რომელთაგან თითოეულის ღირებულება არის მინიმუმ EUR 1,000,000 ის ექვივალენტი, რაც უნდა მოიცავდეს საზედამხეველო მომსახურებას საგზაო სამუშაოების  20 მილიონი ევროს  ან ზემოთ გზების მშენებლობის  სამუშაოებს. 

თუ ზემოთ ჩამოთვლილ შერჩევის კრიტერიუმებს 8 კანდიდატზე მეტი აკმაყოფილებს, უნდა მოხდეს აღნიშნული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი აპლიკაციების ძლიერი და სუსტი მხარეების განმეორებითი გადახედვა, რათა გამოვლინდეს 8 საუკეთესო კანდიდატი სატენდერო პროცედურებისათვის. ფაქტორები, რომლებიც განაცხადების განმეორებითი გადახედვის დროს იქნება გათვალისწინებული არის შემდეგი:  

1) პროექტების რაოდენობა ზემოთ მოცემული 3(ა). 

2) თუ ორ ან მეტ კანდიდატს აქვს მსგავსი პროექტების თანაბარირაოდენობა (ზემოთ მოყვანილი დამატებითი კრიტერიუმი 1) ის მიხედვით, უპირატესობა მიენიჭება კავკასიის რეგიონში განხორციელებულ პროექტებს (კრიტერიუმი 3 ა).

14. კონტრაქტის მინიჭების კრიტერიუმები

Best Value for Money (ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევა)

15. განაცხადების მიღების ბოლო ვადა

დამკვეთმა განაცხადები უნდა მიიღოს არაუგვიანეს 2017 წლის 22 აგვისტოს 17:00. ნებისმიერი განაცხადი, რომელიც აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იქნება  წარდგენილი არ განიხილება. 

16. განაცხადის ფორმატი და დეტალები

განაცხადები წარმოდგენილ უნდა იყოს სტანდარტული ფორმით, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.eib.org/attachments/med/ta_application_form_en.doc, რომლის ფორმატი და მითითებები მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული. 

ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტაცია (ბროშურა, წერილი), რომელიც წარმოდგენილია განაცხადის ფორმასთან ერთად არ იქნება მიღებული მხედველობაში.

17. როგორ უნდა იქნას წარმოდგენილი განაცხადები

განაცხადები უნდა წარედგინოს დამკვეთს ინგლისურად• ფოსტის საშუალებით (ოფიციალური საფოსტო მომსახურება) :

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიბატონი ზაზა სიმონია, თავმჯდომარის მოადგილემისამართი: ყაზბეგის გამზირი. 12 0160, თბილისი, საქართველოტელეფონი: +995 32 2 37 05 08

ან ხელით (კურიერული მომსახურება): 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიბატონი ნიკოს პაპუნიდი, განხორციელების კონსულტანტიმისამართი: ყაზბეგის გამზირი. 12 0160, თბილისი, საქართველოტელეფონი: +995 32 2 37 05 08 (შიდა 3-11)

კონტრაქტის სახელწოდება და ნომერი (იხილეთ ნაწილი 1 ზემოთ) გარკვევით უნდა იყოს მითითებული კონვერტზე, რომელიც უნდა შეიცავდეს განაცხადის ფორმას და მოხსენიებული უნდა იყოს დამკვეთთან წარმოებულ  ყველა შემდგომ კორესპონდენციაში.  

სხვა ფორმით და მათ შორის  ელექტრონული ფოსტით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

18. განაცხადების შეცვლა ან გაწვევა

კანდიდატებს შეუძლიათ შეცვალონ ან უკან გაიწვიონ თავიანთი განაცხადები წერილობითი განცხადების საფუძველზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადამდე. განაცხადის შეცვლა ბოლო ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.
ნებისმიერი მსგავსი განცხადების ცვლილების ან განაცხადის უკან გაწვევის დროს კონვერტზე გარკვევით იქნება მითითებული გარე კონვერტზე (და შიდა კონვერტზე თუ ასეთი არსებობს) ,,ცვლილება" ან ,,განაცხადის უკან გაწვევა" შესაბამისად.

19. სამუშაო ენა

ყველა წერილობითი კომუნიკაცია აღნიშნული ტენდერისათვის წარიმართება ინგლისურად და კონტრაქტის ენა არის ინგლისური. 

შენიშვნა: უპირატესობა ენიჭება შესყიდვების განაცხადის ინგლისურ ენოვან ტექსტს.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: