ტენდერები

საქართველო

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი (SLRP III)

კრედიტი/სესხი IBRD 8402-GE

პროექტის No.: P148048

დავალების სახელწოდება: დეტალური პროექტის, გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის დოკუმენტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება 11 გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის (დაახლოებით 68კმ) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის ფარგლებში (SLRP III)

კონტრაქტი/ RFP No:  SLRP III/CS/QCBS-09

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: ”დეტალური პროექტის, გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის დოკუმენტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება 11 გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის (დაახლოებით 68კმ) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის ფარგლებში”.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს: შესაბამისი გამოცდილება საპროექტო ღონისძიებებთან მიმართებაში, ძირითადი პერსონალის კვალიფიკაცია, კორპორატიული პროფილი.

მოკლე სიაში შეყვანის კრიტერიუმებია:

•    ზოგადი გამოცდილება.

•    ანალოგიური გამოცდილება - გზების რეაბილიტაციის ან მშენებლობის პროექტების ფარგლებში დეტალური პროექტების მომზადება  ბოლო 5 წლის განმავლობაში (2012 წლის პირველი იანვრიდან).

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 6 თვე. 

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – „მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში („კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.      

კონსულტანტებს კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით შეუძლიათ გაერთაინდნენ (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე). ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1490604057 

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება კონსულტანტის კვალიფიკაციისა  და ღირებულების შერჩევის მეთოდით მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში).   

ინტერესის გამოხატვის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2017 წლის 19 აპრილის 17:00 საათისა.

სახელი: ნუგზარ გასვიანი

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ.ფოსტა: info@georoad.ge  

ვებ–გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: