ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო 

შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP)

კრედიტის/სესხის # IBRD 8599-GE

პროექტის #: P149953

დავალების სახელწოდება:  საგზაო ქსელის შეფასება, დეტალური პროექტის მომზადება, გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის დოკუმენტების და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება გურიის რეგიონში რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის განსახორციელებლად და მონიტორინგის/საზედამხედველო მომსახურების გაწევა

კონტრაქტი/RFP # SRAMP/CS/QCBS-01

საიდენტიფიკაციო #:  SRAMP PP, პუნქტი №1.3

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: ”საგზაო ქსელის შეფასება, დეტალური პროექტის მომზადება, გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის დოკუმენტების და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება გურიის რეგიონში რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის განსახორციელებლად და მონიტორინგის/საზედამხედველო მომსახურების გაწევა".

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს: შესაბამისი გამოცდილება მსგავსი დავალებების განხორციელებაში, კორპორატიული პროფილი.

მოკლე სიაში მოხვედრის კრიტერიუმებია:

1. მსგავსი გამოცდილება როგორიცაა:

1.1       ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების/შეფასებების მომზადება (მათ შორის სატენდერო დოკუმენტაციის/კონტრაქტების მომზადება) რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად წარმატებით დასრულებული 2007 წელს ან მას შემდეგ.

1.2       გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის დოკუმენეტის მომზადება საშუალო ზომის საგზაო პროექტებისთვის დასრულებული 2007 წელს ან მას შემდეგ.

1.3       დეტალური პროექტის მომზადება ასფალტის საფარიანი გზების მშენებლობისთვის/რეაბილიტაციისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად წარმატებით დასრულებული 2007 წელს ან მას შემდეგ.

1.4       მონიტორინგი/ზედამხედველობა რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტებისთვის, რომელიც მოიცავს გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების ზედამხედველობას რომელშიც ანაზღაურება ხდება წინასწარ დადგენილი მომსახურების დონის შესრულების შესაბამისად წარმატებით დასრულებული 2007 წელს ან მას შემდეგ.

საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ხანგრძლივობაა 3 წელი და 11 თვე, მათ შორის პირველი 11 თვე განკუთვნილია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, დეტალური პროექტის, გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის დოკუმენეტების და სატენდერო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. ამის შემდეგ, დამქირავებელი განახორციელებს სატენდერო პროცედურებს სამუშაოების კონტრაქტის შესასყიდად და კონტრაქტორის შესარჩევად, რის შემდეგაც კონსულტანტი დაიწყებს 3-წლიან მონიტორინგს/ზედამხედველობას სამუშაოებზე. 

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – „მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთაინდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას №1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1490604057 

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 40 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება  კონსულტანტის კვალიფიკაციისა  და ღირებულების შერჩევის მეთოდით მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტის შერჩევა და დაქირავება (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში). 

ინტერესის გამოხატვა წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე (პირადად, ფოსტის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) არაუგვიანეს 2017 წლის 21 აპრილის, 17:00 საათისა.

საკონტაქტო პირი: გიორგი სეთურიძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი №12, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ: +995-322-37-05-08 დამ. 218

ფაქსი: +995-322-31-30-34

ელ. ფოსტა: info@georoad.ge  

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: