ტენდერები

საქართველო

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი

კრედიტის #5078-GE, სესხი #8143–GE

პროექტის N P122204

დავალების სახელწოდება: მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების დეტალური მიმოხილვა

კონტრაქტი/ RFP # SLRPII/CS/CQS-06

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნული მომსახურების გასაწევად ინტერესის გამოხატვისთვის იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (კონსულტანტებს) შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების (”მომსახურება”) გასაწევად: „მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების დეტალური მიმოხილვა“

საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ხარნგრძლივობაა 18 კვირა.

დავალების მიზანი:

დავალების მიზანია განიხილოს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვები და კონტრაქტის განხორციელების პროცესი, რათა დადგინდეს მისი შესაბამისობა საფინანსო ხელშეკრულებებთან, მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურებთან და ქვეყნის კანონმდებლობასთან.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესთა გამოხატვის წერილს თან უნდა დაერთოს შემდეგი: კონსულტანტის კორპორატიული პროფაილი და შესაბამისი გამოცდილება დავალებასთან მიმართებაში.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, ~კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთაინდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას N 1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge  შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1490604057

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით შერჩევის მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება, 2011 წლის იანვარი, განახლებული 2014 წლის ივლისში.

მოკლე სიაში მოხვედრის კრიტერიუმია:

- ზოგადი გამოცდილება შესყიდვების აუდიტში და კონტრაქტის მართვაში;

- მსგავსი გამოცდილება: მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში განხორციელებული შესყიდვების აუდიტი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში (2012 წლის შემდეგ);

- მსგავსი გამოცდილება: მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში კონტრაქტების მართვის გამოცდილება უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში (2012 წლის შემდეგ);

შეფასებისას მოხდება მხოლოდ წარმატებით დასრულებული დავალებების გათვალისწინება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილისაბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის. 

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ იმეილზე: info@georoad.ge

ინტერესის გამოხატვა წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე (პირადად, ფოსტის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) არა უგვიანეს 2017 წლის 11  აპრილის, 17:00 საათისა.

სახელი: გიორგი სეთურიძე

პოზიცია: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზირი #12

ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: