ტენდერები

საქართველო 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი 

კრედიტის/სესხის № IDA5245-GE; IBRD8263-GE 

პროექტის № P130413 

დავალების სახელწოდება: საავტომობილო გვირაბის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის მომზადება და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია - ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა. 

საიდენტიფიკაციო № EWHIP-4/CS/ICS-12

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: საავტომობილო გვირაბის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის მომზადება და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია - ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 4 თვე.

კონსულტანტის მომსახურება მოიცავს: გორის, რიკოთის და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბების დათვალიერება/ინპექტირებას, გვირაბების უფასრთხოების არსებული დოკუმენტების (გვირაბების უსაფრთხოების GOST და SNIP სტანდარტების) დათვალიერაბა/ინსპექტირებას და საქართველოსთვის გვირაბების საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ახალი დოკუმენტების შემუშავებას, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე; ტრენინგების ჩატარებას გვირაბების ტექნიკური პერსონალისათვის და დამკვეთის შესაბამისი თანამშრომლებისათვის. კერძოდ, კონსულტანტმა უნდა შეიმუშაოს შემდეგი დოკუმენტები:

1.  გვირაბის ექსპლუატაციისათვის უსაფრთხოების საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სახელმძღვანელო; 

2.  გვირაბის ინსპექტირების სახელმძღვანელო;

3.  გვირაბის საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისათვის უსაფრთხოების სახელმძღვანელო;

4.  გვირაბის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ზოგადი პროტოკოლი/სამოქმედო გეგმა (მათ შორის ინდივიდუალური საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროტოკოლები მოცემული სამი გვირაბისთვის: გორის, რიკოთის და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბები).

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება ზემოხსენებული დავალების შესასრულებლად. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს კონსულტანტის მოკლე ბიოგრაფიას (CV), კვალიფიკაციას და გამოცდილებას, რომ დადასტურდეს კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისობა შესასრულებელ დავალებასთან.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის  მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება, 2011 წლის იანვარის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, თავი V „ინდივიდუალი კონსულტანტის შერჩევა“.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – „მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში,“კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტისათვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

 

•     საინჟინრო ხარისხი და მინიმუმ 10 წლიანი ზოგადი პროფესიული საინჟინრო გამოცდილება საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროში;

•     სასურველია საავტომობილო გვირაბების დეტალური პროექტების მომზადების 5 წლიანი გამოცდილება  ევროპული სტანდარტების შესაბამისად;

•     სასურველია გვირაბის უსაფრთხოების აუდიტის გამოცდილება, ასევე მსგავსი სახელმძღვანელოების/ პროტოკოლების ან/და საპროექტო დოკუმენტაციების განხილვის გამოცდილება გვირაბების უსაფრთხოების კუთხით;

•     სასურველია გვირაბების მინიმალური უსაფრთხოების ზომების მოთხოვნების შესრულების გამოცდილება დაფუძნებული საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე (მაგალითად,  ევროპული პარლამენტის და საბჭოს მიერ შემუშავებული დირექტივა 2004/54/EC).

•     გვირაბის  საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების (მაგალითად, ეროვნული გეგმები, სახელმძღვანელოები, პროცედურების/პროტოკოლები, ტრენინგები) შემუშაევების და/ან განხორციელების უახლესი (ბოლო სამი წლის განმავლობაში)  გამოცდილება, სასურველია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით.

•     სავალდებულოა ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა;

•     სასურველია რუსული ენის ცოდნა;

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.  

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელ–ფოსტის მეშვეობით: info@georoad.ge

ინტერესის გამოხატვა და კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემების (CV) ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2017 წლის 13 მარტის 17:00 საათისა.

სახელი და გვარი: გიორგი სეთურიძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

მისამართი: ალ. ყაზბეგის #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: