ტენდერები

საქართველო 

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი (SLRP III)

კრედიტი/სესხი IBRD 8402-GE 

პროექტის P148048

დავალების სახელწოდება: ადგილობრივი იურიდიული საკონსულტაციო მომსახურება 

კონტრაქტი # SLRPIII/CS/ICS-07

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: „ადგილობრივი იურიდიული საკონსულტაციო მომსახურებისათვის“. 

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება ზემოხსენებული დავალების შესასრულებლად. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს კონსულტანტის მოკლე ბიოგრაფიას (CV), კვალიფიკაციას და გამოცდილებას, რომ დადასტურდეს კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისობა შესასრულებელ დავალებასთან.

საკონსულტაციო კონტრაქტის სავარაუდო ხანგრძლივობაა 70 დღე 6 თვის განმავლობაში. მოსალოდნელია, რომ კონსულტანტი უმეტესად იმუშავებს თბილისში, მათ შორის დაახლოებით 30 დღე საველე სამუშაოებია.   

დავალების მიზანია:

დავალების მიზანია დაეხმაროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს გააუმჯობესოს გზების მოვლა-შენახვის არსებული სისტემა - გზების მოვლა-შენახვისთვის პილოტური მცირე საწარმოების მიზანშეწონილობის და საქართველოში არსებული ვითარების გათვალისიწინებით შემოთავაზებული მიდგომის გამოყენებადობის დადასტურებით. დავალების მიზანია განაახლოს 2010 წელს ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შედეგები და განსაზღვროს სტრატეგია და პროექტი თუ როგორ უნდა განხორციელდეს მცირე საწარმოების პილოტური პროგრამა ადგილობრივ გზების მოვლა-შენახვისთვის.

არსებული მოვლა-შენახვის სისტემის გასაუმჯობესებლად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს 3 ინდივიდუალური კონსულტანტის დაქირავებას (საერთაშორისო კონსულტანტი რომელსაც ექნება მსგავსი გამოცდილება, ადგილობრივი იურისტი და ადგილობრივი ინჟინერი) იმ მიზნით რომ დადასტურდეს შემოთავაზებული კონცეფციის საქართველოში გამოყენების შესაძლებლობა.

  1. 2010 წელს მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განახლება, საქართველოში აღნიშნულ სექტორში ამჟამად არსებული ვითარების გათვალისწინებით;
  2. სამართლებრივი ასპექტების შესწავლა და მცირე საწარმოებისთვის საუკეთესი სამართლებრივი ფორმის განსაზღვრა;
  3. მცირე საწარმოების შესაქმნელად ორი ან სამი რეგიონული გზის განსაზღვრა;
  4. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იმის გასარკვევად თუ რამდენადაა ადგილობრივებში მზაობა და სურვილი რომ განხორციელდებს მცირე საწარმოების პროექტი;
  5. აღნიშნული მიდგომის ანალიზი, რეკომენდაციების, დადებითი და უარყოფითი მხარების განსაზღვრა;
  6. მცირე საწარმოების შექმნისგან მიღებული პოტენციური ეკონომიკური სარგებლის განსაზღვრა, რომელიც გადაწონის პროექტის განსახორციელებლად საჭირო ძალისხმევას (მცირე საწარმოების შექმნის, ტრენინგების ჩატარების და მისი მართვის თვალსაზრისით);

მოსალოდნელია, რომ სოფლის ტრანსპორტის საერთაშორისო კონსულტანტი უხელმძღვანელებს 2 ადგილობრივი კონსულტანტისგან შემდგარ გუნდს. ადგილობრივი იურისტი დაეხმარება საერთაშორისო კონსულტანტს მოვლა-შენახვისთვის მცირე საწარმოების პილოტური პროექტის საქართველოს კონტექსტისთვის და საჭიროებებისთვის მორგებაში და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტების შესახებ არსებული ინფორმაციის მოგროვებასა და თარგმანში. 

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის  მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება, 2011 წლის იანვარის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, თავი V „ინდივიდუალი კონსულტანტის შერჩევა“.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – „მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში,“კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტისათვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • იურისტის ხარისხი (ბაკალავრზე მაღალ ხარისხს  მიენიჭება უპირატესობა);
  • მინიმუმ 4-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სიღრმისეული ცოდნა;
  • კარგად უნდა ურკვეოდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში;
  • მცირე საწარმოების დაფუძნების ადრინდელი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ადგილობრივ მთავრობასთან და თემთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კონტრაქტების, წესდებების შედგენის გამოცდილება;
  • ენები: ქართული (აუცილებელი), ინგლისური (სავალდებულო);

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.  

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელ–ფოსტის მეშვეობით: info@georoad.ge

ინტერესის გამოხატვა და კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემების (CV) ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2017 წლის 9 მარტის, 17:00 საათისა.

სახელი და გვარი: გიორგი სეთურიძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

მისამართი: ალ. ყაზბეგის #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: