ტენდერები

საქართველო 

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტი 

კრედიტის/სესხის No.: IBRD 8547-GE 

პროექტიNo.: P149952 

დავალების სახელწოდება: E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ჩუმათელეთი - ხევის მონაკვეთის (მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 11.2 კმ) პროექტის განხილვა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა

კონტრაქტი/ RFP No:  EWHCIP/CS/QCBS-03

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: “ E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ჩუმათელეთი - ხევის მონაკვეთის (მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 11.2 კმ) პროექტის განხილვა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა“. 

            აღნიშნული დავალების განხორციელების ვადაა პროექტის განხილვისთვის 4 თვე, სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის 24 თვე ამას დამატებული 12 თვე დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი.

            დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესთა გამოხატვის წერილს თან უნდა დაერთოს შემდეგი: კონსულტანტის კორპორატიული პროფილი და შესაბამისი გამოცდილება დავალებასთან მიმართებაში, ძირითად თანამშრომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება.

            შერჩევის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებია:

  • ზოგადი გამოცდილება საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში;
  • მსგავსი გამოცდილება ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის პროექტის განხილვის დავალებებში ბოლო 5 წლის განმავლობაში (დაწყებული 2011 წლის იანვრიდან).
  • მსგავსი გამოცდილება ავტომაგისტრალის მშენებლობის ზედამხედველობის დავალებებში ბოლო 5 წლის განმავლობაში (დაწყებული 2011 წლის იანვრიდან).

შენიშვნა: მხოლოდ ორივე კრიტერიუმში (ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის პროექტის განხილვა და სამუშაოების ზედამხედველობა) მსგავსი გამოცდილების მქონე  კონსულტანტები მოხვდებიან მოკლე სიაში.

შეფასებისას მოხდება მხოლოდ წარმატებით დასრულებული დავალებების გათვალისწინება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილისაბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.   

            დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

            კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ- გვერდზე www.georoad.ge  შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

            კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

            კონსულტანტის შერჩევა მოხდება “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპებში” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში) მოცემული  კვალიფიკაციისა  და ღირებულების მიხედვით შერჩევის მეთოდის თანახმად.

            დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ იმეილზე: info@georoad.ge

            ინტერესის გამოხატვა წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე (პირადად, ფოსტის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) არაუგვიანეს 2016 წლის 7 ოქტომბრის, 17:00 საათისა.

საკონტაქტო პირი: გიორგი სეთურიძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ. ფოსტა: info@georoad.ge     

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

 

 

 

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: