ტენდერები

საქართველო

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი (EWHIP-4)

კრედიტის/სესხის № IDA5245-GE; IBRD 8263-GE

პროექტის № P130413

დავალების სახელწოდება: აღმოსავლეთ–დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში    E-60 ავტომაგისტრალის კმ95-კმ114 მონაკვეთის რუისი აგარა-აგარას შემოვლითი გზის გასწვრივ ადგილობრივი ხრეშოვანი გზების:

ხრეშოვანი გზა პკ 0+72–პკ35+11 მარცხენა მხარე;

ხრეშოვანი გზა პკ 35+22–პკ68+53 მარჯვენა მხარე;

ხრეშოვანი გზა პკ 36+91–პკ68+50 მარცხენა მხარე;

ხრეშოვანი გზა გასასვლელი მდინარე ფცას მხარეს;

ხრეშოვანი გზა გასასვლელი მდინარე ფრონეს მხარეს და გარე განათების  სამუშაოების ზედამხედველობა. 

კონტრაქტის/RFE No: EWHIP-4/CS/CQS-06

საიდენტიფიკაციო  EWHIP-4 PP, კომპონენტი 1, პუნქტი No.6

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: აღმოსავლეთ–დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში    E-60 ავტომაგისტრალის კმ95-კმ114 მონაკვეთის რუისი აგარა-აგარას შემოვლითი გზის გასწვრივ ადგილობრივი ხრეშოვანი გზების:

ხრეშოვანი გზა პკ 0+72–პკ35+11 მარცხენა მხარე;

ხრეშოვანი გზა პკ 35+22–პკ68+53 მარჯვენა მხარე;

ხრეშოვანი გზა პკ 36+91–პკ68+50 მარცხენა მხარე;

ხრეშოვანი გზა გასასვლელი მდინარე ფცას მხარეს;

ხრეშოვანი გზა გასასვლელი მდინარე ფრონეს მხარეს და გარე განათების  სამუშაოების ზედამხედველობა.

 დავალების სავარაუდო ხანგრძლივობა:  მშენებლობის პერიოდს (მათ შორის კონტრაქტორის მობილიზაციის) 6 თვეს + დეფექტები პასუხისმგებლობის პერიოდი 12 თვე.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება ზემოხსენებული დავალების შესასრულებლად. ინტერესის გამოხატვა უნდა ფარავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგით: გამოცდილება დავალების შესაბამის აქტივობებში, ძირითადი პერსონალის რესურსი და კვალიფიკაცია, კორპორატიული პროფილი. ინტერსის გამოხატვა უნდა მოიცავდეს ძირითადი პერსონალი მოკლე ბიოგრაფიებს რომ დადასტურდეს კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისობა შესასრულებელ დავალებასთან.დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, შესწორებული 2014 წლის ივლისში  “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს” კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი პარტნიორების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომელიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალი კონსულტანტის  მონაწილეობა სხვა მომსახურებაში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.კონსულტანტებმა შეიძლება შექმნან გაერთიანება (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღების გაერთიანებების ფორმებია ან ერთობლივი საწარმო ან ქვე-კონსულტანტობა და ინტერესის გამოხატვა მკაფიოდ უნდა ასახავდეს გაერთიანების ბუნებას) თავიანთი კვალიფიკაციის გასაძლიერებლად. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასებისას. დავალების შესაბამისი პროექტების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას ფორმა #1-ის სახით, რომელიც ატვირთულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge, შემდეგ მისამართზე: http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819კონსულტანტებმა უნდა შეზღუდონ თავიანთი ინტერესის გამოხატვა 20 გვერდამდე. კომპანიის ბროშურები შეიძლება წარმოდგენილი იქნას დანართად და ისინი არ ჩაითვლება  20 გვერდის ლიმიტში.კონსულტანტის შერჩევა მოხდება შერჩევა კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობის მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება, 2011 წლის იანვარის გამოცემა, შესწორებული 2014 წლის ივლისში ("კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები"). წარმოდგენილი ინტერესების გამოხატვის საფუძველზე, მოკლე სია შეიქმნება და უმაღლეს ადგილზე მყოფი კონსულტანტს მოეთხოვება წარმოადგინოს ტექნიკური და ფინანსური წინადადება.კონსულტანტისათვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია:დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია.  

მოკლე სიის კრიტერიუმები:

  • ზოგადი გამოცდილება;
  • მსგავსი გამოცდილება საავტომობილო გზების მშენებლობა/რეაბილიტაციის ზედამხედველობის დავალებებში ბოლო 5 წლის განმავლობაში (დავალებები დასრულებული 2011 წელს ან მას შემდეგ).

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.    

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 10:00-დან 18:00 საათამდე.          

ინტერესის გამოხატვა და თანდართული ზემოთ მოცემული ინფორმაციის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2016 წლის 9 სექტემბერი 17:00 საათისა.

სახელი და გვარი: გიორგი სეთურიძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

მისამართი: ალ. ყაზბეგის N12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: