ტენდერები

დასახელება: სომხეთი: ჩრდილოეთის კორიდორის განახლების პროექტი: სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის კვეთა ბაგრატაშენთნ

პროექტის დასახელება: ჩრდილოეთის კორიდორის განახლების პროექტი: სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის კვეთა ბაგრატაშენთნ

ქვეყანა - სომხეთი

ბიზნეს სექტორი - ტრანსპორტი

პროექტის No.: 43826

სატენდერო ნომერი - 3954586

დავალების სახელწოდება: ბაგრატაშენის ხიდის პროექტირება და მშენებლობა

დამქირავებლის დასახელება - ორი დამქირავებელი: სომხეთის რესპუბლიკა და საქართველო

მოწვევის ტიპი: მოწვევა ტენდერისთვის - ორი ეტაპი

შესყიდვის ტიპი: სამუშაოები

ზოგადი შეტყობინება შესყიდვის შესახებ გამოქვეყნდა -16/03/2016 15:50

გამოქვეყნების თარიღი - 27/07/2016 06:27

მომზადების თარიღი - 27/07/2016 09:00

დასრულების თარიღი - 20/09/2016 09:00

დამქირავებელი განიზრახავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (ბანკი) სესხის ფარგლებში მიღებული / ადმინისტრირებული  სახსრები დამქირავებლის თანადაფინანსებით გამოიყენოს ზემოხსენებული პროექტის განსახორციელებლად. ხელშეკრულებები დაექვემდებარება ბანკის შესყიდვების პოლიტიკას და წესებს.

დაფინანსების დეტალები: კონტრაქტების დაფინანსება განაწილდება ორივე დამქირავებლის სესხებს შორის. დამქირავებელები დააფინანსებენ გადასახადებს დღგ-ს ჩათვლით.

კონტრაქტები დაფინანსებული სესხის ფარგლებში მიღებული/ადმინისტრირებული  სახსრებით ღიაა ნებისმიერი ქვეყნის კომპანიისთვის.

ბანკისგან სესხის ფარგლებში მიღებული/ადმინისტრირებული  სახსრები არ იქნება გამოყენებული იმ მიზნით რომ მოხდეს ინდივიდებისთვის ან ორგანიზაციებისთვის, ან საქონლის იმპორტისთვის თანხის გადახდა, თუ ამგვარი გადახდა ან იმპორტი ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის VII თავის ფაგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას ან დამქირავებლის ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებში რეგულირებულ საკითხს.

დამქირავებელი აცხადებს ტენდერს ზემოხსენებული კონტრაქტებისთვის.

პაკეტი CW-SBB_01, ბაგრატაშენის ხიდის პროექტირება და მშენებლობა

სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის და კომუნიკაციის სამინისტრო (ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის კორიდორის ინვესტირების პროგრამის განმახორციელებლი ორგანიზაცია SNCO) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (საავტომობილო გზების დეპარტამენტი) (დამქირავებელი ან დამქირავებლები) განიზრახავს გამოიყენოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (ბანკი) სესხის ფარგლებში მიღებული სახსრები სადახლო - ბაგრატაშენის სასაზღვრო გადაკვეთის პუნქტთან მდინარე დებედზე ახალი ხიდის პროექტირება და მშენებლობისთვის.

კონტრაქტი მოსალოდნელია, რომ დაიწყება 28/12/2016 და გაგრძელდება 42 თვე, მათ შორის 18 თვე პროექტირება და მშენებლობისთვის და 24 თვე დეფექტების შეტყობინების პერიოდისთვის.

ორ-ეტაპიანი ტენდერის პროცედურა იქნება გამოყენებული შემდეგნაირად:

(ა) ტენდერის პირველი ეტაპი მოიცავს მხოლოდ ტექნიკური წინადადების წარმოდგენას ფასის მითითების გარეშე და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ტექნიკური და კომერციული პირობების შეცვლა ან ტენდერის მონაწილის სურვილის შემთხვევაში ალტერნატიული ტექნიკური გადაწყვეტილებების შემოთავაზება და დასაბუთება, რომ ამგვარი ცვლილება ან ალტერნატიული გადაწყვეტა არ შეცვლის პროექტის ძირითად მიზნებს. დამქირავებლი პირველ ეტაპზე ტენდერის მონაწილეების შეფასების შემდეგ მოიწვევს ტენდერი მონაწილეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და წარმოადგენენ ტექნიკურად დამაკმაყოფილებელ წინადადებას შეხვედრაზე დაზუსტებებისთვის. ტენდერი მონაწილეების წინადადება განიხილება შეხვედრაზე და ყველა საჭირო დანართი, დამატება, გაუქმება და სხვა ცვლილება აღინიშნება მემოარანდუმში. ტენდერის მეორე ეტაპზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ტენდერის კვალიფიციური მონაწილეები, რომლებმაც წარმოადგინეს ტექნიკურად სრულყოფილი და მისაღები წინადადება.

(ბ) ტენდერის მეორე ეტაპი მოიცავს განახლებული ტექნიკური წინადადების წარდგენას ყველა საჭირო ცვლილებების გათვალისწინებით რომელიც დამქირავებლის მიერ მითითებულ იქნა მემორანდუმში ან საჭიროების შემთხვევაში აისახა სატენდერო დოკუმენტაციაზე გამოცემული დანართებში პირველი ეტაპის შემდეგ; და კომერციული ტენდერი.

პირველი ეტაპის წინადადებები უნდა წარმოადგინონ დროულად ზემოხსენებული ვადის შესაბამისად.

ტენდერი განხორციელდება ელექტრონული შესყიდვის სისტემაში EBRD Client E-Procurement Portal (ECEPP). დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ECEPP-ზე შემდეგი ლინკით:

https://ecepp.ebrd.com/respond/G48PQZB992  

და გამოხატონ ინტერესი ტენდერისთვის. სატენდერო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია დარეგისტრირებული კომპანიებისთვის უფასოდ ECEPP-ზე. ტენდერში მონაწილეობის სრული პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (ტენდერის მონაცემების ნაწილი).

ტენდერის მონაწილეებს რომლებიც დარეგისტრირდნენ ECEPP-ზე და გამოხატეს ინტერესი შეუძლიათ იხილონ სატენდერო დოკუმენტაცია უფასოდ და მოითხოვონ განმარტებები და დამატებითი ინფორმაცია დამქირავებლისგან  ECEPP-ში.

სხვა ინფორმაცია: მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რომ კონტრაქტორის მიერ პროექტი მომზადდება სომხეთის და საქართველოს ტექნიკური სტანდარტების და ნორმების შესაბამისად, რომელშიც კონტრაქტორი უნდა ერკვეოდეს. სადავო საკითხები უნდა გადაწყდეს იმ სტანდარტის შესაბამისად, რომელსაც უფრო მაღალი მოთხოვნა აქვს. თუ კომპანია მიიჩნევს, რომ ის არ ფლობს საჭირო გამოცდილებას, შეუძლია სხვა კომპანიებთან შექმნას ერთობლივი საწარმო. იმ შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმება ან ამგვარი შეთანხმების შექმნის განზრახვა, რომელიც უნდა შეიცავდეს დეტალებს თითოეული პარტნიორის შესახებ, ლიდერი პარტნიორის მითითებას, პარტნიორებს შორის წილების გადანაწილებას და ის ასევე უნდა მოიცავდეს მკაფიო მითითებას, რომ ერთობლივი საწარმოს ყველა პარტნიორი ერთობლივად და ცალ-ცალკე პასუხისმგებლები არიან კონტრაქტის შესრულებაზე დამქირავებლის წინაშე. ხიდის მშენებლობა განხორციელდება კონტრაქტის ფარგლებში - კონტრაქტორი და ორი დამქირავებელი.

დამქირავებლის მისამართი:

ერნა ამირხანიან - შესყიდვების და კონტრაქტის მენეჯმენტის სპეციალისტი (სომხეთი), ელ-ფოსტა:  erna.amirkhanyan@northsouth.am  ; ლუკა მოსაშვილი - საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსის მოადგილე (საქართველო), ელ-ფოსტა: luka.mosashvili@georoad.ge  

სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის და კომუნიკაციის სამინისტრო (ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის კორიდორის ინვესტირების პროგრამის განმახორციელებლი ორგანიზაცია SNCO) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (საავტომობილო გზების დეპარტამენტი);

საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტი - ალ.ყაზბეგის გამზირი №12, თბილისი, 0160, საქართველო; ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის კორიდორის ინვესტირების პროგრამის განმახორციელებლი ორგანიზაცია SNCO - პუშკინის ქუჩა 58, ერევანი 002, სომხეთი, ტელეფონი: +374 (60) 506 870; +995 (322) 370 508, ელ-ფოსტა: erna.amirkhanyan@northsouth.am

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: