ტენდერები

საქართველო 

ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი (ხულო-გოდერძის მონაკვეთი) - BARP 

კრედიტის/სესხის No.: არ არის განსაზღვრული

პროექტიNo.: არ არის განსაზღვრული 

დავალების სახელწოდება: ბათუმი (ანგისა) - ახალციხის (შ-1) შიდასახელწიფოებრივი გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I - კმ0+000 - კმ29+372) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა

კონტრაქტის #: BARP/CS/QCBS-01

საქართველომ არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდისგან (KFAED) მიიღო დაფინანსება ბათუმი-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი გზის პროექტისთვის (ხულო-გოდერძის მონაკვეთი) და სასესხო შეთანხმების პირობების გათვალისწინებით აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: „ბათუმი (ანგისა) - ახალციხის (შ-1) შიდასახელწიფოებრივი გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I - კმ0+000 - კმ29+372) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა”.

პროექტის აღწერა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს კონსულტანტებს საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად ბათუმი (ანგისა) - ახალციხის (შ-1) შიდასახელწიფოებრივი გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I - ხულო-გოდერძის უღელტეხილი - დაახლოებით 29 კმ) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობისთვის. გზა მდებარეობს მაღალმთაინ რეგიონში, რთული რელიეფის პირობებში ზღვის დონიდან 1240 – 2050 მ-ზე. არსებული გზის 6 კმ განლაგებულია ალპურ ზონაში, ხოლო გზის დანარჩენი მონაკვეთი გარშემორტყმულია ხშირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით. არსებული გზის მიწის ვაკისის სიგანე მერყეობს 6 - 8 მ-ს შორის. გზაზე არის ხრეშოვანი საფარი, მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებში დარჩენილია ასფტალ-ბეტონის საფარი (საშუალო სისქე 6-7 სმ).

კონსულტანტის მოვალეობა იქნება სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა, ხულო-გოდერძის უღელტეხილის გზის 29 კმ, რომელიც დაფინანსდება არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ. დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 24 თვე ამას დამატებული 12 თვე დეფექტების შეტყობინების პერიოდი, საერთო ჯამში 36 თვე. მოსალოდნელია, რომ კონსულტანტს ექნება საზედამხედველო მომსახურების გაწევის დამაკმაყოფილებელი გამოცდილება.

კონსულტანტმა („ინჟინერმა“) უნდა გაწიოს საზედამხედველო მომსახურება შემდეგი წესების და პრინციპების საფუძველზე: „ინჟინერ-კონსულტანტების საერთაშორისო ფედერაციის“ (FIDIC) კონტრაქტის პირობები მშენებლობის და საინჟინრო სამუშაოების წარმოებისთვის დაპროექტებული დამქირავებლის მიერ - MDB ჰარმონიზებული გამოცემა (ივნისი 2010), რომელიც განსაზღვრავს ინჟინრის ვალდებულებებს და უფლებებს.

სარეაბილიტაციო - სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულდება:

ლოტი I: ხულო - გოდერძის უღელტეხილის (კმ80 - კმ110) გზის მონაკვეთი, პროექტის კილომეტრჟია - 0+000 – 29+372 დაფინანსდება KFAED მიერ. სამუშაოების სავარაუდო  ხანგრძლივობაა ლოტი I-ისთვის 24 თვე ამას დამატებული 12 თვე დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი. კონტრაქტი იქნება დროზე დაფუძნებული.

მომსახურების  აღწერა:

საკონსულტაციო მომსახურება არის დეტალურად აღწერილი თანდართულ ტექნიკურ დავალებაში, რომლის უფასოდ ჩამოტვირთვაც შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ბმულიდან:

https://www.dropbox.com/s/39vs3xv8w14r8wq/ToR%20for%20Supervision%20and%20Consultancy%20Services%20Final%20with%20NO%20received%2020.07.2016.docx?dl=0

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია რომელიც ასახავს აღნიშნული დავალების შესასრულებლად საჭირო გამოცდილებას. პრეკვალიფიკაციის აპლიკაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (თუმცა არაა შეზღუდული):

-         დეტალებს ორგანიზაციის შესახებ;

-         ძირითადი პერსონალი;

-         წარსული გამოცდილება;

-         მსგავსი ხასიათის წარსული და მიმდინარე დავალებების ჩამონათვალს; 10 დასრულებულ მსგავს დავალებაზე ნაკლები არ უნდა იქნას წარმოდგენილი;

-         ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ასახავდეს კონსულტანტის უნარს შეასრულოს აღნიშნული დავალება;

მოკლე სიაში მოხვედრის კრიტერიუმებია:

  1. კონსულტანტის პროფესიული რეპუტაცია და მისი რეპუტაცია შეინარჩუნოს დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა დამქირავებელს-კონსულტანტს შორის;
  2. კონსულტანის წარსული გამოცდილება და შესრულება კონკრეტულ სფეროში;
  3. კონსულტანის ფინანსური შესაძლებლობები;
  4. ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა;
  5. კონსულტანის თანამშრომლები, ორგანიზაციის სტრუქტურა და  ტექნიკური პერსონალი;

ინტერესთა კონფლიქტი:

როგორც ძირითადი პრინციპი უმნიშვნელოვანესია, რომ კონსულტანტებს არ ქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი, პირდაპირ ან ირიბად, მშენებლობის ან წარმოების ან პროქტისთვის მასალების და აღჭურვილობის მოწოდებისას და არ უნდა არსებობდეს ზემოხსენებულიდან გამომდინარე შესაძლებლობა, რომ წამოიშვას ინტერესთა კონფლიქტი. აღიარებულია, რომ არსებობს საკონსულტაციო კომპანიები რომლებიც წარმოადგენენ კონტრაქტორებს, მწარმოებლებს და მომწოდებლებს, შედიან მათ შემადგენლობაში ან ეკუთვნიან მათ. ფონდის მიერ დაფინანსეულ პროექტებში ამგვარი კომპანიების მონაწილეობა ჩაითვლება უფლებამოსილად იმ შემთხვევაში თუ მათი როლი პროექტში არ წამოშობს ინტერესთა კონფლიქტს და თუ თავად უზრუნველყოფენ იმას, რომ საკონსულტაციო კომპანიის გარდა სხვა ფილიალები ან პარტნიორები არ იქნებიან ჩართულნი პროექტში.

განვითარებადი ქვეყნებისთვის ტექნოლოგიების გადაცემის წასახალისებლად, ფონდის პოლიტიკაა წაახალისოს ადგილობრივი კონსულტანტების ჩართულობა პროექტში თუ მათ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და შეუძლიათ კონკრეტული მომსახურების გაწევა, მარტო ან საერთაშორისო კონსულტანტებთან თანამშრომლობით, თუმცა ამგვარი მონაწილეობა არ გულისხმობს კომპრომისს მომსახურების ხარისხის შესახებ.

საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ და უცხოურ კონსულტანტებს შეუძლიათ შექმნან ერთობლივი საწარმოები ან ჩამოაყალიბონ ასოციაცია იმისთვის, რომ ქონდეთ საკმარისი კვალიფიკაცია პროექტის ფარგლებში გასაწევი მომსახურების შესასრულებლად. ფონდი მოითხოვს, რომ მხარეების როლი და ვალდებულებები მკაფიოდ იქნას განსაზღვრული. ერთობლივი საწარმოს ლიდერობა ან ასოციაცია და საბოლოო ვალდებულებები უნდა იქნას განსაზღვრული ფორმალურ დოკუმენტში, რომლის საფუძველზეც იქმნება მხარეებს შორის ერთობლივი საწარმო ან ასოციაცია.

ზოგადი წესის მიხედვით კონსულტანტი, რომელიც ასრულებს ძირითად ფუნქციებს და მიიჩნევა, რომ მარტოსაც შეუძლია დააკმაყოფილოს პრეკვალიფიკაციის კრიტერიუმები უნდა იყოს ლიდერი, ადგილობრივი კონსულტანტის ჩართულობა კი უნდა შემოიფარგლოს კომპანიის შესაძლებლობების/უნარის გათვალისწინებით.

ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ- გვერდზე www.georoad.ge  შემდეგ ბმულზე: http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება კვალიფიკაციისა  და ღირებულების მიხედვით შერჩევის მეთოდის თანახმად დროზე დაფუძნებული კონტრაქტის შესაბამისად, რომელიც მოცემულია Development Institutions Members of the Coordination Group – Guidelines for the Use of Consultants – First Edition 1995“.

ინტერესის გამოხატვა ელექტრონული სახით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2016 წლის  25 აგვისტო, 17:00 საათისა თბილისის დროით.

საკონტაქტო პირი: მაია ქალიაშვილი

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი №12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ. ფოსტა: info@georoad.ge     

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

 

 

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: