შეტყობინება ტენდერის გამოცხადების შესახებ
საქართველო აღმოსავლეთ დასავლეთის ავტომაგისტრალი–ა/ბ
სამტერედია გრიგოლეთის კმ 30+000 - კმ 42+000 ლოტი 3-ის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა
საქართველომ (შემდგომში მსესხებელი) ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიიღო სესხი (შემდგომში ,,ბანკი“) საქართველო აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ა/ბ პროექტის განსახორციელებლად. მოწვევა საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უკავშირდება კონტრაქტს E60 ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთი გზის მონაკვეთის მშენებლობისათვის კმ 30+000 – კმ 42+000 (ლოტი III)
კონტრაქტი მოიცავს სამტრედია–გრიგოლეთის ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობას, რომლის მთლიანი სიგრძე შეადგენს 12 კმ–ს. ავტომაგისტრალის პროექტი მომზადდა და გზა აშენდება საქართველოსა და TEM სტანდარტების შესაბამისად.
კონტრაქტი განხორციელდება 2016 წლის სექტემბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე.
ქვემოთ მოცემულია ძირითადი სატენდერო წინადადებების შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
საგანი |
მოთხოვნა |
ერთი პირი |
ერთობლივი საწარმო |
||
ყველა წევრი ერთობლივად |
თითოეული პარტნიორი |
ერთი პარტნიორი |
|||
ფინანსური მდგომარეობა |
აუდიტირებული ბალანსები ან თუ აპლიკანტის ქვეყნის კანონმდებლობა აღნიშნულს არ მოითხოვს, დამკვეთისათვის მისაღები სხვა ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც ფარავს ბოლო 5 წელს და ასახავს შემდეგს:აპლიკანტის მდგრადი ფინანსური მდგომარეობა და მისი მრავალწლიანი მომგებიანობა. 2010 წლიდან 2014 წლის ჩათვლით. |
უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნას |
N/A |
უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნას |
N/A |
საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა |
მინიმალური საშულო წლიური სამშენებლო ბრუნვა USD 85 000 000.00, რომელიც დაანგარიშდება ბოლო 5 წლის განმავლობაში მიმდინარე და დასრულებული კონტრაქტებიდან მიღებული შემოსავალი.
სამშენებლო ბრუნვა უნდა შეადგენდეს არანაკლებ USD 100 000 000.00 -ს ქვეყნის გარეთ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჯამურად. |
უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნას
უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნას |
უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნას
N/A |
უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნას 25%
N/A |
უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნას 40%
უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნას |
მშენებლობის გამოცდილება |
ბოლო 5 წლის განმავლობაში კონტრაქტორად, მართვის კონტრაქტორად ან ქვე–კონტრაქტორად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 კონტრაქტში, რომლის ღირებულებაა მინიმუმ USD 70 000 000.00 , რომელიც მან წარმატებით დაასრულა და წარმოადგენს შემოთავაზებულ სამუშაოთა ანალოგიას. ასევე, 1 კონტრაქტი უნდა იყოს FIDIC red book, რომელიც დაფინანსებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ. |
უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნას |
უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნას |
N/A |
N/A |
მშენებლობის სპეციფიკური გამოცდილება
|
ზემოაღნიშნული ან სხვა კონტრაქტებისათვის, რომლებიც განხორციელდა ასახული პერიოდის განმავლობაში, მშენებლობის მინიმალური გამოცდილება შემდეგი მიმართულებით: |
უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნას |
უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნას |
N/A |
N/A |
(1) 380,000 m2 ასფალტ–ბეტონის საფარის სამუშაოები ნებისმიერი 2 წლის განმავლობაში ბოლო 5 წლის მანძილზე. |
|||||
(2) 1 600,000 m3 მიწის სამუშაოები ნებისმიერი 3 წლის განმავლობაში ბოლო 5 წლის მანძილზე |
|||||
(3) 5000 m2 ხიდის სამუშაოები ნებისმიერი 1 წლის განმავლობაში ბოლო 5 წლის მანძილზე |
ფირმები ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით http://www.eib.org/projects/publications/guide-to-procurement.htm
დაინტერესებულმა მონაწილეებმა დეტალური ინფორმაციასა და სატენდერო დოკუმენტაციას მიიღებენ:
ბატონი ირაკლი ხერგიანი ასლი ნიკოს პაპუნიდი
მისამართი: ალ ყაზბეგის 12, 0160 თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 37 05 08 ext.311
ფაქსი: (+995 32) 37 66 03
ელ–ფოსტა: info@georoad.ge nikos.papunidi@georoad.ge
სატენდერო დოკუმენტაციის სრული პაკეტის შეძენა ელექტრონულ ფორმატში შესაძლებელია აპლიკაციის წარდგენისას ზემოხსენებულ მისამართზე სატენდერო მოსაკრებლის 200 ლარი ან დოლარში მისი ექვივალენტის გადახდის შემდეგ, შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
ლარის გადარიცხვისთვის:
Name of the recipient: Treasury Account
Treasury account No. 200 122 900
Recipient Bank: State Treasury
Bank Code: TRESGE22
Old Code of the Bank (220 101 222)
Budget Income Treasure Code: 302 007 800
International Currency: No 001 189 362
დოლარის გადარიცხვისთვის
Intermediary:
FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA
SWIFT CODE: FRNYUS33
Receiving agent:
ACC.NO: 0D
BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)
SWIFT CODE: BISBCHBB
Beneficiary’s bank: NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: Roads Department of the Ministry of Regional Development of Georgia
IBAN: GE65NB0331100001150207
გადახდის მიზანი: სატენდერო მოსაკრებელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის – სამტრედია–გრიგოლეთი გზის მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობისათვის პროექტის სახელწოდების მითითებით. მოთხოვნის შემთხვევაში, ფაქსით გამოგზავნილი დოკუმენტის საუძველზე, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია გაიგზავნოს კურიერის მეშვეობით მონაწილის ხარჯებით. მსესხებელს არ გააჩნია პასუხისმგებლობა დოკუმენტაციის დანიშნულების ადგილას მისვლაზე.
სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია 3,000,000 ლარი (სამი მილიონი ლარი) ან ექვივალენტი კონვერტირებად ვალუტაში. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის თანხის ექვივალეტი კონვერტირებად ვალუტაში განისაზღვრება გაცვლითი კურსით, რომელიც გამოქვეყნებულია ვებ–გვერდზე www.nbg.gov.ge სატენდერო წინადადების წარდგენის ბოლო ვადამდე 28 დღით ადრე.
სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინოთ დალუქული კონვერტებით წარწერით: „სამტრედია, გრიგოლეთი, ლოტი III-ის მშენებლობა“ არაუგვიანეს 27 მაისი 2016, 17:00 საათამდე ადგილობრივი დროით, შემდეგ მისამართზე: ალ ყაზბეგის გამზირი 12. 0160, თბილისი, საქართველო. სატენდერო წინადადებები გაიხსნება დაყოვნებლივ, მონაწილეთა წარმომადგენლების თანდასწრებით.
