ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი 

კრედიტის/სესხის  IDA5245-GE; IBRD 8263-GE

პროექტის N P130413

დავალების სახელწოდება: E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის (ნატახტარი–აგარას არსებული მონაკვეთი კმ28 – კმ114) საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და მისასვლელი გზებისთვის დეტალური პროექტის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება

კონტრაქტი/ RFP # EWHIP-4/CS/CQS-02

საიდენტიფიკაციო # EWHIP-4/CS/CQS-02

საქართველომ მსოფლიო ბანკს მიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის დასაფინანსებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნული მომსახურების გასაწევად ინტერესის გამოხატვისთვის იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (კონსულტანტებს) შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების (”მომსახურება”) გასაწევად: E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის (ნატახტარი–აგარას არსებული მონაკვეთი კმ28 – კმ114) საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და მისასვლელი გზებისთვის დეტალური პროექტის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება“.

საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ხარნგრძლივობაა 90 დღე.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესთა გამოხატვის წერილს თან უნდა დაერთოს შემდეგი: კონსულტანტის კორპორატიული პროფაილი და შესაბამისი გამოცდილება დავალებასთან მიმართებაში.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, ~კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთაინდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას N 1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge  შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით შეჩევის მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება, 2011 წლის იანვარი, განახლებული 2014 წლის ივლისში.

კონსულტანტის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დაინტერესებულ კონსულტანტებს უნდა გააჩნდეს საგზაო პროექტების პროექტირების გამოცდილება, მათ შორის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ასევე საგზაო უსაფრთხოების ინპექტირების და ანალიზის გამოცდილება.

მოკლე სიაში მოხვედრის კრიტერიუმია:

  • ზოგადი გამიცდილება დეტალური პროექტისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში (დაწყებული 2011 წლის 1 იანვრიდან);
  • სპეციფიური გამოცდილება საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დეტალური პროექტის მომზადების გამოცდილება რომელიც მოიცავს საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებს ბოლო 5 წლის განმავლობაში (დაწყებული 2011 წლის 1 იანვრიდან);

შეფასების პროცესში ჩაითვლება მხოლოდ წარმატებით დასრულებული დავალებები.

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ იმეილზე: info@georoad.ge

ინტერესის გამოხატვა წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე (პირადად, ფოსტის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) არა უგვიანეს 2016 წლის 8 აპრილის, 17:00 საათისა.

სახელი: ვახტანგ რაზმაძე

პოზიცია: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის უფროსი.

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზირი #12

ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: