ტენდერები

საქართველო

საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა

კრედიტის/სესხის No.: 2843-GEO

დავალების სახელწოდება: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დეტალური პროექტის მომზადება 

კონტრაქტი/ RFP No:  RCIP/CS/QCBS-15

საქართველომ აზიის განვითარების ბანკისაგან მიიღო დაფინანსება საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის განხორციელებისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: “შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დეტალური პროექტის მომზადება „

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 9 თვე.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება აზიის განვითარების ბანკის საკონსუტაციო მომსახურების შესყიდვის სახელმძღვანელოს მიხედვით „Guidelines on the Use of Consultants by Asian Development Bank and Its Borrowers“ (2013 წლის მარტის გამოცემა) მოცემული  კვალიფიკაციისა  და ღირებულების მიხედვით შერჩევის მეთოდის თანახმად.

ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილ უნდა იქნას აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით https://uxdmz06.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=126093 რაუგვიანეს  15 მარტი 2016 წელი.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: