ტენდერები

კონკრეტული შეტყობინება შესყიდვის შესახებ

პრეკვალიფიკაციისთვის მოწვევა

საქართველო  

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტი

E-60ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური ჩუმათელეთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები ლოტი 1 (კმ 0+000~კმ 5+800)

ლოტი 2 (კმ 5+800~კმ 14+066)

EWHCIP/CW/ICB-01

სესხის/კრედიტის #: არ არის განსაზღვრული 

პრეკვალიფიკაციისთვის მოწვევა შეესაბამება შესყიდვის ზოგად შეტყობინებას აღნიშნული პროექტისთვის, რომელიც გამოცემულია ელექტრონულად 2015 წლის 28 ივლისის ბიზნესის განვითარების No. WB3467-07/15.

საქართველომ მიიღო კრედიტი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან (IBRD) და ევროპის საინვესტიცო ბანკისგან აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტის დასაფინანსებლად. აღნიშნული კრედიტის ნაწილი მოხმარდება კონტრაქტების – EWHCIP/CW/ICB-01 ლოტი 1 (კმ 0+000~კმ 5+800) და ლოტი 2 (კმ 5+800~კმ14+066) დაფინანსებას.  პრეკვალიფიკაციისთვის აპლიკაციები შეიძლება მომზადდეს როგორც ერთი რომელიმე, ასევე ორივე ლოტისთვის/კონტრაქტისთვის ერთდროულად. ლოტი 1 დაფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით და უფლებამოსილების წესები (ლოტი 1-ისთვის) განისაზღვრება ევროპის საინვესტიციო ბანკის პოლიტიკის საფუძველზე. ლოტი 2 დაფინანსდება მსოფლიო ბანკის (IBRD) და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით და უფლებამოსილების წესები (ლოტი 2-ისთვის) განისაზღვრება მსოფლიო ბანკის პოლიტიკის შესაბამისად. პრეკვალიფიკაცია და შემდგომი შესყიდვა ორივე ლოტისთვის  განხორციელდება მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების მიხედვით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს კონტრაქტორებისა და/ან ფირმების პრეკვალიფიკაციას E-60ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური ჩუმათელეთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისთვის ლოტი 1 (კმ 0+000~კმ 5+800) და ლოტი 2 (კმ 5+800~კმ 14+066). მოსალოდნელია, რომ სატენდერო მოწვევა მომზადდება 2016 წლის მაისში.

ლოტი 2-ისთვის პრეკვალიფიკაცია განხორციელდება პრეკვალიფიკაციის პროცედურების მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში: შესყიდვები IBRD სესხების  და IDA კრედიტების ფარგლებში, იანვარი 2011 წელი (განახლებული 2014 წლის ივლისში), ღიაა ტენდერის მონაწილეებისთვის უფლებამოსილების მქონე ქვეყნებიდან, როგორც განსაზღვრულია სახელმძღვანელოში. ლოტის 1-ისთვის აღნიშნული უნდა შეესაბამებოდეს  მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც უფლებამოსილების არმქონეა ქვეყანა ევროკავშირის მიერ ფინანსური სანქციების გამოყენების შემთხვევაში ევროკავშირის ხელშეკრულების V ნაწილის მეორე თავის ან ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 215 მუხლის შესაბამისად, დამოუკიდებლად ან  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს მიერ გაეროს წესდების 41 მუხლის შესაბამისად დაწესებული ფინანსური სანქციების შემთხევევაში. სია შესაძლებელია იხილოთ: http://eeas.europa.eu/cfsp/sanctions/docs/measures_en.pdf .”

დაინტერესებულ უფლებამოსილ აპლიკანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და პრეკვალიფიკაციის დოკუმენტის გაცნობა  შეუძლიათ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში (ქვემოთ იხილეთ მისამართი) 10 საათიდან 17 საათამდე. დაინტერესებულ აპლიკანტებს შეუძლიათ მიიღონ პრეკვალიფიკაციისთვის სრული დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე უფასოდ (ა) ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში.

აპლიკანტის წარმომადგენელს მყარ დისკზე ჩაწერილი დოკუმენტაცია გადაეცემა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფისში სამუშაო საათების დროს ან დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია ელექტრონულად. აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ წერილობითი განცხადება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@georoad.ge და მოთხოვნის შემდეგ დოკუმენტაცია გადაეგზავნება ელექტრონულად იმეილზე. თუმცა ამ შემთხვევაში თავად აპლიკანტს ეკისრება დოკუმენტაციის წარმატებით მიღების პასუხისმგებლობა.

აპლიკაციები პრეკვალიფიკაციისთვის წარმოდგენილი უნდა იქნას დალუქული კონვერტებით ქვემოთ მითითებულ მისამართზე 2016 წლის 14 მარტის 17 საათისთვის ადგილობრივი დროით და უნდა იქნას გარკვევით მითითებული „პრეკვალიფიკაციისთვის აპლიკაცია E-60ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური ჩუმათელეთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისთვის ლოტი 1 (კმ 0+000~კმ 5+800) ლოტი 2 (კმ 5+800~კმ 14+066) აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში პრეკვალიფიკაციის მოწვევა EWHCIP/CW/ICB-01”. 

აპლიკანტებს არ შეუძლიათ აპლიკაციების წარმოდგენა ელექტრონულად.

დამქირავებლის მისამართია მხოლოდ აპლიკაციის წარმოსადგენად:

ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ნუგზარ გასვიანი 

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო 

ქალაქი: თბილისი

საფოსტო კოდი: 0160

ტელეფონი: (+995 32) 237 05 08 

ფაქსი: (+995 32) 237 66 03 

ელ. ფოსტა: info@georoad.ge     

ვებ-გვერდი: www.georoad.ge 

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: