ტენდერები

სატენდერო მოწვევა 

საქართველო 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი 

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტი (SLRPIII) (P148048) 

სატენდერო მოწვევა # SLRPIII/CW/ICB-01


პროექტირება–მშენებლობის განხორციელება გურჯაანი – ბაკურციხის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის/გაუმჯობესებისათვის შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის (OPRC) ფარგლებში

 


1.  საქართველოს მთავრობამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება კონტრაქტის - პროექტირება–მშენებლობის განხორციელება გურჯაანი – ბაკურციხის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის/გაუმჯობესებისათვის შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის (OPRC) ფარგლებში სამუშაოების ასანაზღაურებლად. 

 

2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს, რომ განახორციელოს საცდელი შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული საგზაო კონტრაქტები (OPRC), რათა ამ მეთოდის გამოყენებით უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი და ხარჯთ-ეფექტური საგზაო აქტივების მართვა და ამავდროულად დაკმაყოფილდეს გზებით მოსარგებლეთა საჭიროებები. კონტრაქტის განხორციელების პერიოდია 30 თვე ამას დამატებული 24 თვე დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი.

3. სამუშოების შესყიდვა ჩატარდება საერთაშორისო ტენდერის (ICB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი, განახლებული 2014 წლის ივლისში)” და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის.

4. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტების გასაცნობად უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ ირაკლი ლითანიშვილს ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.

5. პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიაროს საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

ა. უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში მინიმალური საშუალო წლიური ბრუნვა 14,400,000 (თოთხმეტი მილიონ ოთხასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც დაითვლება მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ფარგლებში მიღებული გადასახადებიდან;

ბ. პრეტენდენტის მხირდან წარმოდგენილი უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების, საკრედიტო საშუალებების, იპოთეკით დაუტვირთავი უძრავი ქონების, სხვა ფინანსური საშუალებების, გარდა ავანსის სახით მიღებული გადახდებისა, ხელმისაწვდომობის დასტური:

ა. ლიკვიდურ აქტივებზეა შემდეგი მოთხოვნა: 2,400,000 (ორი მილიონ ოთხასი ათასი) აშშ. დოლარის ოდენობით

ბ. აღნიშნული კონტრაქტისთვის და სხვა მიმდინარე ვალდებულებებისთვის საჭირო მთლიანი ლიკვიდური აქტივები.

გ. ერთობლივი საწარმოს წევრის, კონტრაქტორის, მენეჯმენტ კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის მინიმუმ ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში სატენდერო წინადადებების წარმოდგენის თარიღამდე, და ყოველ წელს მინიმუმ ცხრა (9) თვიანი მუშაობის გამოცდილება.

დ. ერთობლივი საწარმოს წევრის, კონტრაქტორის, მენეჯმენტ კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის სახით მონაწილეობის მიღება მინიმუმ ერთი (1) გზის რეაბილიტაციის/ რეკონსტრუქციის/მშენებლობის კონტრაქტში უკანასკნელი ხუთი (5) წლის განმავლობაში ღირებულებით არანაკლებ 14,400,000 (თოთხმეტი მილიონ ოთხასი ათასი) აშშ. დოლარი ან ორ (2) კონტრაქტში, ღირებულებით არანაკლებ 8,000,000 (რვა მილიონი) აშშ. დოლარი, რომლებიც წარმატებით განხორციელდა და ძირითადად დასრულდა და წინამდებარე სატენდერო მოწვევით გათვალისწინებული სამუშაოების და მომსახურების ანალოგიურია.

ე. მინიმალური გამოცდილება შემდეგ ძირითად აქტივობებში:

-    არანაკლებ 80 000 მ2 გზის საფარის რეაბილიტაცია/მშენებლობა დასრულებული უკანასკნელი 5 (ხუთი) წლიდან რომელიმე ერთი წლის განმავლობაში;

-    არანაკლებ 2 000 მ2 ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია/მშენებლობა დასრულებული უკანასკნელი 5 (ხუთი) წლიდან რომელიმე ერთი წლის განმავლობაში;

ვ.  პრეტენედენტი უნდა აკმაყოფილებდეს დეტალური პროექტირების მოთხოვნებს შემოთავაზებული ქვე–კონტრაქტორების ან ერთობლივი საწარმოს პარტნიორების დახმარებით. ბოლო ხუთი (5) განმავლობაში სატენდერო წინადადების წარდგენამდე პრეტენდენტს/ერთობლივი საწარმოს პარტნიორს/ქვე–კონტრაქტორს უნდა ჰქონდეს გამოცდილება მინიმუმ ორი (2) საფარიანი გზის რეაბილიტაციის / რეკონსტრუქციის / მშენებლობის პროექტირებისთვის წარმატებით დასრულებულ კონტრაქტში ღირებულებით არანაკლებ 450,000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი.

6. დაინტერესებულ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტაციის მთლიანი პაკეტის ინგლისურ  ენაზე შეძენა შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის ან მისი ექვივალენტის აშშ. დოლარში გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა ქვემოთ მითითებულ  ანგარიშზე:

ეროვნულ ვალუტაში გადახდისთვის:

მიმღები: ხაზინის ანგარიში

 

ხაზინის ანგარიშის #200 122 900
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22

 

 

ბანკის ძველი კოდი (220 101 222)
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800

 

სავალუტე ანგარიშის #001 189 362

აშშ. დოლარში გადახდისთვის:

შუამავალი:

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA            

SWIFT CODE: FRNYUS33

მიმღები აგენტი:

ACC.NO: 0D  

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

ბენეფიციარი ბანკი:  საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი

SWIFT CODE: BNLNGE22

ბენეფიციარი  (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი)

IBAN: GE65NB0331100001150207   

გადასახადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის (მითითებული იქნას ს/გზის მონაკვეთის დასახელება).

მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტებს საკუთარი ხარჯებით კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ დოკუმენტაცია.

7. სატენდერო წინადადებები მოწოდებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2016 წლის 16 თებერვლის 17:00 საათისა ადგილობრივი დროით. წინადადებები ელექტრონული ფორმით არ მიიღება. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.  წინადადებები გაიხსნება  პრეტენტენტების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პირადად დაესწრონ ტენდერს 2016 წლის 16 თებერვლის 17:00 სთ-ზე ადგილობრივი დროით.

8. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 800,000 ლარის ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის ოდენობით. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ძალაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში.

9. დამკვეთის მისამართი, სადაც წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებები:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -  საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი

შესყიდვების სამმართველო, IV სართული

ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო

ტელ: + 995 322 37-05-08  დამ. 305

ფაქსი: + 995 322 31-30-34

ელ. ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდის მისამართი: www.georoad.ge 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: