ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო 

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტი 

კრედიტის/სესხის No.: არ არის განსაზღვრული

პროექტიNo.: P149952 

 

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების მომზადება საქართველოში ლოჯისტიკური ცენტრების შესაქმნელად საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის. 

კონტექსტი და მიზანი: მნიშვნელოვანი წარმატება იქნა მიღწეული სატრანსპორტო გადაზიდვების და ლოჯისტიკის სფეროში, თუმცა ლოჯისტიკური ოპერაციები და სატრანსპორტო მომსახურება საჭიროებს გაუმჯობესებას, იმისთვის რომ საქართველომ მიაღწიოს თავის მიზანს – გახდეს რეგიონული სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრი, ხელი შეუწყოს საერთაშორისო ვაჭრობას და საქონლის მოძრაობას ქვეყანაში. დავალების ძირითად მიზანს წარმოადგენს ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების მომზადება ორი ან სამი ლოჯისტიკური ცენტრისთვის საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში, ფოკუსირება უნდა მოხდეს საჯარო კერძო პარტნიორობაზე. აღნიშნულმა ლოჯისტიკურმა ცენტრებმა უნდა უზრუნველყონ თანამედროვე საშუალებები სატვირთო გადაზიდვების გაერთიანების, დისტრიბუციის და დამატებითი ღირებულების მომსახურებისთვის.  

მომავალი ინვესტიციებით რომ განხორციელდეს რეალური და მდგრადი პროექტები, დავალება ასევე მოიცავს: საჭიროებების შეფასებას და ამჟამად არსებული ლოჯისტიკური შესაძლებლობების კვლევას, ბაზრის სრულ შეფასებას, შესაფერისი ადგილმდებარეობის შერჩევას (მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის და ზემოქმედების შეფასების მიხედვით), თითოეული ცენტრისთვის ბიზნესის განვითარების მოდელის და ორგანიზაციული გეგმის შექმნა, წინასწარი პროექტის მომზადება შესაბამისი კატეგორიებისთვის საჭირო მომსახურების და მოწყობილობების გათვალისწინებით, ფინანსური და ეკონომიკური ანალიზი. კვლევა უნდა იყოს დეტალური და უნდა მომზადდეს იმის მიზნით, რომ პროექტის დაფინანსების მოძიების დროს პოტენციურ ინვესტორებს შეეძლოთ მისი წარდგენა  დამფინანსებლებთან.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 4-6 თვე.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესთა გამოხატვის წერილს თან უნდა დაერთოს შემდეგი: კონსულტანტის კორპორატიული პროფილი და შესაბამისი გამოცდილება დავალებასთან მიმართებაში, ძირითად თანამშრომელთა კვალიფიკაციას. ასევე უნდა მოიცავდეს იმ თანამშრომელთა ავტობიოგრაფიას, რომელიც შემოთავაზებულია აღნიშნული დავალების შესასრულებლად, რათა დადასტურდეს რომ მათ გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.   

            შერჩევის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებია:

  • ზოგადი გამოცდილება;
  • მსგავსი გამოცდილება ლოჯისტიკური ცენტრების შესაქმნელად ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაში (2007 წლის შემდეგ).

 

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი

საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.   

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ- გვერდზე www.georoad.ge  შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

 

კონსულტანტის შერჩევა მოხდება მსოფლიო ბანკის “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპების” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში) შესაბამისად.

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ იმეილზე: info@georoad.ge

 

ინტერესის გამოხატვა წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე (პირადად, ფოსტის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) არაუგვიანეს 2016 წლის 6 იანვრის, 16:00 საათისა.

 

საკონტაქტო პირი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ. ფოსტა: info@georoad.ge     

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: