ტენდერები

საქართველო

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი (SLRP III)

პროექტის #P148048

დავალების სახელწოდება:  მიწის შესყიდვის და განსახლების საკითხებზე მოსახლეობასთან ურთიერთობის კონსულტანტი

კონტრაქტი/ RFP # SLRPIII/CS/ICS-02

საიდენტიფიკაციო SLRPIII PP, პუნქტი No. 37.4

 

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად:  მიწის შესყიდვის და განსახლების საკითხებზე მოსახლეობასთან ურთიერთობის კონსულტანტი.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 6 თვე.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება ზემოხსენებული დავალების შესასრულებლად. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს კონსულტანტის მოკლე ბიოგრაფიას (CV), კვალიფიკაციას და გამოცდილებას, რომ დადასტურდეს კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისობა შესასრულებელ დავალებასთან.

კონსულტანტისათვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  1. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების დარეგისტრირების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება და/ან საკადასტრო და აზმოვითი სამუშაოების გამოცდილება;
  2. სოციალური საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;
  3. ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა;

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.  

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები“) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მოსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის  მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება (2004 წლის იანვარის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში).

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელ–ფოსტის მეშვეობით: info@georoad.ge

ინტერესის გამოხატვა და კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემების (CV) ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2015 წლის 25 დეკემბრის 17:00 საათისა.

სახელი და გვარი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ. ყაზბეგის #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: