ტენდერები

საქართველო

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი (SLRP II)

კრედიტის #5078-GE, სესხი #8143GE

პროექტის #P122204

დავალების სახელწოდება:   ხარჯთაღმრიცხველი

კონტრაქტი/ RFP # SLRPII/CS/ICS-04

საიდენტიფიკაციო SLRPII PP, პუნქტი No. 36.1

 

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: ხარჯთაღმრიცხველი.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 12 თვე.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება ზემოხსენებული დავალების შესასრულებლად. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს კონსულტანტის მოკლე ბიოგრაფიას (CV), კვალიფიკაციას და გამოცდილებას, რომ დადასტურდეს კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისობა შესასრულებელ დავალებასთან.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის  მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება, 2011 წლის იანვარის გამოცემა,განახლებული 2014 წლის ივლისში.

კონსულტანტისათვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

- კვალიფიცირებული პროფესიონალი ინჟინერი სულ მცირე 10 წლის გამოცდილებით, მათ შორის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება ერთეული ფასების გაანგარიშებაში;

- ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა;

- ინგლისურ ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.  

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელ–ფოსტის მეშვეობით: info@georoad.ge

ინტერესის გამოხატვა და კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემების (CV) ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2015 წლის 18 დეკემბრის 17:00 საათისა.

სახელი და გვარი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ. ყაზბეგის #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: