ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო

მესამე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსება

კრედიტის  # 5108-GE

პროექტის # P128863

დავალების სახელწოდება:  E-60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარა და აგარა-ზემო ოსიაურის 4-ზოლიანი მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური აუდიტი

კონტრაქტი/RFP No: TEWHIP AF/CS/CQS-04

საიდენტიფიკაციო No: TEWHIP AF/CS/CQS-04

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება მესამე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსებისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: ` E-60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარა და აგარა-ზემო ოსიაურის 4-ზოლიანი მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური აუდიტი”.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს: შესაბამისი გამოცდილება პროექტთან მიმართებაში, ძირითადი პერსონალის რესურსები და კვალიფიკაცია, კორპორატიული პროფილი.

 

შერჩევის კრიტერიუმებია:

•  ზოგადი გამოცდილება

•  მსგავსი პროექტების განხორცილების გამოცდილება (ბოლო 7 წლის განმავლობაში ავტომაგისტრალების სამშენებლო სამუშაოებისთვის ჩატარებული ტექნიკური აუდიტის დავალებები, რომლებიც დასრულდა 2008 ან მომდევნო წლებში)

 

ტექნუკური აუდიტის ჩატარების სავარაუდო ხანგრძელობაა 10 თვეა.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, ~კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურეობებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებში – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, ~კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) მოცემული კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის თანახმად.

წარმოდგენილი ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე განისაზღვრება მოკლე სია და უმაღლესი შეფასების მქონე კონსულტანტებს სთხოვენ ტექნიკური და ფინანსური წინადადების წარმოდგენას.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 10:00-დან 18:00 საათამდე.

ინტერესის გამოხატვის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2015 წლის 1 სექტემბრის 17:00 საათისა.

სახელი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ: +995-322-37-05-08 დამ. 218

ფაქსი: +995-322-31-30-34

ელ. ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: