ტენდერები

საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის შეტყობინება

ადგილმდებარეობა: საქართველო

კონტრაქტის დასახელება

განხორციელების კონსულტანტის საკონსულტაციო მომსახურება

  1. 1.            დამკვეთი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო

ტელ: + 995 322 37-05-08 

ელ. ფოსტა: info@georoad.ge

კონტრაქტის სპეციფიკაცია

  1. 2.            კონტრაქტის აღწერა

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავრობას უზრუნველყოფს დაფინანსებით საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალი პროექტისთვის. ამ კონტექსტში, შერჩეული კონსულტანტისგან მოსალოდნელია, რომ შეასრულებს განხორციელების კონსულტანტის საკონსულტაციო მომსახურებას.

  1. 3.            მაქსიმალური ბიუჯეტი

24,000.00 ევრო გადასახადების გარეშე

მონაწილეობის პირობები

  1. 4.            უფლებამოსილი პრეტენდენტები

ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს.

http://www.eib.org/projects/publications/guide-to-procurement.htm

  1. 5.            განცხადებების რაოდენობა

ერთი ფიზიკური პირის მიერ ერთ განცხადებაზე მეტი არ უნდა იქნას წარმოდგენილი. იმ შემთხვევაში როცა ფიზიკური პირი წარმოადგენს ერთზე მეტ განცხადებას, ყველა განცხადება რომელშიც აღნიშნული პირი მონაწილეობს არ დაიშვება.

  1. 6.            მოკლე სიაში გაერთიანების შექმნა აკრძალულია

მოკლე სიაში მოხვედრილი კანდიდატები არ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ გაერთიანება ან ქვე–კონტრაქტი ერთმანეთთან აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში.

  1. 7.            ქვე–კონტრაქტი

ქვე–კონტრაქტი დაუშვებელია.

  1. 8.            მოკლე სიაში შესაყვანი კანდიდატების რაოდენობა

მიღებული განცხადებებიდან გამომდინარე 4–დან 8 კანდიდატამდე იქნება მოწვეული კონტრაქტის დეტალური წინადადების წარმოსადგენად. თუ უფლებამოსილი კანდიდატების რაოდენობა რომლებიც აკმაყოფილებენ შერჩევის კრიტერიუმებს არის 4–ზე ნაკლები, დამკვეთს შეუძლია პირდაპირ მოიწვიოს კვალიფიციური კანდიდატები წინადადების წარმოსადგენად. 

პირობითი განრიგი

  1. 9.            ტენდერზე მოწვევის პირობითი თარიღი

აგვისტო 2015 წელი

  1. 10.          კონტრაქტის დაწყების პირობითი თარიღი

სექტემბერი 2015 წელი

  1. 11.          კონტრაქტის თავდაპირველი ვადა და გაგრძელების შესაძლებლობა

კონტრაქტის შესრულების თავდაპირველი ვადა იქნება 12 თვე. აღნიშნული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს დამკვეთთან შეთანხმების შედეგად.

შერჩევის და კონტრაქტის მინიჭების კრიტერიუმი

  1. 12.          მოკლე სიაში მოხვედრის კრიტერიუმია:
  • ·მაგისტრის ხარისხი, ინჟინრის დიპლომი ჩაითვლება უპირატესობად;
  • ·მინიმუმ ორ–წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში;
  • ·ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების პროცედურების და/ან მონიტორინგის და რეპორტინგის, ასევე კონტრაქტის მენეჯმენტის;
  • ·მოლაპარაკების წარმოების კარგი უნარი ჩაითვლება უპირატესობად;
  • ·ინგლისური და ქართული ენების კარგი ცოდნა სავალდებულოა;
  1. 13.          კონტრაქტის მინიჭების კრიტერიუმი

საუკეთესო ღირებულება შემოთავაზებული ფასისთვის.

  1. 14.          განცხადებების მიღების ბოლო ვადა

დამკვეთმა აპლიკანტების განცხადებები უნდა მიიღოს არა უგვიანეს 2015 წლის 21 აგვისტოს 17:00 სთ–სა ადგილობრივი დროით. დაგვიანებით მიღებული განცხადებები არ განიხილება.

  1. 15.          განცხადების ფორმატი და წარმოდგენის დეტალები

განცხადებები წარმოდგენილი უნდა იქნას თანდართული წერილის სახით, რომელშიც გამოხატული იქნება აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი და ავტობიოგრაფია (CV) ხელმოწერილი კონსულტანტის მიერ.

ნებისმიერი სხვა დამატებითი დაკუმენტაცია (ბროშურა, წერილი და ა.შ) გამოგზავნილი განცხადებასთან ერთად არ განიხილება.

  1. 16.          განცხადებების წარმოდგენის პირობები

განცხადებები უნდა იქნას წარმოდგენილი ინგლისურ ენაზე დამკვეთის სახელზე ან:

  • ბეჭდური ვერსია მისამართზე:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ირაკლი ლითანიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე

ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო

ტელ: + 995 322 37-05-08 

კონტრაქტის სახელწოდება (იხილეთ ზემოთ 1 პუნქტი) უნდა იქნას კონვერტზე მკაფიოდ მითითებული და დამკვეთთან შემდგომი მიმოწერის დროს ყოველთვის უნდა იქნს მოხსენიებული.

ან:

  • ელ.ფოსტაზე:

info@georoad.ge

  1. 17.          განცხადების შეცვლა ან გაუქმება

აპლიკანტს შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს თავისი განცხადება წერილობითი შეტყობინების საფუძველზე განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადამდე. განცხადებების შეცვლა ბოლო ვადის შემდეგ არ დაიშვება.

  1. 18.          კომუნიკაციის ენა

ყველა სახის წერილობითი კომუნიკაცია ტენდერის პროცედურების და კონტრაქტის შესახებ უნდა განხორციელდეს ინგლისურ ენაზე.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: