ტენდერები

სატენდერო მოწვევა

საქართველორეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საავტომობილო გზების დეპარტამენტი
შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის მეორე  გზების პროექტი (SLRP II) (P122204)
სატენდერო მოწვევა #SLRP II/CW/ICB-10

კახეთის რეგიონში არსებული გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის (OPRC) ფარგლებში


1.  საქართველოს მთავრობამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მეორე პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება კონტრაქტის - კახეთის რეგიონში არსებული გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის ფარგლებში სამუშაოების ასანაზღაურებლად.

2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს, რომ განახორციელოს საცდელი შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული საგზაო კონტრაქტები (OPRC), რათა ამ მეთოდის გამოყენებით უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი და ხარჯთ-ეფექტური საგზაო აქტივების მართვა და ამავდროულად დაკმაყოფილდეს გზებით მოსარგებლეთა საჭიროებები. საცდელი პროექტი მოიცავს დაახლოებით 117 კმ სიგრძის საგზაო ქსელს, რომელიც ერთ პაკეტში აერთიანებს საფარიან გზებს. კონტრაქტის განხორციელების პერიოდია 60 თვე.

3. სამუშოების შესყიდვა ჩატარდება საერთაშორისო ტენდერის (ICB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი)” და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის.

4. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტების გასაცნობად უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ ირაკლი ლითანიშვილს ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.

5. პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიაროს საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

ა. ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში  და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; ყველა მიმდინარე სასამართლო/საარბიტრაჟო პროცესი არ უნდა წარმოადგენდეს პრეტენდენტის წმინდა ღირებულების ოც პროცენტზე მეტს (20%), ამავდროულად ყველა მიმდინარე დავა ჩაითვლება როგორც გადაწყვეტილი პრეტენდენტის წინააღმდეგ.

ბ. უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში (2010, 2011, 2012, 2013, 2014 და მიმდინარე 2015 წელი სატენდერო წინადადებების წარმოდგენის თარიღამდე) მინიმალური საშუალო წლიური ბრუნვა 9,000,000 (ცხრა მილიონი) აშშ. დოლარის ოდენობით, რომელიც დაითვლება მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ფარგლებში მიღებული გადასახადებიდან;

გ. ლიკვიდური აქტივები და/ან საკრედიტო საშუალებები, გარდა სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და ნებისმიერი სახის წინასწარი გადახდების გამოკლებით, რომელსაც შესაძლოა კონტრაქტი ითვალისწინებდეს, უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2,500,000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარს.

დ. ერთობლივი საწარმოს წევრის, კონტრაქტორის, მენეჯმენტ კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის სახით მონაწილეობის მიღება მინიმუმ ერთი (1) გზის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მშენებლობის და/ან მოვლა–შენახვის კონტრაქტში უკანასკნელი ხუთი (5) წლის განმავლობაში (2010, 2011, 2012, 2013, 2014 და მიმდინარე 2015 წელი სატენდერო წინადადებების წარმოდგენის თარიღამდე) ღირებულებით არანაკლებ 9,400,000 (ცხრა მილიონ ოთხასი ათასი) აშშ. დოლარი ან ორ (2) კონტრაქტში, ღირებულებით არანაკლებ 4,700,000 (ოთხი მილიონ შვიდასი ათასი) აშშ. დოლარი, რომლებიც წარმატებით განხორციელდა და ძირითადად დასრულდა[1] და წინამდებარე სატენდერო მოწვევით გათვალისწინებული სამუშაოების და მომსახურების ანალოგიურია.

ე. მინიმალური გამოცდილება შემდეგ ძირითად აქტივობებში:

-    საფარიანი გზების დეტალური პროექტირება;

-    100 000 მ2 გზის საფარის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლობა - სატენდერო წინადადების წარმოდგენამდე უკანასკნელი 3 წლიდან (2012, 2013, 2014 და მიმდინარე 2015 წელი სატენდერო წინადადებების წარმოდგენის თარიღამდე) რომელიმე ერთი წლის განმავლობაში;

-    არანაკლებ 100 კმ საგზაო ქსელის მოვლა - შენახვის გამოცდილება სატენდერო წინადადების წარმოდგენამდე, უკანასკნელი 3 წლიდან (2012, 2013, 2014 და მიმდინარე 2015 წელი სატენდერო წინადადებების წარმოდგენის თარიღამდე)  რომელიმე ერთი წლის განმავლობაში;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები ტენდერის მონაწილის საპროექტო კონსულტანტისათვის: 

ვ. სატენდერო წინადადების წარდგენამდე ბოლო ექვსი (6) კალენდარული წლის განმავლობაში (2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014 და მიმდინარე 2015 წელი სატენდერო წინადადებების წარმოდგენის თარიღამდე) კონსულტანტს განხორციელებული უნდა ჰქონდეს მსგავსი პროექტები, რომლის ფარგლებში განხორციელდა:

  • საფარიანი გზების რეაბილიტაციის / რეკონსტრუქციის / მშენებლობის პროექტირება.

ზ. შემდეგი საკონსულტაციო გამოცდილება:

გზის პროექტირების ორი (2) პროექტი (საკონსულტაციო) დეტალური პროექტის მომზადება რეაბილიტაციის / რეკონსტრუქციის / მშენებლობის სამუშაოებისთვის უკანასკნელი ექვსი (6) (2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014 და მიმდინარე 2015 წელი სატენდერო წინადადებების წარმოდგენის თარიღამდე) წლის განმავლობაში (თითოეული საკონსულტაციო პროექტი ღირებულებით არანაკლებ 300,000 (სამასი ათასი) აშშ დოლარი.

6. დაინტერესებულ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტაციის მთლიანი პაკეტის ინგლისურ  ენაზე შეძენა შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის ან მისი ექვივალენტის აშშ. დოლარში გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა ქვემოთ მითითებულ  ანგარიშზე:

ეროვნულ ვალუტაში გადახდისთვის:

მიმღები: ხაზინის ანგარიში

ხაზინის ანგარიშის #200 122 900
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22

ბანკის ძველი კოდი (220 101 222)
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800

სავალუტე ანგარიშის #001 189 362

აშშ. დოლარში გადახდისთვის:

შუამავალი:

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA            

SWIFT CODE: FRNYUS33

მიმღები აგენტი:

ACC.NO: 0D  

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

ბენეფიციარი ბანკი:  საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი

SWIFT CODE: BNLNGE22

ბენეფიციარი  (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი)

IBAN: GE65NB0331100001150207   

გადასახადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის (მითითებული იქნას ს/გზის მონაკვეთის დასახელება).

მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტებს საკუთარი ხარჯებით კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ დოკუმენტაცია.

7. სატენდერო წინადადებები მოწოდებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2015 წლის 6 ნოემბრის 17:00 საათისა ადგილობრივი დროით. წინადადებები ელექტრონული ფორმით არ მიიღება. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.  წინადადებები გაიხსნება  პრეტენტენტების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პირადად დაესწრონ ტენდერს 2015 წლის 6 ნოემბრის 17:00 სთ-ზე ადგილობრივი დროით.

8. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 600,000 (ექვსასი ათასი) ლარის ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის ოდენობით. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ძალაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის (180 დღე) გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში.

9. დამკვეთის მისამართი, სადაც წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებები:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -  საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი

შესყიდვების სამმართველო, IV სართული

ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო

ტელ: + 995 322 37-05-08  დამ. 305

ფაქსი: + 995 322 31-30-34

ელ. ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდის მისამართი: www.georoad.ge 



[1] სამუშაოების ძირითადად დასრულება გულისხმობს კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების 80%–ის ან მეტის დასრულებას

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: